სიახლეები
რატომ აირჩია 1600-მა ოჯახმა სხვა უბანი ?
როდესაც ჩვენი ოჯახისთვის ახალ სახლს ვეძებთ, მოთხოვნები იცვლება. ოთახების საჭირო რაოდენობასთან ერთად ვეძებთ სიმშვიდეს. გვინდა ადგილი, სადაც ბავშვები უსაფრთხოდ ითამაშებენ, ჩვენ კი ყოველდღიური სტრესისგან დავისვენებთ.
თუ იკითხავთ, რატომ დავარქვით ამ პროექტს „სხვა უბანი“? გეტყვით, რომ ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა სივრცე, სადაც სახლში დაბრუნება და ეზოში გასეირნება უბრალოდ გიხარია.
დილა საცობების გარეშე - სკოლა და ბაღი თქვენს ეზოში
გაიხსენეთ ტიპური დილა: მაღვიძარა, დილის საუზმე, ბავშვების მომზადება და მერე გაუთავებელი საცობი სკოლისკენ მიმავალ გზაზე, თან ამ დროს სამსახურშიც გაგვიანდებათ.
ახლა კი წარმოიდგინეთ სხვა რეალობა: იღვიძებთ მშვიდად, საუზმობთ და ბავშვები ფეხით მიდიან სკოლაში, რომელიც პირდაპირ თქვენს ეზოშია. მათ ქუჩის გადაკვეთა არ უწევთ და პარკის გავლით ხვდებიან სკოლაში. ეს ნიშნავს, რომ დღეში 1-2 საათს, რომელსაც საჭესთან კარგავდით, ახლა საკუთარ თავს და ოჯახს დაუთმობთ.
6 ჰექტარი სიმწვანე: ადგილი, სადაც ბავშვობას გაატარებენ
დღეს თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფუფუნება კარგი ეზოა. გინდათ, ბავშვმა ციფრულ გაჯეტებს თავი დაანებოს, მაგრამ სად გავიდეს სათამაშოდ? "სხვა უბანში“ მთელი 6 ჰექტარი, ფაქტობრივად მზიური პარკის ზომის ტერიტორია, მხოლოდ სიმწვანესა და დასვენებას ეთმობა. წარმოიდგინეთ უზარმაზარი მწვანე პარკი, სასეირნო ბილიკები და 4 დიდი სპორტული მოედანი პირდაპირ ფანჯრებთან. ბავშვები სუფთა ჰაერზე, დაცულად ითამაშებენ, თქვენ კი აივნიდან მშვიდად ადევნებთ თვალს.
"სხვა კარკასი“: რემონტი სტრესის გარეშე
ახალი ბინა ყველას უხარია, მაგრამ რემონტის ხსენებაზე ბევრს ხასიათი ეცვლება. მტვერი, ხელოსნების დევნა, მილების გაყვანა ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია და დიდ დროს მოითხოვს. ამიტომ, გადავწყვიტეთ ბინები „სხვა კარკასის“ მდგომარეობით ჩაგაბაროთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე რთული და „შავი“ სამუშაოები (გათბობის მილები, მოჭიმული იატაკი, გალესილი კედლები, დენი და სანტექნიკა) უკვე უმაღლესი ხარისხით არის გაკეთებული. თქვენ მხოლოდ კედლის ფერის და სასურველი ავეჯის შერჩევა გჭირდებათ.
გარემო, რომელიც უკვე 1600-ზე მეტმა ოჯახმა აირჩია
„სხვა უბანში“ ბინის ფასი კვადრატულ მეტრზე 905-დან იწყება, ამ ფასად საცხოვრებელ ადგილთან ერთად ყიდულობთ სიმშვიდეს და დროს.
როცა ახალ სახლს ეძებთ, ყოველთვის მნიშვნელოვანია, ვინ იქნებიან თქვენი მეზობლები. ამ პროექტს უკვე 1600-ზე მეტმა ოჯახმა ანდო თავისი მომავალი. ეს ნიშნავს, რომ აქ დაგხვდებათ ჯანსაღი და მეგობრული სამეზობლო, სადაც თქვენი შვილები თანატოლებთან ერთად უსაფრთხოდ გაიზრდებიან.
გადმოდგით ნაბიჯი უკეთესი ყოველდღიურობისკენ. დაგვიკავშირდით და ერთად ვნახოთ ადგილი, რომელსაც სახლს დაარქმევთ.
როგორ მუშაობს შიდა განვადება და როდის არის ის კარგი არჩევანი?
შიდა განვადება ბინის შეძენას უფრო მოქნილ და ეტაპობრივ პროცესად აქცევს. გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
რატომ ირჩევენ შეკვეთილს დასასვენებლად და საინვესტიციოდ?
ზღვისპირა მდებარეობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა და გაქირავების შესაძლებლობა - მიზეზები, რის გამოც შეკვეთილი ინვესტორებისთვის საინტერესო ხდება
ბინა შეკვეთილში: დასვენება, რომელსაც შემოსავალი მოაქვს
გაიგეთ, როგორ უნდა აქციოთ პირადი დასვენება სტაბილურ შემოსავლად და რატომ ხდება შეკვეთილი ზღვისპირეთის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება.
როგორ ვაქციოთ კომერციული ფართი პასიურ შემოსავლად?
ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა
რატომ არის შეკვეთილი დღეს საუკეთესო ადგილი ინვესტიციისთვის?
ნახეთ, რატომ გახდა შეკვეთილი ტურიზმისა და ჭკვიანური ინვესტიციების ახალი ეპიცენტრი