სიახლეები

ანტისტრესი: ყველაზე დამამშვიდებელი ფერები ინტერიერში
მოლურჯო მონაცრისფრო
ფსიქოლოგთა აზრით, ამ ფერს შეუძლია დაგიბრუნოთ კარგი განწყობა და ამშვიდებს ნერვებს. განსაკუთრებით კარგი იქნება საძინებლის დასასვენებელი ოთახის და სააბაზანოს გასაფორმებლად. ექსპერტები გვირჩევენ არ გამოვიყენოთ ინტერიერის გასაფორმებლად მხოლოდ ეს ფერი,რადგან ის დაკარგავს ყველა დადებით თვისებას და უარყოფითად იმოქმედებს თქვენ განწყობაზე. ეს ფერი უხდება თეთრს, კრემისფერს და ღია მწვანე ფერებს.
ლურჯი
ამ ფერის სხვადასხვა ტონალობა მოეწონებათ მოგზაურობის მოყვარულებს – ის გაახსენებთ მათ ზღვას, ლურჯ ცას, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ამ ფერს აქვს დამამშვიდებრლი ეფექტი. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ სახლში და თავი იგრძნოთ მშვიდად მოდუნდეთ და კარგადაც დაისვენოთ. მაგალითად ფენ შუის მიხედვით ეს ფერი სიბრძნის სიმბოლოა.
ლავანდისფერი
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ იასამნისფერი ყველასთვის არ არის განკუთვნილი. ხოლო რაც შეეხება ლავანდისფერს თქვენ თამამად შეგიძლიათ მისი გამოყენებით ინტერიერის გაფორმება – ამ უნივერსალურ ფერს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, რომლის მეშვეობითაც ის ხელს უწყობს სახლში დადებითი ენერგიის ცირკულირებას. იმისთვის,რომ საკუთარი სახლი "ლავანდის სამეფოდ" არ გადაგექცეთ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მასთან ერთად სხვადასხვა ფერებიც: ყვითელი, ყავისფერი, ლურჯი და თეთრი.
ღია ნაცრისფერი
თუ თქვენ გსურთ შექმნათ მშვიდი, მომადუნებელი გარემო სახლში, მაშინ ძირითად ფრად გამოიყენეთ ღია ნაცრისფერი. ის იდიალურია ნებისმიერი ოთახისთვის და სრულყოფილად ჰარმონიაშია ლურჯ და თეთრ ფერებთან.
ღია მწვანე
ექსპერტები ამბობენ, რომ არცერთი ფერი არ ამშვიდებს და არ ადუნებს ისე , როგორც ეს გაზაფხულის ფერი. ის გაყენებთ კარგ განწყობაზე, გმატებთ კრეატიულობას, გეხმარებათ დამსვიდებაში და გმატებთ ენერგიას ახალი წამოწყებებისთვის. როგორც სხვა ფერების შემთხვევაში არ ღირს მხოლოდ ამ ერთი ფერის გამოყენება დაუმატეთ მას სხვადასხვა ფერები:თეთრი, კრემისფერი და ღია ცისფერი.
ნაზი ვარდისფერი
ზეფირი, ბამბის ნაყინი, საკურა, ვარდისფერი შამპანიური, ვარდისფერი ღრუბელი – როგორი ასოციაციები აღარ გიჩნდებათ როცა უყურებთ ღია ვარდისფერ ფერებს. ეს ფერი იდიალური არჩევანია საძინებლის, სააბაზანოს, სამზარეულოს და საბავშვო ოთახის გასაფორმებლად. ზედმეტი სინაზის თავიდან ასაცილებლად დაამატეთ მას შემდეგი ფერები: ნაცრისფერი, თეთრი ან კრემისფერი.
ჩალისფერი
ჩალისფერის თბილი გამა (ფორთოხლის და ყვითელი ფერების ტონალობის გარეშე) დაგეხმარებათ მოდუნებაში, აგრესიის და სხვა შემაწუხებელი გარემოებების გაქრობაში. ექსპერტები გვირჩევენ გამოიყენოთ ის, როგორც ზირითადი ფერი კედლებისთვის, ჭერისთვის, იატაკისთვის. ასევე ამ ფერის ავეჯი ძალიან ლამაზია და უხდება ღია ფერის ინტერიერს. ნებისმიერი ვარიანტის შემთხვევაში თქვენი ინტერიერი იქნება მდიდრული და დახვეწილი.
ზღვისპირა კურორტების საინვესტიციო პოტენციალი იზრდება
საქართველოში ზღვისპირა ქალაქებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, რაც
"ალფა სახლის" ეფექტი უბნებზე - პროექტები, რომლებიც საუკეთესო ინვესტიციებად იქცნენ
"ალფა სახლი" ყოველთვის ირჩევს ყველაზე პერსპექტიულ უბნებს თავისი მომავალი მობინადრეებისთვის
ბინა "სხვა კარკასით" – როცა არ გინდა დროისა და ფულის კარგვა
"ალფა სახლის" მიერ შემოთავაზებული „სხვა კარკასი“ ახალ სტანდარტს გულისხმობს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ე.წ. თეთრი ან მწვანე კარკასისგან
კომერციული ფართი გლდანში – ინვესტიცია მომავლისთვის "ალფა სახლისგან“
წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ყველაფერი უკვე მზადაა თქვენი ბიზნესის დასაწყებად!
გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში
ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის