სიახლეები

ბალანსი ინტერიერში - როგორ ვაქციოთ სახლი მშვიდ ნავსაყუდლად
დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სახლი ის ადგილი უნდა იყოს სადაც თავს ავტომატურად მშვიდად და კომფორტულად იგრძნობთ. სწორედ ამ სიმშვიდის შექმნაში დაგეხმარებათ ბალანსი ინტერიერში.რა თქმა უნდა, ჰარმონიული და მშვიდი გარემოს შექმნაში სხვა ფაქტორებიც იღებს მონაწილეობას, მაგრამ ბალანსის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.
ინტერიერის დიზაინის სწორად შერჩევა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა: ბალანსი, ბუნებრივი სინათლე, ფერთა გამა, მასალების სწორად შერჩევა და სხვა. ბალანსი ინტერიერში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ის ერთგვარი ვიზუალური ჰარმონიაა სივრცეში. ბალანსის მიღება შესაძლებელია ტრადიციული სიმეტრიულობით, ასიმეტრიულიობითა და რადიალური წონასწორობით:
- სიმეტრიული წონასწორობა გვხვდება - ტრადიციულ ინტერიერში,იგი ხასიათდება ერთი და იგივე ობიექტის განმეორებით ორ სხვადასხვა მხარეზე.
ამ ტიპის ბალანსი ხშირად გვხვდება ბუნებაში, ჩვენი სხეულიც სიმეტრიული ბალანსის პრინციპებს ემყარება.
სიმეტრიას ინტერიერის დიზაინში ბადებს სტაბილურობისა და სიმშვიდის შეგრძნებას. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კრეატიული ელემენტების გარეშე ის შეიძლება შეფასდეს, როგორც სტატიკური, მოსაწყენი და წარმოსახვას მოკლებული.
სიმეტრიის მიღწევა შესაძლებელია ნახატების, ავეჯის, ფერების გამოყენებით.
- ასიმეტრიული წონასწორობა გამოიყენება - თანამედროვე დიზაინში. ასიმეტრიული წონასწორობა უფრო შემთხვევითი არაბუნებრივი მხიარული და თანამედროვეა.
ასიმეტრიული ბალანსი უკავშირება საგნის ვიზუალურ წონას. ზოგადად, რთული ფორმები უფრო მძიმედ აღიქმება, აქედან გამომდინარე ისინი აქტიურად გამოიყენება ასიმეტრული ბალანსის შესაქმნელად. ასეთი ინტერიერი უფრო დინამიური და ნაკლებად ხისტია, რადგან ამ დროს ბალანსს სხვადასხვა ობიექტები ქმნიან.
- რადიული სიმეტრია არის - ცენტრალური წერტილის ირგვლივ განლაგებული დიზაინერული ელემენტი. მაგალითად სპირალური კიბე, რომელსაც ინტერიერში განსაკუთრებული ხიბლი შემოაქვს.
თუ გსურთ, რომ ყურადღება რაიმე კონკრეტული ცენტრალური ნივთისაკენ იყოს მიმართული, ამ შემთხვევაში, რადიალური ბალანსისის გამოყენება იდეალური ვარიანტია.
ასევე ინტერიერის მთლიანობისთვის კარგად დაგეგმილ ოთახს ყოველთვის აქვს ერთი ან მეტი ფოკუსირების წერტილი. სწორედ ის უნდა იყოს უნდა იპყრობდეს ყურადღებას და იყოს დომინანტური.ფოკუსურ წერტილმა ხანგრძლივი შთაბეჭდილება უნდა მოგვანიჭოს, მაგრამ ამასთანავე ის აუცილებლად უნდა იყოს დეკორაციის განუყოფელი ნაწილი, ეს შეიძლება იყოს ოთახის ცენტრალური ელემენტი (ბუხარი, სურათი, დივანი და სხვა).
ნებისმიერი ინტერიერი იქმნება დეტალებისგან, რომლებიც გარკვეულ ემოციასა და განწყობას ქმნიან. თითოეული პატარა ნივთი, დეტალი და აქსესუარი ქმნის ინტერიერის საბოლოო სახეს.
აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით თქვენ შეძლებთ შექმნათ ინტერიერის დიზაინი, რომელიც სახლში ჰარმონიასა, სიმშვიდეს და პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით.
პირველი ბინის შეძენა - რა უნდა იცოდეს ახალბედა მყიდველმა?
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა მხოლოდ საკუთრების ფლობას არ ნიშნავს - თითოეულ მაცხოვრებელს ვალდებულებები აქვს საერთო სივრცეების მოვლასა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თანამედროვე მართვის სისტემა უზრუნველყოფს მოწესრიგებულ ეზოს, ნათელ სადარბაზოს, გამართულ ლიფტს და უსაფრთხოებას, რაც ზრდის კომფორტს და ბინის ღირებულებას.
როგორ შეიცვალა თბილისის უძრავი ქონების ბაზარი ბოლო 5 წელიწადში?
თბილისის უძრავი ქონების ბაზარმა ბოლო ხუთ წელიწადში მნიშვნელოვნად შეიცვალა - გაიზარდა როგორც ფასები, ისე გაყიდვების რაოდენობა
თქვენი ბიზნესის გარანტირებული წარმატების ადგილი - "სხვა უბანი დიდ დიღომში"
„სხვა უბანში“ შეძენილი კომერციული ფართი გახდება თქვენი ბიზნესის ყველაზე სტაბილური და მომგებიანი პლატფორმა.
როგორ გამოვიყენოთ ბუნებრივი მასალები ინტერიერში?
შინ ბუნებრივი ტექსტურებისა და ელემენტების შეხამება სივრცეს სიმშვიდესა და ჰარმონიას ანიჭებს
ფაქტორები, რომლებიც თქვენი ბინის ფასს განსაზღვრავს!
ბინის ფასი არის მრავალი ფაქტორის ერთობლიობა