სიახლეები
როგორ ჩავდოთ ინვესტიცია უძრავ ქონებაში?
საქართველოში ინვესტირების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ და შედარებით მარტივ საშუალებად უძრავ ქონებაში ინვესტირება ითვლება. ეს არის კაპიტალი რომელსაც მესაკუთრისთვის ყოველთვის მოგება მოაქვს, თუკი მას სწორად გამოიყენებს.
ინვესტიციის ჩადება ბინასა თუ მიწის ნაკვეთში ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმამდე საჭიროა შეაფასოთ ყველა რისკი და ნიუანსი, რომელიც ამ პროცესს ახლავს თან.
ინვესტიცია, შეიძლება რამდენიმე სახის იყოს და ის დამოკიდებულია, როგორც საინვესტიციო ობიექტზე, ასევე თქვენს მიზნებზე.
ეს შეიძლება იყოს:
- საცხოვრებელი სახლის შეძენა, რომელიც, შეგიძლია გააქირაოთ ან გადაყიდოთ;
- კომერციული ფართი - ოფისი, სავაჭრო სივრცე ან საწყობი, რომელიც ასევე შეგიძლიათ გააქირაოთ;
- მშენებარე ობიექტის შეძენა - თქვენ მშენებლობის საწყის ეტაპზე ყიდულობთ კომერციულ ან საცხოვრებელ ფართს, ხოლო შემდეგ (პროექტის დასრულებისას) ბევრად მაღალ ფასად ყიდით მას.

იმისთვის, რომ შეძენილი უძრავი ქონება მესაკუთრეს მოგების სახით დაუბრუნდეს, მან უნდა გაითვალისწინოს რიგი ნიუანსები, რომლებიც გავლენას ახდენენ, როგორ უძრავი ქონების არსებულ ასევე მის მომავალ ფასზე.
უძრავი ქონების ტიპისა და თქვენ მიზნებთან ერთად ასევე უნდა გაითვალისწინოთ: მშენებლობის ხარისხი, ადგილი და შერჩეული ტერიტორიის, როგორც არსებული ასევე სამომავლო პერსპექტივა და ინფრასტრუქტურა.
ინვესტიციის განხორციელება ინფრასტრუქტურულად განვითარებულ ქალაქებში აჯობებს, მაგალითად თბილისსა და ბათუმში (ასევე სხვა საკურორტო რეგიონებში), სადაც ცხოვრების ხარისხი და განვითარება ორჯერ მაინც აღემატება საქართველოს დანარჩენ დასახლებულ პუნქტებს.
თუ არჩევანს დედაქალაქზე გააკეთებთ აქაც უმჯობესია ფართი იმ უბნებში შეიძინოთ, სადაც ინფრასტრუქტურა კარგადაა განვითარებული, ან აირჩიოთ უბანი, რომელიც მომავალში ბევრად პერსპექტიული იქნება, ეს საშუალებას მოგცემთ უფრო ნაკლები დანახარჯით მეტი შემოსავალი მიიღოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ქონებას მშენებლობის საწყის ეტაპზე შეიძენთ.

ინვესტიციის განხორციელებამდე გახსოვდეთ - იმისთვის, რომ უძრავი ქონება მოგების წყაროდ იქცეს, თავდაპირველად საკმაოდ დიდი ფინანსური და დროის რესურსისა თუ შრომის გაღება მოგიწევთ.
შეარჩიეთ სანდო დეველოპერული კომპანია, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და დასრულებული პროექტები. გაარკვიეთ რა ღირდა მათი მშენებლობა საწყის ეტაპზე და მშენებლობის დასრულების შემდეგ. ეს საშუალებას მოგცემთ უფრო ზუსტად გაიგოთ, რამდენი თანხით რამდენის მოგებას შეძლებთ.
მაღალი სართული - მითები უსაფრთხოებაზე და რეალური უპირატესობები
მაღალი სართული - გაიგეთ, რატომ არის სიმაღლე თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი: სუფთა ჰაერი, მეტი სინათლე და გარანტირებული უსაფრთხოება.
სისუფთავე და შინაური ცხოველები - რეალური რჩევები კომფორტული თანაცხოვრებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე და სიმყუდროვე სახლში, როცა ოთხფეხა მეგობარი გვყავს?
სააღდგომო სამზადისი - როგორ შევქმნათ სადღესასწაულო სიმყუდროვე სახლში?
აღდგომა მხოლოდ თარიღი არ არის - ეს სახლისა და სულის განახლების დღესასწაულია.
ალფა სახლი 2025 - გაყიდვების ზრდა და მომხმარებელთა ნდობის ახალი სტანდარტი
2025 წლის წარმატებული გაყიდვები და მაღალი სტანდარტი
რატომ უნდა აირჩიო დიდი ბინა? - "ალფა სახლის" შეთავაზება მხოლოდ 31 დეკემბრამდე
აირჩიე დიდი ბინა ალფა სახლში და მიიღე 25-30 კვ.მ საჩუქრად