სიახლეები

შეცდომები ინტერიერის მოწყობისას...
მასიური ავეჯი
მაშინაც კი თუ არ დგავთ ბევრ ავეჯს თქვენ მაინც მოგიწევთ სასადილო მაგიდის და დივანის დადგმა, ამიტომ თუ ეს ავეჯი მასიური იქნება ტყუილად დაკარგავთ ადგილს. იმისთვის,რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ სულაც არ არის საჭირო მასიური ავეჯის შეძენა. იყიდეთ შუშის მაგიდა და მსუბუქი სკამები ისინი საკმაოდ მოხერხებულია და თან არ გადატვირთავენ ინტერიერს.
ფარდები ფანჯრებზე
ჩვენ მიჩვეულები ვართ ფანჯერბზე დიდი, მძიმე ფარდების დაკიდებას, რის გამოც მცირე ზომის ბინა ზედმეტად გადაიტვირთება. ამიტომ პატარა ოთახებში სადაც ყოველ სანტიმეტრს აქვს მნიშვნელობა უმჯობესია თუ თხელ ჟალუზებს ან რომაულ ფარდებს გამოიყენებთ.
ბუნებრივი განათების სიმცირე
რაც უფრო ბნელია ოთახი მით უფრო პატარა ჩანს ის — ეს აქსიომაა. თუ თქვენი ოთახის ფანჯრები ჩრდილიან მხარესაა მაშინ დაკიდეთ ოთახში სარკე და ის მცირე შუქიც კი აირეკლავს, რაც ოთახში მეტ სინათლეს შემოიტანს.
ბევრი ფერები
თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული,რომ შეძლებთ ფერების ჰარმონიულ შეხამებას, მაშინ არ გამოიყენოთ სამ ფერზე მეტი. ამასთან ძირითადი ფერი უნდა იკავებდეს ოთახის მთლიანი ფართობის 60 %.
თეთრი, თეთრი, თეთრი
ყველამ იცის,რომ თეთრი ფერი მოცულობას მატებს. ამიტომ პატარა სახლებს ხშირად ღებავენ თეთრად. თუმცა ის ინტერიერს ხდის უღიმღამოს და საბოლოოდ სივრცესაც აკარგვინებს. ამიტომ ეცადეთ კედლები შეღებოთ არა თეთრად, არამედ სხვა ღია ფრად (ღია ნაცრისფერი ან სპილოსძვლისფერი).
ზედმეტი დეკორი სამზარეულოში
მიუხედავად იმისა,რომ სამზარეულო მრავალფუნქციურ ოთახად ითვლება მაინც არ ღირს მისი გადატვირთვა. სამზარეულოს დეკორის ელემენტებით შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭურჭელი და ფერადი ტილოები.
ვერტიკალის არ გამოყენება
ავეჯის განლაგებისას ბევრს ავიწყდება სივრცე,რომელიც ავეჯის ზედა ნაწილში რჩება. შეეცადეთ განთავსოთ ავეჯი "ვერტიკალურად": მაგალითად დადგით საწოლი,რომელსაც დაბლა საწერი მაგიდა აქვს. ასევე მაღალჭერიანი ბინის არსებობის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გაყოთ ის ორად და ზედა სართულზე მოაწყოთ საძინებელი ან სამუშაო ადგილი.
ღია თაროები
ღია სივრცე - დიდი სივრცე -ეს არ შეესაბამება სიმართლეს.ღია თაროები შეიძლება ლამაზი იყოს ჟურნალებში მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ისინი მალე იქცევა არა საჭირო ნივთების შენახვის ადგილად (განსაკუთრებით ეს ეხება სამზარეულოს). ჩაანაცვლეთ ღია თაროები დახურული ერთი ფერის დასაკიდი კარადებით.
დიდი ბინა დიდ დიღომში მხოლოდ 5 დღით - კვ.მ 905$!
დიდი ბინები დიდ დიღომში - მხოლოდ 5 დღით! „ალფა სახლი“ გთავაზობთ 2-3 საძინებლიან ბინებს კვ.მ 905$-ად, შიდა უპროცენტო განვადებით.
2 დაუჯერებელი ამბავი “ალფა სახლისგან” მოიგე ბინა Youtube-ზე! - შეიძინე ბინა დღეში 36 ლარად!
ალფა სახლი“ - პირველი ბინის გათამაშება YouTube-ზე + ბინის შეძენა დღეში მხოლოდ 36 ლარად.
ბინის შეძენა ოჯახთან ერთად - მარტივი, სანდო, გრძელვადიანი ინვესტიცია
ბინის შეძენა ოჯახთან - გონივრული ფინანსური ნაბიჯი და სტრატეგიული ინვესტიცია.
უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობა საქართველოში - ფაქტები და ტენდენციები
უძრავი ქონება საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და მომგებიანი არჩევანია
პირველი ბინის შეძენა - რა უნდა იცოდეს ახალბედა მყიდველმა?
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენისას თითოეულ მაცხოვრებელს ვალდებულებები აქვს საერთო სივრცეების მოვლასა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.