back-arrow
როგორ შევარჩიოთ კარგი ბინა
10.10.2021 გააზიარე: Facebook კატეგორია: ცხოვრების სტილი

როგორ შევარჩიოთ კარგი ბინა

ბინის შეძენა ყველა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული მომენტია, რომელიც ძალიან ბევრი ასპექტის გათვალისწინებას მოითხოვს. მშვიდი, კომფორტული და თქვენ მოთხოვნებზე მორგებული ბინის ასარჩევად ძალიან კარგად უნდა აწონ-დაწონოთ შერჩეული ვარიანტების ყველა პლუსი და მინუსი.
ამ სტატიაში ჩვენ გეტყვით, როგორ შეიძინოთ  თქვენი ოცნების ბინა და რა კითხვები უნდა დაუსვათ საკუთარ თავს მის სწორად შესარჩევად.
ამრიგად, რა კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი ბინის ყიდვამდე, რათა შეიძინოთ ზუსტად ის ბინა, რომელიც გსურთ და არა ის, რომელიც პირველად შეგხვდათ. 

ფასი ის დეტალია, რომელიც ძირითად გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღებაზე.

რამდენია თქვენი ბიუჯეტი და რა არის თქვენი საჭიროებები

ეს ორი მოცემულობა ერთმანეთის გარეშე არ უნდა იქნეს განხილული, რადგან თქვენ შეიძლება სრულად გქონდეთ ერთ ოთახიანი ბინის შესაძენი თანხა, მაგრამ ამ დროს გჭირდებათ ორი ან მეტ ოთახიანი ბინა. ამ შემთხვევაში რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე თქვენ სწორად უნდა განსაზღვროთ პრიორიტეტები და შესაძლებლობები. 

ამ დროს გამოსავალი შეიძლება იყოს:

1. თუ თქვენ პრიორიტეტს ბინის ფართი წარმოადგენს, და არ გაქვთ საკმარისი თანხა შეგიძლიათ უარი თქვათ ცენტრალურ უბნებზე და არჩევანი გარე უბანზე შეაჩეროთ და არსებული თანხით უფრო დიდი ფართის მქონე ბინა შეარჩიოთ.

2. თუ თქვენთვის საცხოვრებელ ადგილს, უბანს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაშინ არსებობს ორი შესაძლებლობა ბანკი და დეველოპერული კომპანია. თუ თქვენ  მიერ შერჩეული ბინა ჯერ დასრულებული არ არის შესაძლებელია შიდა უპროცენტო განვადებით სარგებლობა და ბინის საფასურის მშენებლობის დასრულებამდე დაფარვა, ბანკთან თანამშრომლობის გარეშე. 
თუ თქვენ  სესხის მეშვეობით აპირებთ უძრავი ქონების ყიდვას, წინასწარ რამდენიმე ბანკს უნდა დაუკავშირდეთ და ყურადღებით მოისმინოთ და გაეცნოთ მათს შემოთავაზებებს, პირობებს და სწორედ ამის გათვალისწინებით განსაზღვროთ, რომელი ბანკის შემოთავაზებული პირობები, პროცენტი და  ვადაა თქვენთვის მისაღები.
დეველოპერული კომპანიების უმრავლესობას ჰყავთ თავიანთი პარტნიორი ბანკები, რომლებიც თქვენ სხვებისგან  განსაკუთრებულ პირობებს შემოგთავაზებენ. 

მხოლოდ ამ ორი უმნიშვნელოვანესი დეტალის გათვალისწინების შემდგომ შეგიძლიათ დაიწყოთ ბინის ძიება.

დეველოპერული კომპანიის შერჩევა 

უძრავი ქონების შეძენისას დააზუსტე კომპანიის ასაკი, მისი სამუშაო გამოცდილება, მოინახულე ის ობიექტები, რომლებიც უკვე დასრულებულია. შეაფასე არამხოლოდ კორპუსის იერსახე, არამედ – სადარბაზოებისა და გარემოს კეთილმოწყობის ხარისხი. ეს დაგეხმარება, გაარკვიო, როგორი კონდიციით აბარებს ესა თუ ის სამშენებლო კომპანია საცხოვრებელ სახლს.
ყურადღებით გაეცანით მათს პირობებს, გამოყავით პლუსები და მინუსები, გაარკვიეთ თუ რა მასალას იყენებენ მშენებლობისთვის,  ეს გაგიადვილებთ არჩევანის გაკეთების პროცესს. 

