popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ თქვენთვის სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
ბალანსი ინტერიერში - როგორ ვაქციოთ სახლი მშვიდ ნავსაყუდლად
05.01.2023 გააზიარე: Facebook კატეგორია: ცხოვრების სტილი

ბალანსი ინტერიერში - როგორ ვაქციოთ სახლი მშვიდ ნავსაყუდლად

დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სახლი ის ადგილი უნდა იყოს სადაც თავს ავტომატურად მშვიდად და კომფორტულად იგრძნობთ. სწორედ ამ სიმშვიდის შექმნაში დაგეხმარებათ ბალანსი ინტერიერში.რა თქმა უნდა, ჰარმონიული და მშვიდი გარემოს შექმნაში სხვა ფაქტორებიც იღებს მონაწილეობას, მაგრამ ბალანსის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.  

ინტერიერის დიზაინის სწორად შერჩევა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა: ბალანსი, ბუნებრივი სინათლე, ფერთა გამა, მასალების სწორად შერჩევა და სხვა. ბალანსი ინტერიერში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ის ერთგვარი ვიზუალური ჰარმონიაა სივრცეში. ბალანსის მიღება შესაძლებელია ტრადიციული სიმეტრიულობით, ასიმეტრიულიობითა და რადიალური წონასწორობით:

  • სიმეტრიული წონასწორობა გვხვდება - ტრადიციულ ინტერიერში,იგი ხასიათდება ერთი და იგივე ობიექტის განმეორებით ორ სხვადასხვა მხარეზე.
    ამ ტიპის ბალანსი ხშირად გვხვდება ბუნებაში, ჩვენი სხეულიც სიმეტრიული ბალანსის პრინციპებს ემყარება.
    სიმეტრიას ინტერიერის დიზაინში ბადებს სტაბილურობისა და სიმშვიდის შეგრძნებას. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კრეატიული ელემენტების გარეშე ის შეიძლება შეფასდეს, როგორც სტატიკური, მოსაწყენი და წარმოსახვას მოკლებული.
    სიმეტრიის მიღწევა შესაძლებელია ნახატების, ავეჯის, ფერების გამოყენებით.

სიმეტრია

  • ასიმეტრიული წონასწორობა გამოიყენება - თანამედროვე დიზაინში. ასიმეტრიული წონასწორობა უფრო შემთხვევითი არაბუნებრივი მხიარული და თანამედროვეა.
    ასიმეტრიული ბალანსი უკავშირება საგნის ვიზუალურ წონას. ზოგადად, რთული ფორმები უფრო მძიმედ აღიქმება, აქედან გამომდინარე ისინი აქტიურად გამოიყენება ასიმეტრული ბალანსის შესაქმნელად. ასეთი ინტერიერი უფრო დინამიური და ნაკლებად ხისტია, რადგან ამ დროს ბალანსს სხვადასხვა ობიექტები ქმნიან.

ასიმეტრია

  • რადიული სიმეტრია არის - ცენტრალური წერტილის ირგვლივ განლაგებული დიზაინერული ელემენტი. მაგალითად სპირალური კიბე, რომელსაც ინტერიერში განსაკუთრებული ხიბლი შემოაქვს.
    თუ გსურთ, რომ ყურადღება რაიმე კონკრეტული ცენტრალური ნივთისაკენ იყოს მიმართული, ამ შემთხვევაში, რადიალური ბალანსისის გამოყენება იდეალური ვარიანტია. 

დახვეული კიბეები

ასევე ინტერიერის მთლიანობისთვის კარგად დაგეგმილ ოთახს ყოველთვის აქვს ერთი ან მეტი ფოკუსირების წერტილი. სწორედ ის უნდა იყოს უნდა იპყრობდეს ყურადღებას და იყოს დომინანტური.ფოკუსურ წერტილმა ხანგრძლივი შთაბეჭდილება უნდა მოგვანიჭოს, მაგრამ ამასთანავე ის აუცილებლად უნდა იყოს დეკორაციის განუყოფელი ნაწილი, ეს შეიძლება იყოს ოთახის ცენტრალური ელემენტი (ბუხარი, სურათი, დივანი და სხვა).

გეგმარება

ნებისმიერი ინტერიერი იქმნება დეტალებისგან, რომლებიც გარკვეულ ემოციასა და განწყობას ქმნიან. თითოეული პატარა ნივთი, დეტალი და აქსესუარი ქმნის ინტერიერის საბოლოო სახეს.

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით თქვენ შეძლებთ შექმნათ ინტერიერის დიზაინი, რომელიც სახლში ჰარმონიასა, სიმშვიდეს და პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით.

დეტალები

უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს — ალფა სახლის წარმატების მაგალითი

"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით

ზღვისპირა სამოთხე საქართველოში - შეკვეთილის გზა დიდებისკენ

ბათუმი და შეკვეთილი ორი ყველაზე პოპუარული არჩევანია, მათთვის ვისაც ზღვასთან ახლოს სურს ცხოვრება

შეკვეთილი: მომავლის კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე

შეკვეთილი უკვე აღარ არის მხოლოდ საზაფხულო დანიშნულების ადგილი

ბინას ეძებ? - მიიღე უფასო ონლაინ კონსულტაცია და შეიძინე დისტანციურად!

გსმენიათ, რომ ჩვენს კომპანიაში შესაძლებელია უფასო ონლაინ კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან?

ფერები სახლში – ემოციური ჰარმონიის ხელოვნება

ინტერიერის მოწყობისას ფერები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია