სიახლეები
დიზაინერული რჩევები, რომელიც თქვენ სახლს მეტ სიმყუდროვეს შესძენს!
მცენარეები მოათავსეთ ოთახის კუთხეში

თუ თქვენ ოთახში გაქვთ ცარიელი კუთხე, თამამად შეგიძლიათ იქ თქვენთვის საყვარელი მცენარის დადგმა. კარგია თუ მცენარე დიდი იქნება ამით ის უფრო მეტად ჩაჯდება ინტერიერის დიზაინში. შეარჩიეთ ისეთი მცენარეები,რომლებიც ნაკლებ მოვლას საჭიროებენ მაგალითად ფიკუსი ან მონსტერა. თუ ფენშუის დაუჯერებთ ყველაზე კარგი არჩევანი ბამბუკის დადგმაა - ის აუმჯობესებს სახლის ატმოსფეროს.
გამოიყენეთ წიგნები დეკორისთვის

წიგნები მარტო საკითხავად როდია. ხანდახან მათ შეუძლიათ გარკვეული დიზაინერული პრობლემების გადაჭრა. თქვენ შეგიძლიათ რამოდენიმე წიგნზე მცენარის, ქანდაკების ან ნებისმიერი დეკორის ელემენტის განთავსება. ლამაზი გარეკანის მქონე წიგნები გაალამაზებს თქვენ თაროებს, ისინი მოსაწყენ ავეჯსაც კი გამოაცოცხლებენ.
შეუცვალეთ ადგილი სურათს

ბევრი ჩვენგანი მიჩვეულია იმ ფაქტს, რომ სურათი აუცილებლად შუაში უნდა ეკიდოს. მაგრამ ეს თქვენს სახლს ერთფეროვანს ხდის. მიმოიხედეთ: ოთახის ცენტრში დაკიდებული სურათები მოსაწყენად გამოიყურება, ამის გამოსწორება კი საკმაოდ ადვილია უბრალოდ დაკიდეთ სურათი ან ნახატი ცენტრისგან მოშორებით და უფრო დაბლა ვიდრე აქამდე კიდებდით. ასიმეტრიულობა დიზაინს უფრო თანამედროვე იერს შესძენს.
არ შეგეშინდეთ გამჭირვალე ნივთების

ხშირად ტრადიციული ინტერიერი, მძიმე ავეჯით მოსაწყენად გამოიყურება. ამის გამოსასწორებლად გამოიყენეთ გამჭირვალე ნივთები და ავეჯი. მსგავსი ნივთების კონტრასტი გააუმჯობესებს და გამოაცოცხლებს ინტერიერს.
გაიხსენეთ თქვენი საყვარელი ფერი

უდავოა ის ფაქტი, რომ საყვარელი ფერი ყველას გვაქვს. რატომ არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი მასზე ინტერიერის მოწყობისას? არ მოგერიდოთ მისი გამოყენება და ინტერიერში ამ ფერის სხვადასხვა ნივთების შეტანა. ინტერიერში, სადაც თქვენი საყვარელი ფერია თავს ბევრად უფრო კომფორტულად და მოდუნებულად გრძნობთ.
შეიტანეთ ინტერიერში ცოტაოდენი დაუდევრობა

ხშირად გამოიყენეთ პლედი ინტერიერში — ისინი მას სიმყუდროვეს მატებენ. დაივიწყეთ შინაგანი პერფექციონიზმი: არ დაიცვათ სიმეტრია მიმოფანტეთ დეკორის ზოგიერთი ნივთი ინრერიერში დაუდევრად.
იყიდეთ ფერადი ბალიშები

ყველაზე მარტივი გზა ინტერიერის გასანახლებლად. აირჩიეთ კონტრასტული და ღია ფერები. იგივე ეხება სახლში არსებულ ყველა ტექსტილს: ფარდებს, გადასაფარებლებს და ხალიჩებს.
გამოიყენეთ საახალწლო განათებები

არააქვს მნიშვნელობა წელიწადის რომელი დროა. გამოიყენეთ საახალწლო განათება საძინებლის საწოლის ან მისაღებში კარადების გასაფორმებლად. ამ მარტივი ხრიკის საშუალებით რამდენიმე წუთში შეგიძლიათ შექმნათ სადღესასწაულო ატმოსფერო ბინაში.
ურბანული ევოლუცია - რატომ ამბობს თბილისი უარს ტრადიციულ კორპუსებზე და ირჩევს "სხვა უბანს“?
დაზოგე დრო და ნერვები "სხვა უბანში“ - სრულად მზა კომუნიკაციები, მოწესრიგებული ლობი და ინფრასტრუქტურა, რომელიც შენს ყოველდღიურობას ამარტივებს.
რატომ არის კომერციული ფართი გონივრული ინვესტიცია?
ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა
რატომ არის შეკვეთილი დღეს საუკეთესო ადგილი ინვესტიციისთვის?
ნახეთ, რატომ გახდა შეკვეთილი ტურიზმისა და ჭკვიანური ინვესტიციების ახალი ეპიცენტრი
მაღალი სართული - მითები უსაფრთხოებაზე და რეალური უპირატესობები
მაღალი სართული - გაიგეთ, რატომ არის სიმაღლე თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი: სუფთა ჰაერი, მეტი სინათლე და გარანტირებული უსაფრთხოება.
სისუფთავე და შინაური ცხოველები - რეალური რჩევები კომფორტული თანაცხოვრებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე და სიმყუდროვე სახლში, როცა ოთხფეხა მეგობარი გვყავს?