სიახლეები
ბოსტნეულის ბაღი აივანზე
კერძო სახლის არქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სურვილის შემთხვევაში ბოსტანი ვერ გექნება. თუ მოინდომებთ აივანზე მშვენიერი ბაღ-ბოსტნის გაშენებას შეძლებთ. მთელი წლის განმავლობაში შინ თქვენ მიერ მოყვანილი ცოცხალი მწვანილი და ზოგიერთი ბოსტნეულიც (კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ჭარხალი, სტაფილო და სხვა) კი გექნებათ.
მაშ ასე, რისი დარგვა და მოყვანა შეგვიძლია აივანზე?
პირველ რიგში ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს ადგება მზე თქვენ აივანს - თუ მზე 6 ან მეტი გაგიმართლათ - მინი ბაღჩაში საკმაოდ მრავალფეროვანი კულტურების მოყვანაა შესაძლებელი, თუმცა ასევე არსებობს სხვადასხვა მცენარე, რომელიც ჩრდილშიც ხარობს (მწვანილი და ფესვოვანი მცენარეები, რომლებიც ნაყოფს მიწის ქვეშ ისხავენ).

პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, მწვანილები: ნიახური, ქინძი, სალათის ფოთოლი, ოხრახუში, რეჰანი , როზმარინი, ბროკოლი, პიტნა, ბაზილიკი, ტარხუნა, ბოლოკი, ხახვი, ნიორი და სხვა.

დეტალები, როლებიც უნდა გაითვალისწინოთ:
- პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი მრავალწლიანი მცენარეებია, რომლებიც საჭირო სითბოს და სინათლის პირობებში შეგიძლიათ მთელი წელი გაზარდოთ (სწორად მოვლის შემთხვევაში ისინი 2 წელიწადს ძლებენ);
- აივანზე შეგიძლიათ ერთდროულად, როგორც ცხარე, ასევე ტკბილი წიწაკა დარგოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვადასხვა ბოლოში, მინიმუმ 3-4 მეტრის დაშორებით დარგეთ;
- სახლის პირობებში გასაზრდელად მხოლოდ ზოგიერთი ბოსტნეულის ჰიბრიდული ჯიშები უფრო გამოგადგებათ;
- გაითვალისწინეთ, უმჯობესია ქოთნებში ახლად დათესილი მცენარეები, სანამ მიწის ზემოთ ამოიზრდებიან, ოთახის ტემპერატურაზე შეინახოთ;
- ყვავილოვან მცენარეებს ყველაზე მეტად მზის სხივები სჭირდებათ, ამიტომ ისინი აივნის ყველაზე ნათელ მხარეს მოათავსეთ;

- როდესაც შეიძენთ ბოსტნეულის თესლს ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტზე დაწერილი ინსტრუქცია. იქ წერია რამდენ ხანს სჭირდება ამ თუ იმ ბოსტნეულს მზე, მორწყვა, სასუქი და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია;
- ბოსტნეულის შერჩევისას გაითვალისწინეთ დროის ფაქტორი, რამდენად შეძლებთ მათ მოვლა პატრონობას, თუ ბევრი დრო არ გაქვთ შეარჩიეთ ისეთი კულტურები, რომლებსაც ნაკლები დრო და ენერგია სჭირდებათ;
- რაც შეხება ბაღჩის იერსახეს ( კედელზე დაკიდული ან თაროზე დალაგებული ფერადი ქოთნები) ის დამოკიდებულია თქვენ გემოვნებაზე და სივრცეზე, რომელშიც მას გააშენებთ;
რატომ არის კომერციული ფართი გონივრული ინვესტიცია?
ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა
რატომ არის შეკვეთილი დღეს საუკეთესო ადგილი ინვესტიციისთვის?
ნახეთ, რატომ გახდა შეკვეთილი ტურიზმისა და ჭკვიანური ინვესტიციების ახალი ეპიცენტრი
მაღალი სართული - მითები უსაფრთხოებაზე და რეალური უპირატესობები
მაღალი სართული - გაიგეთ, რატომ არის სიმაღლე თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი: სუფთა ჰაერი, მეტი სინათლე და გარანტირებული უსაფრთხოება.
სისუფთავე და შინაური ცხოველები - რეალური რჩევები კომფორტული თანაცხოვრებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე და სიმყუდროვე სახლში, როცა ოთხფეხა მეგობარი გვყავს?
სააღდგომო სამზადისი - როგორ შევქმნათ სადღესასწაულო სიმყუდროვე სახლში?
აღდგომა მხოლოდ თარიღი არ არის - ეს სახლისა და სულის განახლების დღესასწაულია.