popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ თქვენთვის სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
ფერები ინტერიერში  - რომელი ფერი შეგესაბამებათ თქვენი ზოდიაქოს მიხედვით?!
07.12.2018 გააზიარე: Facebook

ფერები ინტერიერში - რომელი ფერი შეგესაბამებათ თქვენი ზოდიაქოს მიხედვით?!

ვერძი: მუქი წითელი

წითელი –  მმართველი პლანეტა მარსია. წითელი კედლები საშუალებას აძლევს ვერძს  სახლში  თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს.

ვერძი: ფორთოხლისფერი

კიდევ ერთი ცეცხლოვანი  ფერი, რომელიც ამ ზოდიაქოს ნიშანს მოტივაციას უზრდის არის – ფორთოხლისფერი.  ელფერიდან გამომდინარე  ფორთოხლისფერი შეიძლება იყოს როგორც ნაზი ასევე მკაცრიც.

კურო: მონაცრისფრო- მომწვანო

მიწის ნიშნის წარმომადგენელისთვის ეს იდიალური ფერია, რადგან  ამ ნიშნის შთაგონების წყარო ბუნებაა. ამ ნიშანის   წარმომადგენლებს უყვართ  ირგვლივ მწვანე ფერების შემოკრება ეს მას ბუნებასთან სიახლოვეში ეხმარება.

კურო: მოვარდისფრო-იასამნისფერი

არ გიყვართ მწვანე ფერი? კუროს ასევე  მოსწონს თბილი კრემისფერი და ვარდისფერი ფერები, ისინი ქმნიან დამამშვიდებელ გარემოს  რაც ხელს უწყობს სიმშვიდის შენარჩუნებას.

ტყუპები: თეთრი

ენერგიული ტყუპები უპირატესობას ანჭებენ  ნათელ, სუფთა გარემოს. მათ უყვართ მინიმალიზმი, რადგან ისინი სულ მოზრაობაში არიან და ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს. თეთრი კედლები  აქცევს  სახლს სასიამოვნო თავშესაფრად  გადატვირთული ცხოვრების რიტმის დროს.

ტყუპები: ღია ფერები

მათ მოსწონთ: ყვითელი, ლურჯი, ფორთოხლისფერი   ელემენტები ინტერიერში. სახლის ინტერიერი ასახავს  მის შინაგან განწყობას.

კირჩხიბი: პასტელი

თეთრი, ვარდსფერი, ღია ცისფერი  და სხვა პასტელური ფერები ქმნიან კომფორტს და სტუმართმოყვარე ატმოსფეროს, რაც ძალიან უყვარს კირჩხიბს. მათ მართავთ მთვარე ამიტომ  უყვართ ყველა ის ფერი,რომელებიც მთვარეს ირეკლავენ.

კირჩხიბი: იასამნისფერი

ისინი არიან ემოციურები ხოლო  იასამნისფერი –მომადუნებელი ფერია, რომელიც ამშვიდებს მათ ემოციებს.

ლომი:ყვითელი-ნარინჯისფერი

ეს ნიშანი  – მზის შვილია. მას იზიდავს ღია, დრამატული, მზიანი ფერები.  ყვითელი-ნარინჯისფერი – ეს თბილი ფერები ხაზს უსვამს   ლომის მეფურ  ბუნებას, სხვებისადმი თავდადებას და ცხოვრებისეულ შეხედულებებს.

ლომი: მუქი-იასამნისფერი

ლომს ასევე იზიდავს ღია, მდიდარი ფერები, როგორიცაა ოქროსფერი და მუქი იასამნისფერი. ლომი – მეფური ნიშანია ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს, უყვართ  ყველაფერი რაც სასახლის ინტერიერს აგონებთ.

ქალწული: წაბლისფერი

ეს ფერი ამშვიდებს ემოციებს და  შემოაქვს დადებითი აურა, რაც ასე მნიშვნელოვანია ემოციური ქალწულისთვის.

ქალწული: ყინულისფერი ლურჯი

იმის გამო,რომ ქალწულებს განსაკუთრებული ყურადღება  აქვთ სისუფთავისკენ, მათ უფო მეტად იზიდავთ ნათელი ფერები.

