სიახლეები
გარემო, რომელიც შენთვის იქმნება
ეკო-მეობრული ბინები – ეს უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ცალკე ნიშაა, რომელშიც საკუთარი კანონები მოქმედებს.
რას ნიშნავს ეკო-მეობრული:
- არქიტექტურა
პროექტი გამოირჩევა თავისი დიზაინით, მისი დანახვისას თქვენ აუცილებლად მიხვდებით, რომ მის შექმნაზე დიზაინერების გუნდი მუშაობდა, რადგან კორპუსის ფასადი ყველასგან გამორჩეული და განსხვავებულია;

- ადგილმდებარეობა
ეკო-მეობრული ბინა არ უნდა იყოს ქალაქის ცენტრიდან მკვეთრად მოშორებულ ადგილას. იგი უნდა იყოს ცენტრთან ახლოს, თუმცა, ამავე დროს მყუდრო გარემოში;
- დიზაინი
ეკო-მეობრული ბინების მშენებლობისას უმაღლესი ხარისხის მასალა გამოიყენება, რომელიც ათწლეულების მანძილზე ინარჩუნებს თავის პირვანდელ იერს. მშენებლობის ყველა ეტაპზე ხდება ხარისხის კონტროლი - იქნება ეს შიდა ტიხრების ამოყვანის პროცესი, თუ გარე ფასადის მოპირკეთება. ყველა დეტალი უნდა შესრულდეს იდეალურად.

- კომფორტი
მაღალი ხარისხის ბინა უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ პირობებს. მაგალითად; ჭერის სიმაღლე არ უნდა იყოს 3 მეტრზე დაბალი, ბინის შიდა ტიხრები უნდა შეესაბამებოდეს მობინადრის მოთხოვნებს, კორპუსის ლიფტი, ლობი, სადარბაზო, ეზო, სატრენაჟორო დარბაზი, აუზი, პარკინგი და საცხოვრებელი კომპლექსის ყველა სხვა ელემენტი მორგებული უნდა იყოს მობინადრეების მოთხოვნებზე.

- მიმდებარე ტერიტორია
ეკოლოგიურად სუფთა და სრულიად უსაფრთხო ეზო, როგორც ბავშვებისთვის ასევე ოთხფეხა მეგობრებისთვის. სპორტდარბაზი და აუზი, რომელიც მეტი კომფორტისთვის განთავსებულია კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე. ტერიტორიის მოსაწყობად გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის, ბუნებრივი და გამძლე მასალები.
- უსაფრთხოება
გარე განათება, ვიდეო მეთვალყურეობა, უსაფრთხოების სამსახური, დაცული სადარბაზო და მიმდებარე ტერიტორია.

მაღალი ხარისხის ბინა მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა იყოს მობინადრეთა კომფორტზე.
"სხვა უბანი“ - დიდ დიღომში კომერციული ფართების ახალი სტანდარტი
დიდ დიღომში საცხოვრებელი სივრცე სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ "ალფა სახლის“ სხვა უბანი არ
რატომ უნდა იყიდოთ უძრავი ქონება ახლავე? - ფასების პროგნოზი და ბაზრის ტენდენციები
გაიგეთ, რატომ ღირს ბინის შეძენა ახლავე, როგორ იზრდება ფასები და როგორ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი თქვენი ინვესტიციით
სამშენებლო შეცდომები, რომლებსაც საქართველოში ყველაზე ხშირად უშვებენ
საქართველოში სამშენებლო სექტორი სწრაფად იზრდება, თუმცა ხშირად გვხვდება შეცდომები: არასწორი ბიუჯეტი, ნიადაგის კვლევის გამოტოვება, უხარისხო მასალები, ზედამხედველობის ნაკლებობა და საინჟინრო კომუნიკაციების პრობლემები
გამოყენე უნიკალური შანსი - დიდი ბინა, ხელმისაწვდომი ფასად
დიდი ბინა = მეტი თავისუფლება, მეტი კომფორტი, მეტი შესაძლებლობა!
როგორ იცვლება თბილისი? - უბნები, სადაც დღეს ინვესტიცია საუკეთესო გადაწყვეტილება
გლდანი - თბილისის ახალი საინვესტიციო ცენტრი. „ალფა სახლის“ გლდანი - მომავლის უბანი, სადაც ინვესტიცია იზრდება.