სიახლეები

10 საშიში ნივთი სახლში, რომელიც სულ გვავიწყდება
შპალერები და კედლის საღებავები
ექსპერტების აზრით, კედლის ცუდი ხარისხის საფარი შეიძლება შეიცავდეს ტოქსიკურ ნივთიერებებს (ბენზოლს ან ფორმალდეჰიდი), რომლებმაც აორთქლების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, ასევე უარყოფითად იმოქმედოს ორგანოებზე, მაგალითად ღვიძლზე, თირკმელებზე და ასევე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნერვულ სისტემაზეც. კედლებისთვის შპალერის და საღებავების შერჩევისას ყურადღებით შეარჩიეთ მათი ქიმიური შემადგენლობა.
რბილი ავეჯი
დივანი, სავარძელი და სხვა ავეჯი საშიშია არა მხოლოდ იმით ,რომ მათში გროვდება ბევრი მიკრობი, არამედ თუ ისინი დამზადებულია მერქანბურბუშელას ფილებისგან (დეესპე) მაშინ მათი აწყობისას გამოყენებული იქნა წებო, რომელიც შეიცავს ფორმალდეჰიდს, ფენოლი, ფთალიტებს და სხვა მომწამვლელ ნივთიერებას. ამ ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიონ რესპირატორული დაავადებები, ალერგია, თვალების გაღიზიანება, თირკმლების, გულის და ტვინის პრობლემებიც კი. ექსპერტები გირჩევენ არ გააკეთოთ ეკონომია ავეჯის შეძენისას, აირჩიეთ ისეთი ავეჯი,რომელიც კარგი და ხარისხიანი მატერიალებისგანაა დამზადებული.
ბალიშები
რაც შეეხება ბალიშებს თუ ისინი დამზადებულია ბუმბულისგან მაშინ მასში აუცილებლად გაჩნდება პარაზიტები. შედეგად შეიძლება განვითარდეს დერმატიტი, ალერგია, ჭინჭრის ციება და სასუნთქი გზების შეშუპება. ექსპერტები გირჩევენ, რომ ჯამრთელობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება თუ ბალიშებს 3-4 თვეში ერთხელ გამოცვლით.
რბილი სათამაშოები
სამწუხაროდ ცოტამ თუ იცის რომ რბილი სათამაშოები მტვრის კოლექტორები არიან და ამიტომ წლობით არ რეცხავენ მათ. დაგროვილ მტვერს კი შეუძლია გამოიწვიოს ალერგია, ასთმა და სასუნთქი გზების სხვა დაავადებები. ამიტომ, რეგულარულად მოაწყეთ რბილი სათამაშოების აუდიტი.
საჭრელი დაფა
პლასტმასის თუ ხის? ეს კითხვა ბევრს აწუხებს, ზოგს ჰგონია, რომ პლასტმასის დაფები უფრო პრაქტიკული და უსაფრთხოა, მაგრამ ეს ასე არაა, პლასტმასი ბაქტერიების გასამრავლებლად ხელსაყრელი ადგილია, ამიტომ უმჯობესია თუ არჩევანს ხეზე გააკეთებთ და ამასთანავე შეიძენთ რამდენიმე დაფას,რომლებსაც სხვადასხვა პროდუქციისთვის გამოიყენებთ , მაგალითად ხორცისთვის ერთს, თევზისთვის მეორეს და ბოსტნეულისთვის მესამეს. და ასევე არ დაგავიწყდეთ მათი გამოცვლაც 3-4 თვეში ერთხელ.
ტელევიზორი
გარდა იმისა, რომ ტელევიზორი ქმნის გარკვეულ ხმურს, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს თქვენ სმენაზე , ასევე მისი ხელოვნური განათება და გამოსხივება ანელებს მელტონონის (ჰორმონი,რომელიც პასუხს აგებს ძილზე) გამოყოფას, რასაც მივყავართ უძილობამდე და შესაბამისად უენერგიობამდე. ამიტომაც ექსპერტები გვირჩევენ არ დავდგათ ეს ნივთი საძინებელში. მაგრამ თუ თქვენ უკვე გიდგათ ტელევიზორი საძინებელში ეცადეთ არ ჩაგეძინოთ მაშინ როცა ის ისევ ჩარტულია.
პირსახოცი
არააქვს მნიშვნელობა ვანისაა თუ სამზარეულოსი – ნებისმიერ პირსახოცზე იბუდებს მილიონობით ბაქტერია, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ნაწლავების დაავადებები, გამონაყარი, ალერგიული რეაქცია და სხვა დაავადებები. ამიტომ კარგია თუ მათ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე გარეცხავთ და ასევე რეგულარულად შეცვლით. ვანაში – ყოველ 3-4 თვეში, სამზარეულოში – 2 თვეში ერთხელ ან უფრო ხშირად.
ტანის ღრუბელი
ბევრმა არ იცის,რომ ტანის ღრუბელი უფრო ხშირად უნდა ცვალოს ვიდრე კბილის ჯაგრისი და ხმარობენ მას მანამ სანამ კარგად არ დაძველდება. ამიტომ თუ არ გსურთ რამე სახის კანის დაავადების აკიდება, არ დაიზაროთ ტანის ღრუბელის ხშირი ცვლა და ამასთანავე კარგია თუ ის ნატურალური მასალისგან იქნება დამზადებული.
ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი ამიერკავკასიაში - "სხვა უბანი" დიდ დიღომში
გეძლევათ უნიკალური შანსი, შეიძინოთ ბინა წინასწარი შენაძენის გარეშე - თვეში მხოლოდ 890 ლარად!
ახალაშენებულ კორპუსში შესახლება – რა უნდა ვიცოდეთ და როგორ მოვიქცეთ?
ახალაშენებულ კორპუსში შესახლება მხოლოდ ახალი ბინის სიხარული კი არ არის, არამედ საერთო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებაც
აირჩიეთ ბინა მომავლის უბანში - „ალფა სახლში“ გლდანში!
მიიღე მომგებიანი გადაწყვეტილება
როგორ უნდა გადააქციო შენი რეკომენდაცია 300 ლარად?
სიახლე მობინადრეებისთვის
ხელოვნური ინტელექტი უძრავი ქონების სფეროში
ხელოვნური ინტელექტი (AI) სულ უფრო აქტიურად იკავებს ადგილს სხვადასხვა სფეროში - მათ შორის უძრავი ქონების ბაზარზეც