სიახლეები
ყველაფერი დაეტევა: როგორ დავატიოთ ყველა ნივთი პატარა ბინაში?
შენახვის ჩაშენებული სისტემები
თუ არ გაქვთ ადგილი დიდი გამოყოფილი ტანსაცმლის ოთახისთვის, მაშინ ნივთების შესანახად გამოიყენეთ მაღალი ჩაშენებული კედლის კარადები,რომლის სიმაღლე ჭერამდე ადის- მათში უამრავი ნივთი ეტევა.
თუ თქვენ ოთახში არ არის ნიშა, შეგიძლიათ თავად შექმნათ იგი ძალიან მარტივად, უბრალოდ, თქვენ უნდა შეუკვეთოთ შესაბამისი ზომის ფურნიტურა და მასში მოათვსებთ სათავსოებს. თქვენ მიერ შექმნილ თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციას გარედან შეფუთავთ იგივე ფერის და მასალის მატერიით,როგორიც არის დანარჩენი კედელი. ასე იქმნება შთაბეჭდილება. რომ თქვენი კარადა კედელშია ჩაშენებული.

მრავალფუნქციური ავეჯი
კლასიკური მაგალითი — საწოლი საბარგულით სადაც შეგიძლიათ საკმაოდ ბევრი ნივთის შენახვას. ასევე მრავალფინქციურ ავეჯად ითვლება ავეჯი,რომლის გამოყენებაც სხვადასხვა საჭიროებისთვისაა შესაძლებელი.
ნივთების აივანზე შენახვა
თქვენ აივანზე არის ადგილი ველოსიპედისთვის, ლიჟებისთვის და სხვა დიდი ნივთებისთვის, რომლებსაც წელიწადში ერთხელ იყენებთ. აივნის სივრცის გასაზრდელად გამოიყენეთ ერთგვაროვანი ფერები. თუ თქვენ გადაწყვეტთ ღია თაროების გაკეთებას მაშინ მასზე გასანთავსებელი ნივთები შეინახეთ ერთანაირ ყუთებში. დაყავით აივანი ზონებად: მიუჩინეთ ყველაფერს თავისი ადგილი.
სამზარეულოში ადგილის ორგანიზება
გამოიყენეთ სამზარეულო სივრცე რაციონალურად: სათავსოები ჭერამდე. თუ სამზარეულოში ყველა ნივთს თავისი ადგილი ექნება თქვენ თავიდან აიცილებთ უწესრიგობას, რაც თავის მხრივ არ დაგაკარგინებთ ადგილს ისედაც მცირე ზომის სამზარეულოში. გამოიყენეთ საკიდები,რომელთა დამაგრებაც კარადის გვერდებზეა შესაძლებელი, ისინი გამოგადგებათ სამზარეულოს სახვადასხვა ჭურჭლის შესანახად.
ფანჯრის რაფების მაქსიმალურად გამოყენება
სახლის გადავსება არ არის ბევრი ნივთის ბრალი, ეს მათი არასწორი განლაგების შედეგია. ჟურნალები, წიგნები და მსგავსი სხვადასხვა ნივთების შესანახად გამოიყენეთ ფანჯრის რაფები.

სათავსო აბაზანაში და ტუალეტში
სააბაზანო ოთახის ატრიბუტიკის განთავსება ყველაზე მცირე ზომის სააბაზანოშიც კი შესაძლებელია, მთავარია იცოდეთ როგორ დააწყოთ ნივთები სწორად. დაკიდეთ თაროები ყველგან სადაც ამის საშუალება გაქვთ და განათავსეთ მასზე ყველა ის ნივთი, რომელიც კარადაში არ ეტევა.
სისუფთავე და შინაური ცხოველები - რეალური რჩევები კომფორტული თანაცხოვრებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე და სიმყუდროვე სახლში, როცა ოთხფეხა მეგობარი გვყავს?
სააღდგომო სამზადისი - როგორ შევქმნათ სადღესასწაულო სიმყუდროვე სახლში?
აღდგომა მხოლოდ თარიღი არ არის - ეს სახლისა და სულის განახლების დღესასწაულია.
ალფა სახლი 2025 - გაყიდვების ზრდა და მომხმარებელთა ნდობის ახალი სტანდარტი
2025 წლის წარმატებული გაყიდვები და მაღალი სტანდარტი
რატომ უნდა აირჩიო დიდი ბინა? - "ალფა სახლის" შეთავაზება მხოლოდ 31 დეკემბრამდე
აირჩიე დიდი ბინა ალფა სახლში და მიიღე 25-30 კვ.მ საჩუქრად
გადახდები, ვადები, დოკუმენტები - ყველაფერი ერთ პანელში
ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენს ბინაზე ერთ სივრცეში
