სიახლეები

5 რჩევა ბინის სწორად შესარჩევად
1. ფინანსური შესაძლებლობები და ფასი
ბინის შეძენა ნებისმიერ შემთხვევაში საპასუხისმგებლო საქმეა, ამიტომ ჯერ გონივრულად უნდა შეაფასოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები, რადგან ფასი ის დეტალია, რომელიც ძირითად გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღებაზე.
აუცილებლად გაარკვიეთ რა ღირს ბინები იმავე უბანში და 1 კვ.მ-ის ღირებულება დაიანგარიშეთ. აუცილებელია შეაფასოთ ადგილმდებარეობა, ხარისხი, პროექტის სხვადასხვა მახასიათებელი და დარწმუნდეს რომ ფასი სრულ შესაბამისობაშია ყველა კომპონენტთან. გაარკვიეთ რა განაპირობებს ამა თუ იმ პროექტებს შორის ფასის სხვაობას და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორები თქვენთვის, ღირს თუ არა მათ გამო მაღალი ფასის გადახდა?!
2. უბანი
ამ არჩევანსაც ძირითადად ჩვენი ფინანსური მდგომარეობა განაპირობებს ამიტომ როცა უკვე ვიცით რამდენის დახარჯვა შეგვიძლია დროა უბანი შევარჩიოთ. ეს უნდა გაკეთდეს მანამ, სანამ კონკრეტული ბინების დათვალიერებას დაიწყებთ.
დაიმახსოვრეთ, თქვენს ბინაში უამრავი რამის შეცვლა შეძლება, მაგრამ თქვენ ვერასდროს შეცვლით გარემოს, სადაც თქვენი ბინა იქნება. ამიტომ, თავიდანვე უნდა შეარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც სამომავლოდ კომფორტულად იცხოვრებთ. საუკეთესო ვარიანტია სამსახურთან ახლოს მდებარე სახლია, რომელიც ქალაქის ცენტრისგანაც არაა შორს და ამავდროულად, ეკოლოგიურად სუფთა გარემოშიც იქნება განთავსებული. ბევრი ეგუება ხმაურიან, გამონაბოლქვით სავსე ადგილას ცხოვრებისგან, მხოლოდ უბნის პრესტიჟულობის გამო. თუმცა, ეკოლოგიური პრობლემების გათვალისწინებით, დღეს პრესტიჟი და მოთხოვნა სწორედ ისეთ ადგილებს ენიჭებათ, სადაც სუფთა ჰაერი, სიმწვანე და დასასვენებელი, სასეირნო სივრცეებია მოწყობილი.
3. ინფრასტრუქტურა
კარგია თუ ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი ახლოს გექნებათ, მათი სიახლოვე დამოკიდებულია თქვენ საჭიროებებზე.
- მაღაზია/სავაჭრო ცენტრი
- აფთიაქი,
- ბანკი,
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები/მეტრო,
- პოლიკლინიკა,
- ბაღი,
- სკოლა.
ეს პრიორიტეტები უნდა შეთანხმდეს ოჯახის თითოეულ წევრთან, განსაკუთრებით კი მათთან, ვისაც მანქანა არ ჰყავს. მაგალითად: შვილებთან , რათა იცოდეთ, დაახლოებით რამდენ ხანში შეძლებენ ისინი სკოლაში, ან უნივერსიტეტში მისვლას.
4. ბინის ფართობი
ბინის შეძენამდე წარმოიდგინეთ როგორი იქნება ინტერიერი დასრულების შემდეგ ან როგორ შეცვლიდით ოთახების განლაგებას, ტიხრებს. ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია, კონსულტაციისთვის დიზაინერს მიმართოთ, აჩვენოთ ბინის პროექტი, გააცანით თქვენი შეხედულებები და გაარკვიეთ, რამდენად შეესაბამება შერჩეული ბინა თქვენ მოთხოვნებს. შიდა ტიხრების განლაგების არჩევანი პირადი გემოვნების და საჭიროებების საკითხია. დღეს დეველოპერული კომპანიები მომხმარებლების ნებისმიერ სურვილს ასრულებენ. გახსოვდეთ, რომ სახლი მაქსიმალურ კომფორტს უნდა გიქმნიდეთ.
5. ავტოსადგომი
თბილისში მანქანის გაჩერება უფრო და უფრო პრობლემური ხდება , ამასთან სხვადასხვა ქუჩებში პარკირების განსხვავებული წესები მოქმედებს. ამ ფაქტების გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია ავტოსადგომის არსებობა. იდეალურია, როცა სახლში დაბრუნებისას იცი, რომ აუცილებლად დაგხვდება ადგილი, სადაც მანქანას გააჩერებ. ამიტომ ამ საკითხზე ბინის შეძენის გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად უნდა იფიქროთ. ბინის არჩევისას შეამოწმეთ რამდენად მარტივად შეძლებთ მანქანის გაჩერებას.
გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში
ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის
საკუთარი სახლი კორპუსში - შესაძლებლობა, რომელსაც დუპლექსი გაძლევთ!
თუ თქვენ ეძებთ სახლს, რომელიც პასუხობს მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს, სწორედ დუპლექსი იქნება თქვენი არჩევანი
რატომ არის აუცილებელი ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია?
ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არის ნაბიჯი, რომელიც საკუთრებას უბრალო ქაღალდზე აღარ ტოვებს — არამედ მას რეალურ, დაცულ და სრულფასოვან აქტივად აქცევს.
რა არის ჭკვიანი სახლი და რატომ ხდება ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი?
ეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ტრენდი, არამედ თანამედროვე ცხოვრებაზე ადაპტირებული, პრაქტიკული გადაწყვეტაა
უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს — ალფა სახლის წარმატების მაგალითი
"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით