სიახლეები
ქალაქი ქალაქში - საძილე რაიონიდან, უმსხვილეს უბნამდე
ქალაქი ქალაქში - ასე მოიხსენიებენ დღეს უბანს თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, რომლის მოსახლეობაც 200,000-ს შეადგენს. გლდანი 10 მიკრორაიონს და რამდენიმე დასახლებას მოიცავს. მისი ზედმეტსახელი სრულიად სამართლიანია, რადგან ამ უბნიდან გაუსვლელად შეგიძლია ყველაფერზე მიგიწვდებოდეს ხელი. გლდანის რაიონის (დაარსდა 1979 წელს) ორი მეტროსადგური ემსახურება - ახმეტელისა და სარაჯიშვილის.
დღეს უბანი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, რომელშიც მიმდინარე წელს ათასობით ბინა გაიყიდა. უძრავი ქონების ფასი კი ცენტრალური უბნების ღირებულებას უახლოვდება.
გლდანის მასივის მშენებლობა, 1981 წელი
გლდანი ყოველთვის ასე მოთხოვნადი ნამდვილად არ იყო. მისი ისტორია 1968 წელს იწყება, როდესაც ქალაქის კომუნისტურმა ხელისუფლებამ ახალგაზრდა არქიტექტორ თემურ ბოჭორიშვილს უბნის პროექტის მომზადება დაავალა. მას შემდეგ რაც მოსკოვმა თანხმობა გასცა ექსპერიმენტულ პროექტზე, 1969 წელს მშენებლობა დაიწყო. 1971 წლიდან კი პირველი კორპუსებში ახალი მაცხოვრებლების გადასვლა დაიწყო.
იმ პერიოდში გარეუბნებში მასობრივად შენდება ახალი მასივები, რომელთაც საძილე რაიონად მოიხსენიებდნენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გლდანი ორგინალურად დაგეგმარდა - 2.5 კილომეტრიანი საზოგადოებრივი ხაზის გარშემო კენტ და ლუწ მიკრორაიონებად. შუა ნაწილში მოეწყო სავაჭრო-საზოგადოებრივი ობიექტები.
უბნის პოპულარობას დღეს მისი გამართული ინფრასტრუქტურა განაპირობებს. ის კომფორტულია ყველა სოციალური ჯგუფისთვის. წარსულს ჩაბარდა წარმოდგენა გარეუბანში ცხოვრების არაპრაქტიკულობის შესახებ.
ალფა-გლდანი, მ/ს სარაჯიშვილის მიმდებარედ
„საკუთარი ჭერი ყველას“ - ამ მესიჯით გამოდის სამშენებლო კომპანია „ალფა სახლი“, რომელიც გლდანში, მ/ს სარაჯიშვილთან მასშტაბურ პროექტს გთავაზობთ. მინიმალური ფართი 27 კვ.მ.-დან, კვადრატული მეტრის ღირებულება კი 795-დან! ორი 26 სართულიანი კორპუსისგან შემდგარი პროექტი დასრულების შემდეგ გლდანში ყველაზე მაღალი იქნება! დრო ცოტაა, გამოიყენა შანსი გქონდეს „საკუთარი ჭერი“!
კორპუსის მოვლა-პატრონობა - რა როლი აქვს სერვის კომპანიებს?
სერვის კომპანიები, რომლებიც შენობის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე ინფრასტრუქტურისთვის
თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა - უკანასკნელი 2 კვარტლის მონაცემები
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი 2024 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე ვითარდება
რა უნდა ვიცოდეთ ახალაშენებულ კორპუსში გადასვლამდე?
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც საფუძვლიან ანალიზსა და ყურადღებას მოითხოვს
თბილისის მოთხოვნადი უბნები, სადაც ბინის შეძენაზე უნდა იფიქრო
უბნები, სადაც ინვესტიცია თქვენი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება!
მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტიდან უნიკალურ კურორტამდე - შეკვეთილის ისტორია
პატარა დასახლების დიდი წარსული...