დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენ გაგიმარტივებთ ბინის არჩევანს და ერთად განვიხილოთ თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი დივანი
19.10.2020 გააზიარე: Facebook

როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი დივანი

1. ცხოვრების წესი

დივნის არჩევისას მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ გამოიყენებთ მას. გაითვალისწინეთ ისიც, თუ როგორ გიყვართ დივანზე ჯდომა- წამოწოლა გიყვართ თუ სწორად, როგორც სკამზე ისე ჯდომა.

თუ საღამოობით ტელევიზორთან მყუდროდ წამოწოლა და ტელევიზორის ყურება გიყვართ, მაშინ თქვენ შეგეფერებათ დიდი, რბილი, ბევრ ბალიშებიანი, კომფორტული დივანი. თუთქვენ დივანზე მხოლოდ ზიხართ მაშინ უმჯობესია არჩევანი უფრო მყარი,სქელი ვერტიკალურ ბალიშებიანი და ხის სახელურებიან დივანზე შეაჩეროთ.

2. კომფორტი

როდესაც მაღაზიაში შედიხართ და კონსულტანტს ეკითხებით: რომელი დივანია ყველაზე კომფორტული ის ავტომატურად მისთვის ყველაზე პრიოეიტეტულ მოდელს გაჩვენებთ. მაგრამ დივანის არჩევისას თქვენ მხოლოდ საკუთარი შეგრძნეებები უნდა გაითვალისწინოთ, რადგან ზუსტად თქვენ  გექნებათ მასთან ყოველდღიური შეხება და ამიტომ მისი კომფორტულობა ძალიან მნისვნელოვანია. 

3.კარკასიკარკასი

ყველაზე გამძლე ვარიანტი დაპრესილი ნახერხისგან დამზადებული კარკასია. ლითონი კი გაცილებით იაფი ვერსიაა, ამასთან გამოსაყენებლად ძალიან პრაქტიკულიცაა. მაგრამ გახსოვდეთ, რომ  ხის მასალისგან დამზადებულ ავეჯზე უფრო მძიმეა, რის გამოც მისი სახლში მოტანა და სასურველ ადგილას განთავსება გაცილებით რთული იქნება.

ყველაზე გამძლე კარკასი - მუხისაა. მისი  ფასი საკმაოდ მაღალია.

4. ზამბარა თუ პარალონის ღრუბელი

ზოგს ჰგონია, რომ ზამბარიანი დივანი უფრო ხარისხიანია, მგარამ ეს ასე არაა, უბრალოდ ამ მასალის შიგთავსიანი დივანი გამოირჩევიან  სიმყარით, რის გამოც ის იდიალური ვარიანტი ადამიანებისთვის, რომლებსაც ზურგი აწუხებთ.

პარალონის ღრუბელი ძალიან რბლილია, ამიტომ მარტო ამ სასალის გამოყენება არც ისე კომფორტულია, ამიტომაც უმჯობესია აირჩიოთ კომბინირებული ვარიანტები, რომლებიც ერთდროულად გადაჭრის ორ პრობლემას: სირბილესა და ფორმის შენარჩუნებას.

5. ზედაპირი

დღეს ტყავის დივანი ბევრს სახლის ინტერიერისთვის შეუფერებლად მიაჩნია, მაგრამ  ტყავი ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და უპრეტენზიო მასალაა.

რბილი ავეჯის მოსაპირკეთებლად ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ბუნებრივი მასალად- ჟაკარდული ქსოვილი ითვლება.

ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს გებელენის საფარი- ის ძალიან უხდება კლასიკური სტილის მისაღებ ოთახს. გებელენი ძალიან კომფორტული ქსოვილია, თბილი, მოსერხებელი და არც მოსავლელად არის რთული.

ძალიან კომფორტულია როდესაც დივანს საფარი ეხსნება- ეს  კომფორტულს ხდის მის გასარეცხვა- გასუფთავებსას. 

საფარის შერჩევისას გაითვალისწინეთ:

შინაური ცხოველების მფლობელებისთვის არ არის რეკომენდებული ველურის მასალისგან დამზადებული ავეჯი, რადგან იგი ძალიან სწრაფად კარგავს მის მიმზიდველ გარეგნობას. გარდა ამისა, ეს ქსოვილი მოითხოვს სპეციალურ მოვლის საშუალებებს, თუ დივანი გამიზნულია ხშირი გამოყენებისთვის, უმჯობესია შეარჩიოთ ყველაზე გამძლე მასალა: შენილი, გობელენი, ჟაკარდი. ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ თხელი გადასაკრავი ძალიან მალე ხდის დივანს გამოუსადეგარს.

6. მექანიზმი

თუ თქვენ დივნის  საწოლად გამოყენებას გეგმავთ- უნდა არჩიოთ გამძლე მექანიზმიზმი, რადგან ხშირი გამოყენებისას  შემთხვევაში არ მოხდეს მისი დაზიანება. 

არჩევანის გაკეთებამდე  უნდა იცოდეთ ის 3 მექანიზმი, რომლებიც დივნების ასაწყობად გამოიყენება.

ესენია: გამოსაწევი, ე.წ, „დელფინი“ მექანიზმი, წიგნისებრი მექანიზმი და „მაკრატელი".

7. განთავსება

დიზაინერების უმრავლესობა გირჩევთ ოთახის დიზაინზე მუშაობა მისი ყველაზე დიდი ელემენტის შერჩევის შემდეგ დაიწყოთ. თუ არჩევანს გასაშლელ დივანზე გააკეთებთ და რომლის გამოყენებაც ხშირად მოგიწევთ, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ სივრცე რომელიც მას გაშლილი მდგომარეობაში დასჭირდება, რათა შემდგომში რაიმე სახის დისკომფორტი თავიდან აიცილოთ. 

შენაძენის გაკეთებამდე : კარგად გაზომეთ მისი სიგრძე და სიგანე  და ყველა იმ ადგილის სიგანე რომელშიც ის უნდა გაატაროთ. საწყენი იქნება თუ თქვენი საყვარელი დივანი შემოსასვლელ კარში ვერ შეეტევა.

ზღვის სანაპიროზე ცხოვრება - ინვესტიცია თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაში

ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ზღვის ჰაერის გავლენა ჯანმრთელობაზე შეუფასებელია

სტაბილური შემოსავალი და მაღალი ზრდა - სწორი კომერციული ფართი, სწორი ინვესტიცია

თუ გსურთ თქვენი ბიზნესი გააფართოვოთ ან ახალი პროექტის დაწყება, "ალფა სალხი“ გთავაზობთ იდეალურ ფართებს გლდანში და დიდი დიღომში

დღეში რამდენ საათს კარგავ საცობში? - აი, რატომ უნდა იყიდო პარკინგი

სტატისტიკის მიხედვით, საცობებში ყოველი მოქალაქე დღეში საშუალოდ 45 წუთს ან მეტს კარგავს, მაგრამ ეს

შეკვეთილი - პატარა კურორტის დიდი შესაძლებლობები

შეკვეთილი, პატარა და მშვიდი ზღვისპირა კურორტი, სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციებისთვის

საკუთარი ჭერი ყველას! - ამისთვის ბევრი არაა საჭირო!

მცირე ბინები - დიდი პერსპექტივა