back-arrow
როგორ მოვაწყოთ ინტერიერი, როცა სახლში ოთხფეხა მეგობრები გვყავს
01.10.2021 გააზიარე: Facebook კატეგორია: ცხოვრების სტილი

როგორ მოვაწყოთ ინტერიერი, როცა სახლში ოთხფეხა მეგობრები გვყავს

შინაური ცხოველები პატარა ბავშვებივით არიან - ისინი ცვლიან არა მხოლოდ ოჯახის ცხოვრების ტემპს, არამედ სახლის ინტერიერსაც, რადგან მათ, როგორც ადამიანებს თავიანთ მოთხოვნილებები და საჭიროებები გააჩნიათ.
სახლში შინაური ცხოველების ყოლა ბევრი ნიუანსის გათვალისწინებას, მაღალ პასუხისმგებლობას და კომპრომისებზე წასვლას მოითხოვს.
მაშ ასე, როგორ მოვარგოთ თანამედროვე ინტერიერი ჩვენ ოთხფეხა მეგობრებს:

ადგილი ძილისთვის

ძაღლის დასაწოლი ადგილის განთავსება რომელიმე ოთახის კუთხეში ან დერეფანში მიზანშეწონილი. დააკვირდით სად უყვარს წოლა თქვენ მეგობარს  და სწორედ იქ  დაუდგით საწოლი. სპეციალური ლეიბი ან ხალიჩა. შეარჩიეთ ისინი არსებული ავეჯის ფერის და სტილის მიხედვით. თუ თქვენს ძაღლს უყვარს "სახლში" ყოფნა, მაშინ გაუკეთეთ მას პატარა საცხოვრებელი სახლი ყუთისგან ან პატარა საწოლის ტუმბოსგან.

გახსოვდეთ, რომ ოთხფეხა მეგობრის ადგილი არ უნდა იყოს  ორპირში და ასევე გამათბობელთან ახლოს.

კვების ორგანიზება

ცხოველების ჯამისთვის იდეალური ადგილია - სამზარეულო,  აბაზანა (თუ ის დიდია), დერეფანი ან თბილი აივანი. იატაკის საფარის დასაცავად საჭმელის ჯამის ქვეშ დააფინეთ რეზინის ხალიჩები. კარგია თუ სამზარეულოს დამზადებისას გაითვალისწინებთ თქვენ ოთხფეხა მეგობრებსაც  და კარადაში ჩასვამთ საჭმლის ჯამებს, ეს კარგი იდეაა ადგილის ეკონომიისთვის და მეტი სისუფთავისთვის. ამ შემთხვევაში, სტენდის სიმაღლე დამოკიდებული უნდა იყოს ძაღლის სიმაღლეზე. თქვენ საკვების შენახვაც იმავე კარადაში შეგიძლიათ. 

დასასვენებელი და სათამაშო ზონა კატისთვის

რა თქმა უნდა, შინაური ცხოველები სიამოვნებით დაისვენებენ   დივანზე ან სავარძელში, მაგრამ ეს საუკეთესო გამოსავალი არაა.  თქვენ მარტივად შეგიძლიათ მოაწყოთ კატისთვის  მყუდრო კუთხე ისე, რომ ამით არ დაარღვიოთ ინტერიერის სიმყუდროვე და დიზაინი.  თანამედროვე დიზაინერები ითვალისწინებენ კატების და მათი მფლობელების  საჭიროებებს და ქმნიან ლამაზი და თანამედროვე დიზაინის სახლებს, რომლებიც  ნებისმიერ  ინტერიერს მოუხდება. გარდა ამისა თქვენ თავადაც შეგიძლიათ ხის ლამაზი ღია თაროების დაკიდება. კატებს უყვართ ოთახში ყველაზე მაღალ ადგილზე ასვლა და იქიდან ყველასთვის თვალყურის დევნება.  

შინაური ცხოველების ჰიგიენა

შინაური ცხოველების ჰიგიენა ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია, რაზეც მფლობელებმა უნდა იფიქრონ ოთხფეხა მეგობრის სახლში მოყვანამდე.  ძაღლების შემთხვევაში ეს უფრო მარტივია, რადგან მათი უმრავლესობა თავიანთ მოთხოვნილებებს ეზოში იკმაყოფილებს, რაც შეეხება კატებს მათ ამისთვის სახლში სპეციალური ადგილის მოწყობა სჭირდებათ. კატის საპირფარეშო  შეიძლება მოეწყოს აბაზანაში, დერეფანში ან თბილ აივანზე. ის შეიძლება იყოს დახურული ან ღია. დღეს არსებობს უამრავი პროდუქტი, რომელიც თავიდან აგარიდებთ სპეციფიკურ სუნს და ნარჩენებს. 

იატაკის საფარის შერჩევა

თუ თქვენ რემონტამდე იცით გეყოლებათ თუ არა შინაური ცხოველი, მაშინ თავიდანვე გაითვალისწინეთ მათი ყოლის თავისებურებები და შეარჩიეთ ისეთი იატაკი, რომელიც მარტივად არ დაზიანდება.

​მოერიდეთ - ხისგან დამზადებულ იატაკს, რომელიც ლაქებით სწრაფად იფარება და ნებისმიერი ნაკაწრი ეტყობა. კარგია თუ არჩევანს : ლამინატის, ქვის ან კერამიკის იატაკის საფარზე შეაჩერებთ. 

ქსოვილების ასორტიმენტი

სახლში შინაური ცხოველის ყოლის დროს ყველგან გაფანტული კატის თუ ძაღლის ბეწვი - ნაცნობი პრობლემაა. ამიტომ ავეჯის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ქსოვილებს.  

მოერიდეთ: მატყლს, ხავერდს, აბრეშუმს და ველვეტს.  

არჩევანი გააკეთეთ: გობელენზე, ტყავზე და სინთეტიკურ ქსოვილებზე, რომლებიც ნაკლებად იკრავს ბეწვს.  ხალიჩის არჩევისას, უპირატესობა უნდა მიანიჭოთ დაბალბეწვიან ვარიანტებს. მათი მოვლა ბევრად მარტივი იქნება. 

ამ წესების გათვალისწინებით თქვენ და თქვენ  ოთხფეხა მეგობრებს სახლში სრული ჰარმონია გექნებათ. 

როგორ შევარჩიოთ კარგი ბინა

ბინის შეძენა ყველა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული მომენტია, რომელიც ძალიან ბევრი ასპექტის

გაახანგრძლივეთ ცხოვრება - სიარული და მისი სარგებელი ადამიანისთვის

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ჩვენ კომფორტულ გარემოს ვიქმნით, სადაც სულ უფრო ნაკლებად გვიწევს მოძრაობა.

ბინის რემონტის სწორი თანმიმდევრობა

პირველი რაც უნდა გააკეთოთ სამოქმედო გეგმის შედგენაა, რომელშიც ყველა ეტაპს ზედმიწევნით გაწერთ.

როგორ გახადოთ სახლი უფრო მყუდრო შემოდგომისთვის

მოდგომამ უკვე მტკიცედ განაც თავის მოსვლის შესახებ და შემოიტანა ცივი, სუსხიანი ამინდები.

როგორ მოვაწყოთ  ბინის შიდა სივრცე სწორად- 3 ოქროს წესი

სწორად დაპროექტებული ფართი ნიშნავს სივრცის კარგად დაგეგმარებას. ბინის ფართის ათვისება უნდა მოხდეს სრულად, მინიმალური დანაკარგებით.