საცხოვრებელი გარემო

ყურადღება მიაქციე გარემოს  და არა მხოლოდ უბანს.  რა არის ახლოს თქვენ მომავალ ბინასთან? დარწმუნდი, რომ ყველა მნიშვნელოვანი პუნქტი, როგორიცაა: გაჩერება, მეტრო, აფთიაქი, მაღაზიები, სკვერები, საბავშვო ბაღი თუ სკოლა – ახლოსაა.
ასევე, წინასწარ გაარკვიე, აქვს თუ არა კორპუსს, ან კომპლექსს საკუთარი ავტოფარეხი. ძირითადად, პროექტში მიწისქვეშა პარკინგების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ წინასწარ უნდა გაარკვიოთ შეძლებ თუ არა პარკინგის შეძენას.
ჩამონათვალში ფასი პირველ ადგილას ტყუილად არ დგას. უმეტეს შემთხვევაში უბნის არჩევა ძირითადად ფასზეა დამოკიდებული, რადგან  გარე და ცენტრალური უბნების ფასი ერთმანეთისგან  ყოველთვის განსხვავდება. 
გაითვალისწინეთ ასევე ის ფაქტი, რომ ქალაქი სწრაფი ტემპით ფართოვდება და ვითარდება. ამიტომ უბანი მომავალში განვითარების პერსპექტივითაც უნდა შეფასდეს. ამ ფაქტს მივყავართ შემდეგ პუნქტამდე.

სწორი ინვესტიცია

დღეს ბაზარზე ჩაშვებული პროდუქციის/მომსახურების უმეტესობა მიმართულია ადამიანისთვის ცხოვრების გამარტივებაზე და მისთვის დროის დაზოგვაზე. კომპანიები ცდილობენ შექმნან ისეთი პროდუქტი/მომსახურება, რომელიც აადვილებს ცხოვრებას. 
გამონაკლისი არც დეველოპერული კომპანიები არიან. ამ სფეროში არსებულმა მაღალმა კონკურენციამ შექმნა უძრავი ქონების ახალი სეგმენტი, რომელიც მთლიანად მომხმარებლების კომფორტზე და დროის დაზოგვაზეა ორიენტირებული. 
დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ძალიან კომფორტულია, როდესაც ყველაფერი რაც გჭირდებათ ერთ სივრცეში გაქვთ. 
დღეს სწორედ მსგავსი ინფრასტრუქტურის და მაღალი ხარისხის მქონე უძრავი ქონებაზე იმატებს ფასი ყოველდღიურად. ამიტომ თუ თქვენ ბინას საინვესტიციოდ გჭირდებათ არჩევანი სწორედ მსგავს პროექტებზე უნდა შეაჩეროთ. 

იურიდიული დეტალები და კონტრაქტი

​უძრავი ქონების შეძენამდე აუცილებლად უნდა ნახოთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. იმისთვის, რომ დაზღვეული იყოთ, რეგისტრაციის პროცესის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა გადაამოწმოს ეს ქონება, რათა დარწმუნდეს, რომ ის არც დაყადაღებულია და არც სხვაზეა გადაფორმებული.

კონტრაქტი

ყიდვის ბოლო ეტაპი საკონტრაქტო ხელშეკრულებაა, რომელიც აუცილებლად გამოცდილ იურისტს უნდა მიანდოთ. კონტრაქტი ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსისგან შედგება, რომელსაც შესაძლოა თქვენ ყურადღება არ მიაქციოთ (ბინის გაფორმების წესი და პირობები, კონტრაქტის ნოტარიულად დამოწმება, დარეგისტრირება საჯარო რეესტრში თუ სხვა), ამიტომ უმჯობესია, ეს საქმე პროფესიონალმა ან ამ სფეროში ჩახედულმა ადამიანმა მართოს.
ბინის არჩევის დროს არ მოგერიდოთ დეველოპერისგნ ყველა თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის მოთხოვნა.

ბინის ყიდვას დრო სჭირდება, ამ საქმეში აჩქარება არ ღირს. გაითვალისწინეთ აღნიშნული რჩევები და გარწმუნებთ, რომ მალე ახალი ბინის ბედნიერი მფლობელი გახდებით.

​გახსოვდეთ- როდესაც ზუსტად იცი რას ეძებ, საქმე ბევრად მარტივდება.

მწვანე სივრცესთან სიახლოვის მნიშვნელობა

მწვანე სივრცეები აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს

ევროპული ქალაქების თანამედროვე ტენდენციებით და სამომავლო მისწრაფებებით

ევროპის ქალაქებში ურბანული განვითარება ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური და გეოგრაფიული ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედებით ჩამოყალიბდა

ურბანიზაცია ევროპულ ქალაქებში- ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების უნიკალური სისტემა

გაერთიანებული ერების მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ევროპის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 75% ქალაქებშია თავმოყრილი

რატომ უნდა შეიძინო ბინა საცხოვრებელ კომპლექსში ?

სახლის შეძენა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, შესაბამისად სანამ სასურველ საცხოვრებელს

თბილისში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ მაღალი ფასი ნარჩუნდება