სიახლეები
რა უპირატესობები აქვს დასრულებულ პროექტში ბინის შეძენას?
ბინის შეძენა მნიშვნელოვანი მოვლენაა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში – ახალი ბინა ნიშნავს ახალ გარემოს და რაც მთავარია, უფრო კომფორტულ, სასიამოვნო სიტუაციაში ცხოვრებას.
ბინის შეძენის გადაწყვეტილების მიღებისას ხშირ შემთხვევაში ვდგებით არჩევანის წინაშე, რომელიც უფრო ხელსაყრელია ჩვენთვის, შევიძინოთ ბინა დასრულებულ თუ მშენებარე კორპუსში. ამ საკითხზე მუდმივად არსებობს კითხვის ნიშნები და გადაწყვეტილების მიღების სირთულე, რადგან ორივე მხარეს აქვს პლუსები.

დღეს ჩვენ დაგეხმარებით გაერკვეთ, თუ რატომ უნდა შეიძინოთ ბინა დასრულებულ კორპუსში.
ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია დღესდღეობით დრო, შესაბამისად თუ თქვენ ბინის შეძენა რაც შეიძლება სწრაფად გსურთ, დასრულებული პროექტის ბინები დროის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა.
თქვენ შეგიძლიათ დაუყოვნებლივ გადახვიდეთ საცხოვრებლად და მოიწყოთ კომფორტული სივრცე, დაიწყოთ რემონტი და ავეჯის ახალ სახლში შეტანა, მოლოდინის რეჟიმის გარეშე.
ზუსტად იცით რას ყიდულობთ და რაში აინვესტირებთ ფულად სახსრებს.

არ გაქვთ რაიმე ეჭვი ან გაურკვევლობა, თუ როგორი ტიპის და სტილის იქნება გარე ფასადი ან შიდა დაგეგმარება, პროექტის ყველა დეტალი ნათლად ჩანს.
დასრულებულ პროექტებში ბინის შეძენისას იცით, რომ შენობის გეგმებში ცვლილებები არ შევა.
ბანკთან ურთიერთობა გაცილებით იოილია, რადგან დასრულებული პროექტის იპოთეკური სესხით დატვირთვა უფრო მარტივია.
თუ ყიდულობთ ბინას ინვესტიციის სახით, შეგიძლიათ სწრაფად დაიწყოთ შემოსავლის გამომუშავება ბინის გაქირავებისას და არ ელოდოთ რამდენიმე წელი მშენებლობის დასრულებას.

თქვენ არ მოგიწევთ ხმაურთან, მტვერსა და დისკომფორტთან გამკლავება, რომელიც დაკავშირებულია მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან, რაც თავიდანვე უფრო კომფორტულს გახდის თქვენს ცხოვრებას.
დასრულებულ პროექტებში საცხოვრებლის კომპლექსში სამეზობლო უკვე შეკრული და აქტიურია. თქვენ შეძლებთ გახდეთ ამ საზოგადოების ნაწილი, რაც ქმნის სოციალურ კავშირებს, მეგობრულ და თბილ გარემოს.
რატომ არის კომერციული ფართი გონივრული ინვესტიცია?
ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე მყარი გზა და რა შესაძლებლობებს გთავაზობთ "ალფა სახლის“ მასშტაბური პროექტი
რატომ არის შეკვეთილი დღეს საუკეთესო ადგილი ინვესტიციისთვის?
ნახეთ, რატომ გახდა შეკვეთილი ტურიზმისა და ჭკვიანური ინვესტიციების ახალი ეპიცენტრი
მაღალი სართული - მითები უსაფრთხოებაზე და რეალური უპირატესობები
მაღალი სართული - გაიგეთ, რატომ არის სიმაღლე თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი: სუფთა ჰაერი, მეტი სინათლე და გარანტირებული უსაფრთხოება.
სისუფთავე და შინაური ცხოველები - რეალური რჩევები კომფორტული თანაცხოვრებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე და სიმყუდროვე სახლში, როცა ოთხფეხა მეგობარი გვყავს?
სააღდგომო სამზადისი - როგორ შევქმნათ სადღესასწაულო სიმყუდროვე სახლში?
აღდგომა მხოლოდ თარიღი არ არის - ეს სახლისა და სულის განახლების დღესასწაულია.