სასწორი: ღია ვარდისფერი

სასწორები უპირატესობას დახვეწილ ფერებს ანიჭებენ. ღია ვარდისფერი  ინტერიერს  სიმყუდროვეს და სინაზეს მატებს.  ეს ფერი აღვიძებს ნიშნის  მოსიყვარულე ბუნებას და ხაზს უსვამს  მის დახვეწილ გემოვნებას.

სასწორი: მუქი მწვანე

მწვანე და დამამშვიდებელი ლურჯი  ამ ნიშნის ფერებია და ასახავს  სასწორების სწრაფვას  ჰარმონიისკენ, რომელიც მათ სახლში სუფევს.

მორიელი: მუქი-ბორდოსფერი

ამ ნიშნის ფერებია – წითელი და შავი, ხოლო  ბორდოსფერი სწორედ ამ ორს  აერთიანებს. ის ფერი არის მორიელის ემოციონალური სიღრმის ამსახველი ფერი.

მორიელი: ვარდისფერი

ამ ნიშანს უყვარს ყველაფერი, რაც "ყვირის" ამიტომ ვარდისფერი  მისი ერთ ერთი საყვარელი ფერია.  მას სჭირდება ,რომ  სახლში დაბრუნებისას დახვდეს ინტიმური გარემო, რადგან შეძლოს ყოველდღიური რუტინისგან  თავის დაღწევა.

მშვილდოსანი: ქლიავისფერი

ქლიავისფერი  მშვილდოსანს სულიერ სიმშვიდეს ჰგვრის.

მშვილდოსანი: მწვანე  ლაიმი

ღია ფერები ასახავს მშვილდოსნის ავანტიურულ ხასიათს. ლაიმისფერი მწვანე  – ბედნიერების ფერი.

თხის რქა: ღია ნაცრისფერი

ცნობილია თავისი კონსერვატიული ბუნებით, ამიტომ მას უსაფრთხო ფერები მოსწონს. ღია ნაცრისფერი მათ იდიალურ ფონს აძლევს  ოთახის სხვადასხვა ფერადი დეკორატიული ნივთების  გასაფორმებლად.

თხის რქა: მუქი ლურჯი

ყველაზე კლასიკური ფერია. რაც ზუსტად  შეესაბამება თხის რქის ბუნებას.

მერწყული: ღია-ცისფერი

ამ ნიშანს ურანი მართავს, მისი ფერი კი – ყინულისფერი ლურჯია. ეს ფერი ხელს შეუწყობს მერწყულის ინოვაციურ ხასიათს, მას საშუალება აქვს  თავისი ფანტაზიის მიხედვით  მოაწყოს  ინტერიერი.

მერწყული: ნაცრისფერი

ამ ნიშანს შეუძლია იყოს ყველგან, ამიტომ – ნაცრისფერი კედლები  მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ნაცრისფერი საშუალებას აძლევთ  მერწყულებს  გამოიყენეონ ნებისმიერი ფერის და ფორმის აქსესუარები, ავეჯი და დეკორატიული ნივთები.

თევზები: ფირუზისფერი

თევზებს იზიდავს ოკეანის ფერები. მათი სახლი უნდა გაგონებდეთ  ოკეანეს, ის უნდა იყოს - მშვიდობიანი და რომანტიული.

თევზები: ნაზი ფერები

თევზები ცნობილები არიან იმით, რომ მათ შეუძლიათ სხვა ადამიანების  ენერგიის  შთანთქმა, რასაც თან დიდი სტრესიც ახლავს.  ამიტომ ნაზი ფერები მათ მოდუნებაში და დასვენებაში ეხმარება.

გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში

ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის

საკუთარი სახლი კორპუსში - შესაძლებლობა, რომელსაც დუპლექსი გაძლევთ!

თუ თქვენ ეძებთ სახლს, რომელიც პასუხობს მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს, სწორედ დუპლექსი იქნება თქვენი არჩევანი

რატომ არის აუცილებელი ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია?

ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არის ნაბიჯი, რომელიც საკუთრებას უბრალო ქაღალდზე აღარ ტოვებს — არამედ მას რეალურ, დაცულ და სრულფასოვან აქტივად აქცევს.

რა არის ჭკვიანი სახლი და რატომ ხდება ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი?

ეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ტრენდი, არამედ თანამედროვე ცხოვრებაზე ადაპტირებული, პრაქტიკული გადაწყვეტაა

უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს — ალფა სახლის წარმატების მაგალითი

"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით