სიახლეები
უძრავი ქონების ბაზარი 2023 წელი - რას უნდა ველოდეთ?
2022 წელს უძრავი ქონების ბაზარი მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან პოზიტიური ტენდენციებით ვითარდებოდა. მთავარი ინდიკატორი, როგორიცაა გაყიდვების სტატისტიკა, გაქირავების და გასაყიდი ფასი მკვეთრად გაიზარდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2023 წელს ბაზარზე მოსალოდნელია ფასების ზრდის ტენდენციის შენარჩუნება. პროგნოზით, ფასები 18%-ის ფარგლებში გაიზრდება, საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი კი მიგრანტების მხრიდან ბინების ყიდვაზე გაზრდილი მოთხოვნა იქნება. ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოდან საქართველოში დარჩენილი მიგრანტები უკვე აქტიურად დაიწყებენ ბინების ყიდვას. შედეგად, 2023 წლისთვის თბილისში გაყიდულ საცხოვრებელ ბინებში მიგრანტების წილი 10%-დან 12%-მდე გაიზრდება.
2022 წელს უძრავი ქონების გასაყიდ ფასზე მიგრაციის ეფექტს ირიბი გავლენა ჰქონდა. მიგრანტების მიერ ქირაზე გაზრდილმა მოთხოვნამ ბიძგი მისცა უფრო მეტ მოქალაქეს ეყიდა ბინა საცხოვრებლად და საინვესტიციოდ. ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, რამაც საცხოვრებელ ბინებზე ფასები გაზარდა. 2023 წელს ეს ეფექტი უკვე პირდაპირი იქნება. გამორიცხული არ არის საქართველოში დარჩენილი მიგრანტები უკვე ბინების დაქირავებიდან უძრავი ქონების ყიდვაზე გადავლენ, რაც დამატებით გაზრდის გასაყიდი ბინების ფასს. ეს გათვლები ეყრდნობა დაშვებებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში შემოსული მიგრანტების 75% თბილისში დასახლდა, ხოლო მიგრანტების 30% ქვეყანას 2023 წელს დატოვებს.
აღსანიშნავი ფაქტია, 2022 წელს ახალ პროექტებში ბინების შეძენა 10%-ით გაიზარდა, ძველ პროექტებში კი 2021 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით არის გაზრდილი.
სეგმენტების მიხედვით, თბილისში ახალაშენებულ პრექტებზე მოთხოვნა შედეგია:
- პრემიუმ სეგმენტის ბინებზე გაიზარდა 132%-ით;
- მედიუმ სეგმენტში 67%-იანი ზრდა დაფიქსირდა;
- ეკონომ სეგმენტში ბინების გაყიდვები 12%-ით შემცირდა.
განახლებული მიმოხილვით კი თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გაიზარდა:
- გარე უბნებში - 15%-ით;
- ფართო ცენტრში - 13%-ით;
- ქალაქის ცენტრში - 14%-ით.
გადახდები, ვადები, დოკუმენტები - ყველაფერი ერთ პანელში
ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენს ბინაზე ერთ სივრცეში
თანამედროვე სახანძრო სტანდარტები საქართველოში - ავტოსაშხეფი სისტემა და 41-ე დადგენილება
41-ე დადგენილება და ავტოსაშხეფი სისტემა – თქვენი ბინის უსაფრთხოების ყველაზე სანდო გარანტია
"სხვა უბანი“ - დიდ დიღომში კომერციული ფართების ახალი სტანდარტი
დიდ დიღომში საცხოვრებელი სივრცე სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ "ალფა სახლის“ სხვა უბანი არ
რატომ უნდა იყიდოთ უძრავი ქონება ახლავე? - ფასების პროგნოზი და ბაზრის ტენდენციები
გაიგეთ, რატომ ღირს ბინის შეძენა ახლავე, როგორ იზრდება ფასები და როგორ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი თქვენი ინვესტიციით
სამშენებლო შეცდომები, რომლებსაც საქართველოში ყველაზე ხშირად უშვებენ
არასწორი ბიუჯეტი, ნიადაგის კვლევის გამოტოვება, უხარისხო მასალები, ზედამხედველობის ნაკლებობა და საინჟინრო კომუნიკაციების პრობლემები