სიახლეები

imm Cologne 2022: ინტერიერის დიზაინის ექვსი მთავარი ტენდენცია
ავეჯის გამოფენა imm Cologne-მა გამოაცხადა მომავალი წლის ტენდენციები, რომლებიც ორიენტირებულია:მდგრადი ჭკვიანი და მრავალფუნქციური დიზაინისა და დეკორის გარშემო, რომელიც განსაზღვრავს სივრცეს.
მაშ ასე, გთავაზობთ ექვს ტენდენციას, რომელიც განსაზღვრავს სახლის ინტერიერის განვითარებას და ინოვაციებს.
სახლის დეკორი: სეზონიდან სეზონამდე
სახლში ცხოვრების ორგანიზება პიროვნების ნათელი გამოხატულებაა. ეს არის უწყვეტი პროცესია, რომელზეც გავლენას ახდენს არა იმდენად ტენდენციები, რამდენადაც ჩვენი პრეფერენციები, ცხოვრების წესი და ბუნებრივი - ანუ სეზონური ცვლილებები.
დეკორი გამოდის ერთგვარი კოლაჟი, იცვლება სეზონის და ბუნების აღქმის მიხედვით. რაც შეეხება ავეჯის ყიდვას, ის უნდა იყოს შეძენილი წინასწარ შერჩეული ინტერიერის სტილის შესაბამისად. კარგია თუ კედლებისა და ავეჯისთვის ნეიტრალურ ტონებს შეარჩევთ.
სახლი როგორც კომუნიკაცია
ციფრული სამყარო სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში - უკვე რამდენიმე წელია, რაც ჭკვიანი სისტემები ინტეგრირდება ჩვენ სახლებში. ტექნიკა ავეჯის განუყოფელი ნაწილი ხდება- განსაკუთრებით სამზარეულოში.
ინტერიერის დიზაინის და ჭკვიანი ტექნოლოგიების დახმარებით იქმნება გარემო რომელიც მთლიანად მორგებულია თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მაქსიმალურ კომფორტზე.
ასევე ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენბით ხდება რესურსების სწორი და რაციონალური მოხმარება, რაც კარგია როგორც თქვენთვის ასევე ეკოლოგიისთვისაც.
მრავალფუნქციური საცხოვრებელი
დღეს თანამედროვე დიზაინი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მცირე ფართობის ბინაშიც კი მაქსიმალური კომფორტი მივიღოთ.
მრავალფუნქციური ავეჯი, რომელიც გამოყენების დროს იცვლის ზომას და ფორმას განკუთვნილია მცირე ზომის სახლებისთვის. დღეს უკვე პატარა სივრცე აღარ ნიშნავს კომფორტზე უარის თქმას.
ბუნდოვანი საზღვრები
მომავლის სახლი- ეს არის სივრცე წაშლილი საზღვრებით.
ბარიერები ქრება არა მხოლოდ შიდა და გარე, არამედ საჯარო და კერძოს სივრცეებს შორის.
ფუნქციურად განსხვავებული ტერიტორიები ერწყმის ერთმანეთს - მისაღები და სამზარეულო, სასადილო და მისაღები ოთახი, სამუშაო ადგილი და საძინებელი, საძინებელი და აბაზანა.
კონკრეტული ფუნქციის მქონე ტერიტორიები ზონირებულია დეკორატიული ელემენტებით და ავეჯით, ისეთით როგორიცაა: ტიხრები ან მუდმივი ჩაშენებული ერთეულები- კოლონები, ხალიჩები, სხვადასხვა ფერები და მასალები მნიშვნელოვანი უბნებისთვის.
სივრცეების გაზიარება
ურბანული ცხოვრების წესი, დისტანციური მუშაობა და მოქნილი სამუშაო მოდელები ახალ საცხოვრებელ სივრცეებს ქმნის.
მოქნილი საცხოვრებელი სივრცის შექმნას მოითხოვს ფუნქციონალური და თანამედროვე დიზაინის ავეჯს, თამამ გადაწყვეტილებებს და სიახლეებისკენ სწრაფვის სურვილს. ყველაფერი, რაც გჭირდებათ თავს იყრის ერთიან სივრცეში.
ბუნებრივი ფუფუნება
დღეს კომფორტი ნამდვილ ფუფუნებად იქცა: ის ტრადიციული, კლასიკური და ორგანული დიზაინის სინონიმი ხდება.
დღეს კომფორტი და კლასიკა ეკოლოგიურად სუფთა დიზაინის კონცეფციის შესაქმნელად ერთიანდება.
ეკო სტილი დიზაინში ბუნებრივი მასალების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს. ეკოლოგიურად სუფთა მასალები ადვილად ერწყმის მაღალტექნოლოგიურ, მინიმალისტურ ან ნებისმიერი სხვა თანამედროვე სტილის კონცეფციას. მასში შემავალი ბუნებრივი მასალები და თანამედროვე ელექტრონიკა ჰარმონიულად ავსებს ერთმანეთს და თანამედროვე, კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის. ეკო სტილის ინტერიერი ადამიანებს ჰარმონიული განწყობის შექმნასა და დასვენებაში ეხმარება.
გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში
ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის
საკუთარი სახლი კორპუსში - შესაძლებლობა, რომელსაც დუპლექსი გაძლევთ!
თუ თქვენ ეძებთ სახლს, რომელიც პასუხობს მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს, სწორედ დუპლექსი იქნება თქვენი არჩევანი
რატომ არის აუცილებელი ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია?
ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არის ნაბიჯი, რომელიც საკუთრებას უბრალო ქაღალდზე აღარ ტოვებს — არამედ მას რეალურ, დაცულ და სრულფასოვან აქტივად აქცევს.
რა არის ჭკვიანი სახლი და რატომ ხდება ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი?
ეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ტრენდი, არამედ თანამედროვე ცხოვრებაზე ადაპტირებული, პრაქტიკული გადაწყვეტაა
უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს — ალფა სახლის წარმატების მაგალითი
"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით