სიახლეები
საცხოვრებელი კომპლექსის უპირატესობები
სახლის შეძენა ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. კერძო სახლი თუ ბინა საცხოვრებელ კორპუსში? ნებისმიერ ვარიანტს გააჩნია საკუთარი, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. თუმცა, დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება დახურული ტიპის კომპლექსები, რომლებიც ერთ სივრცეში აერთიანებენ ყველა იმ საჭირო ინფრასტრუქტურას, რომელიც თანამედროვე ადამიანს სჭირდება.

მწვანე გარემო
საცხოვრებელ უბნებში მწვანე გარემო მთავარი უპირატესობაა, ინტენსიური მოძრაობისგან და გამონაბოლქვისაგან თავისუფალი უბანი ბევრად ჯანსაღია, ვიდრე ქალაქის ცენტრში მდგომი საცხოვრებელი კორპუსი.
დაცულობა
დახურულ საცხოვრებელ უბნებს აქვთ კონტროლირებადი შესასვლელი და გასასვლელი წერტილები, ასეთ ტერიტორიაზე ძირითადად ადგილობრივ მაცხოვრებლებს და წინასწარ შეთანხმებულ სტუმრებს შეუძლიათ შესვლა. მსგავს უბნებში ასევე გვხვდება დაცვა (24/7-ზე) რაც მაცხოვრებლებს დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ინფრასტრუქტურა
დახურული საცხოვრებელი უბნის ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურაზე წვდომაა. სტადიონები, სპორტული მოედნები, საბავშვო სივრცეები, ველობილიკი. მსგავსი ტიპის კომპლექსებში თავმოყრილია ყველა ის ობიექტი, რომელიც ყოველდღიურად გჭირდებათ.
იდეალური გარემო ოჯახისთვის
ასეთ უბნებში განსაკუთრებით კომფორტულად თავს ბავშვებიანი ოჯახები გრძნობენ. როდესაც ყველაფერი ერთ სივრცეში გაქვთ მშვიდად შეგიძლიათ გაუშვათ ბავშვები გარეთ სათამაშოდ და არ ინერვიულოთ მათ უსაფრთხოებაზე. თქვენ სახლიდანვე შეგიძლიათ ადევნოთ თვალი თქვენს შვილს, რომელიც მეგობრებთან ერთად კორპუსისი წინ მდებარე სტადიონზე თამაშობს.

დაიწყეთ ყოველი დღე მყუდრო და კომფორტულ გარემოში, სადაც თქვენი ოჯახის თითოეული წევრი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. გამწვანებული ეზო, ველო ბილიკები, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები და უბნის მაცხოვრებელთა საჭიროებებზე გათვლილი სხვადასხვა სამომხმარებლო ობიექტი.
ალფა სახლი 2025 - გაყიდვების ზრდა და მომხმარებელთა ნდობის ახალი სტანდარტი
2025 წლის წარმატებული გაყიდვები და მაღალი სტანდარტი
რატომ უნდა აირჩიო დიდი ბინა? - "ალფა სახლის" შეთავაზება მხოლოდ 31 დეკემბრამდე
აირჩიე დიდი ბინა ალფა სახლში და მიიღე 25-30 კვ.მ საჩუქრად
გადახდები, ვადები, დოკუმენტები - ყველაფერი ერთ პანელში
ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენს ბინაზე ერთ სივრცეში
თანამედროვე სახანძრო სტანდარტები საქართველოში - ავტოსაშხეფი სისტემა და 41-ე დადგენილება
41-ე დადგენილება და ავტოსაშხეფი სისტემა – თქვენი ბინის უსაფრთხოების ყველაზე სანდო გარანტია
"სხვა უბანი“ - დიდ დიღომში კომერციული ფართების ახალი სტანდარტი
დიდ დიღომში საცხოვრებელი სივრცე სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ "ალფა სახლის“ სხვა უბანი არ