სიახლეები
ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენი ბინის შესახებ - მობინადრეთა პანელი
ძვირფასო მობინადრეებო, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ჩვენ მუდამ ვზრუნავთ იმაზე, რომ გავაადვილოთ ურთიერთობა ჩვენს კომპანიასა და თქვენს შორის. სწორედ ამიტომ შევქმენით სპეციალური მობინადრეების პანელი. რომელიც იქნება თქვენი ბინის ფინანსური ისტორიის სრულყოფილი სამართავი სივრცე.
ვებსაიტს დავამატეთ “მობინადრეების პანელი”, სადაც თქვენ შეძლებთ დეტალურად გაეცნოთ თქვენ ბინასთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ ინფორმაციას.
პორტალის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ:
- მიიღოთ დეტალური ინფორმაცია თქვენი ბინის შესახებ;
- გაეცნოთ გადახდის გრაფიკს და ისტორიას;
- დააკვირდეთ დარჩენილი თანხის ოდენობას;
- მიიღოთ სხვა საჭირო დოკუმენტაცია.
გთავაზობთ მობინადრეთა პორტალის ძირითად ფუნქციებს:
სად უნდა ნახოთ პანელი?
- უნდა შეხვიდეთ “ალფა სახლის” ვებსაიტზე - https://alphahome.ge/ka
- ვებსაიტზე შესვლისას მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა დააჭიროთ “ავტორიზაციას” - https://alphahome.ge/ka/crm/login
როგორ შევდივართ პანელში?
- შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი
- მიუთითეთ ტელეფონის ნომერი (რომელიც ხელშეკრულებაში გაქვთ მითითებული)
- სისტემა გამოგიგზავნით ერთჯერად კოდს თქვენს მობილურზე
- კოდის შეყვანის შემდეგ შეხვალთ თქვენს პერსონალურ გვერდზე
მარცხენა პანელი (შავ ფონზე):
- ბინების სია, რომლებიც თქვენ გაქვთ შეძენილი
მარჯვენა პანელი (თეთრ ფონზე):
თითოეული ბინის შერჩევისას იხილავთ დეტალურ ინფორმაციას:
- ბინის სრული ღირებულება
- უკვე გადახდილი თანხა
- დარჩენილი გადასახდელი თანხა
- ბოლო ბუღალტრული ჩანაწერის თარიღი
რას იხილავთ თქვენს პანელში?
პანელი გაგაცნობთ სრულ ინფორმაციას თქვენი ბინის შესახებ:
- ბინის სრული ღირებულება
- გადახდილი და დარჩენილი თანხები
- გადახდის დეტალური გრაფიკი
გადახდის გრაფიკი
პანელის ქვედა ნაწილში იხილავთ სრულ გადახდის გრაფიკს:
- რომელი თვეებია უკვე დაფარული
- რომელი თვეებია დასაფარი
- თითოეული თვის სტატუსი
რჩევები
- პერიოდულად შეამოწმეთ თქვენი ველი/პანელი
- დააკვირდით გადახდის გრაფიკს
- საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ჩვენს მენეჯერებს
გაითვალისწინეთ, რომ სისტემაში ჩანაწერების განახლება ხდება გარკვეული დაგვიანებით. მაგალითად, თუ 15 რიცხვში მოხდა ჩანაწერის განახლება, ხოლო 16 რიცხვში თქვენ ჩარიცხეთ დასაფარი თანხა, ეს ჯერ არ აისახება სისტემაში.
ჩვენთვის პრიორიტეტია თქენთან ურთიერთობა უფრო გამჭირვალე გავხადოთ. ასევე, უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ თავი და გქონდეთ სრული ინფორმაცია თქვენი ბინის შესახებ. ჩვენ ვდგავართ იმ პრინციპზე, რომ თქვენი ნდობა ჩვენი წარმატების საფუძველია. ნებისმიერ კითხვაზე ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ და გაგაცნოთ დამატებითი დეტალები.
დიდი vs. პატარა ბინები: არჩევანი, რომელიც თქვენს საჭიროებებზეა დამოკიდებული
ბინის არჩევისას, ერთ-ერთი მთავარი დილემა მისი ზომაა
პარკირების პრობლემები თბილისში და საკუთარი პარკინგის უპირატესობები
თბილისში პარკირების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. ავტომობილების რაოდენობა მუდმივად იზრდება
შეკვეთილი - არამხოლოდ ზღვის კურორტი...
ზამთარში, შეკვეთილში საერთო სურათი განსხვავებულია
რჩევები პატარა ბინაში საახალწლო დეკორაციების შესაქმნელად
საახალწლო სეზონი განსაკუთრებული პერიოდია, როცა ყველას სურს სახლში ზღაპრული და საზეიმო ატმოსფერო შექმნას
კორპუსის მოვლა-პატრონობა - რა როლი აქვს სერვის კომპანიებს?
სერვის კომპანიები, რომლებიც შენობის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე ინფრასტრუქტურისთვის