სიახლეები
როგორ ვაქციოთ აივანი სახლში ყველაზე მყუდრო ადგილად?!
ღია თუ დახურული?
სპეციალისტები ამბობენ, რომ პატარა დახურული აივნისთვის ყველაზე კარგი ვარიანტებია:
- პატარა ზომის სათავსოების კიბეების მსგავსად განთავსება, ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი დასაჯდომათაც სათავსოებადაც და მაგიდადაც კი.
- დასასვენებელი ან საძინებელი ადგილის გონივრული ორგანიზებით თქვენ შეგიძლიათ აივანი აქციოთ სახლში ყველაზე მყუდრო ადგილად.
- გამოიყენეთ ჩამოსაკიდი ჰამაკი ან სავარძელი.
- სამუშაო ადგილის ორგანიზიება.

პატარა ღია აივანი საშუალებას გაძლევთ შექმნათ მყუდრო ევროპული სტილი, რომლის შექმნაც ძალიან მარტივია თუ სწორ მასალას გამოიყენებთ.
ამ სტილის შესაქმნელად დაგჭირდებათ:
- სტილი «კაფე ერთი მაგიდაზე»
- ჩამოკიდებული მაგიდები
- პერიმეტზე მცენარეების გაყოლება, რომლებიც შექმნიან ბუნებრივ ღობეს
- დეკორატიული შირმები ზონების გამოსაყოფად
- ფარდები და ჩარდახები

როგორ მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი მცირე სივრცეში

გამოიყენეთ:
- დაკიდული, მოძრავი ავეჯი: გადასატანი მაგიდები, რომლებიც შეგიძლიათ მოაჯირზე დაკიდოთ, ჩამოსაკიდი სავარძლები და ჰამაკები. თუ თქვენ გაქვთ ღია აივანი, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ყველა ავეჯი უნდა იყოს განთავსებული მოაჯირზე დაბლა. დაიცავით უსაფრთხოების ეს წესი მიუხედავად იმისა თუ ავეჯის განსხვავებული განლაგებაც უსაფრთხოდ გეჩვენებათ.
- ფანჯრის რაფა, რომელსაც ადვილად შეუძლია შეცვალოს მაგიდა ან თარო.
- ჩამოსაკიდი და გადასაკიდი ქოთნები ყვავილებისთვის.

განათება,რომელიც შესძენს ინტერიერს სიმყუდროვეს
სინათლის წყარო აივანზე — ეს არის მშვენიერი საშუალება მყუდრო გარემოს შესაქმნელად. განათების სწორად და ეფექტურად დასაყენებლად მიაქციეთ ყურადღება შემდეგ ასპექტებს:
- გამოიყენეთ განათება, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მზის ენერგიით იტენება და შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში ანათებს აივანს.
- საახალწლო განათებები, რომელთა გამოყენებაც წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ყველაზე პოპულარულია—სხვადასხვა ფერის ბურთულები: რომლებიც დილითაც ალამაზებს თქვენ აივანს.
- ხელოვნური სანთლები
- მომცრო ზომის ბაღის სანათები
- მნათობი დეკორატიული ფიგურები

ყვავილები
ყვევილები ინტერიერში ძალიან მნიშვნელოვანია! მათი მეშვეობით თქვენ შემოგაქვთ არა მარტო სიმყუდროვე, არამედ ისინი საშუალებას გაძლევენ დაყოთ აივანი ზონებად.
ყვავილებს შეუძლიათ:
- შექმნან ბუნებრივი ტიხარი, თუ თქვენ აივანზე გაქვთ სპეციალური კედელი მათ დასამაგრებლად მაშინ განათავსეთ იქ სწრაფად მზარდი მცენარები, ასევე თქვენ შეგიძლიათ ამისთვის გამოიყენოთ მოაჯირებიც. არსებობს მცენარეები,რომლებიც იზრდებიან დაბლიდან მაღლა და პირიქით, ამიტომ კედლის შემთხვევაში თქვენ უნდა გამოიყენოთ მცენერეები, რომლებიც ზრდისას დაბლიდან მაღლა ცოცდებიან ხოლო მოაჯირებისთვის იყიდოთ გადასაკიდი ქოთნები და დაკიდოთ მცენარეები,რომლებიც ზრდისას დაბლა მიდიან
- ქალაქში ცხოვრებისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარეებს, რადგან ისინი ქმნიან ჯანსაღ გარემოს
- გააკეთეთ დეკორატიული კედელი.

დასვენება და დამატებითი შემოსავალი - რატომ უნდა შეიძინოთ უძრავი ქონება შეკვეთილში
ინვესტიცია შეკვეთილში - გრძელვადიანი ფინანსური სარგებელი და უალტერნატივო ცხოვრების ხარისხი.
ურბანული ევოლუცია - რატომ ამბობს თბილისი უარს ტრადიციულ კორპუსებზე და ირჩევს "სხვა უბანს“?
დაზოგე დრო და ნერვები "სხვა უბანში“ - სრულად მზა კომუნიკაციები, მოწესრიგებული ლობი და ინფრასტრუქტურა, რომელიც შენს ყოველდღიურობას ამარტივებს.
რატომ არის კომერციული ფართი გონივრული ინვესტიცია?
ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა
რატომ არის შეკვეთილი დღეს საუკეთესო ადგილი ინვესტიციისთვის?
ნახეთ, რატომ გახდა შეკვეთილი ტურიზმისა და ჭკვიანური ინვესტიციების ახალი ეპიცენტრი
მაღალი სართული - მითები უსაფრთხოებაზე და რეალური უპირატესობები
მაღალი სართული - გაიგეთ, რატომ არის სიმაღლე თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი: სუფთა ჰაერი, მეტი სინათლე და გარანტირებული უსაფრთხოება.