სიახლეები
ზღვისპირა სამოთხე საქართველოში - შეკვეთილის გზა დიდებისკენ
როდესაც ზღვისპირა დასვენებაზე ვსაუბრობთ, უმეტესობას პირველ რიგში ბათუმი ახსენდება. თუმცა, ბოლო წლებში ინტერესი სულ უფრო მეტად გადაინაცვლა შეკვეთილისკენ - და სულაც არ არის ეს შემთხვევითი. შეკვეთილი ნამდვილად განსხვავებულია: აქ სუფთა ზღვა, სამკურნალო ქვიშა, სიმწვანე და სიმშვიდეა - სწორედ ის, რასაც ბევრი ბათუმში ვეღარ პოულობს.
შეკვეთილი სთავაზობს იმას, რაც ბათუმში უკვე თანდათან ქრება - სისუფთავეს, სიმშვიდეს, ბუნებრივ გარემოს და ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესაძლებლობას. შეკვეთილის პლაჟი თავისი უნიკალური, მაგნიტური ქვიშით გამოირჩევა, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს - ის ეხმარება სახსრების, კუნთებისა და ნერვული სისტემის პრობლემების განკურნებას.
შეკვეთილში მდებარე მასშტაბური დენდროლოგიური პარკი - 60 ჰექტარზე გადაჭიმული გამწვანებული სივრცე - ქმნის უნიკალურ მიკროკლიმატს. ეს გამწვანება აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს, ამცირებს სიცხის განცდას და კიდევ უფრო აძლიერებს ზღვისპირა დასვენების ეფექტს. ბათუმში კი ინტენსიური განაშენიანების გამო მწვანე სივრცეები წლიდან წლამდე იკლებს.

შეკვეთილში უძრავი ქონების ბაზარი სწრაფი ტემპით ვითარდება. ბოლო წლებში მოთხოვნა მზარდია, რაც ავტომატურად იწვევს ფასების მატებას. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ შესაძლებელია მიწის ნაკვეთების, აპარტამენტების ან სახლების შეძენა შედარებით ხელმისაწვდომ ფასად, რაც შეკვეთილს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს ანიჭებს.
საინვესტიციო თვალსაზრისით შეკვეთილი გთავაზობთ:
- ფასების მზარდ დინამიკას: წლიდან წლამდე უძრავი ქონების ღირებულება იზრდება, რაც ნიშნავს, რომ შეძენილი ქონება მომავალში გაცილებით მეტი ეღირება;
- დაბალი კონკურენცია: ბათუმთან შედარებით ნაკლებია შეთავაზებები, რაც დამატებით ზრდის ფასების ზრდის შანსს;
- გრძელვადიანი პერსპექტივა: სახელმწიფოსა და ბიზნესის მხრიდან რეგიონის ინფრასტრუქტურული განვითარების მხარდაჭერა ზრდის შეკვეთილის სამომავლო მნიშვნელობას როგორც საცხოვრებელი, ასევე საკურორტო ადგილის სახით;
- დასვენება და შემოსავალი ერთად: შეძენილი ქონება შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საკუთარი დასვენებისთვის, ასევე მის გასაქირავებლად, რაც დამატებითი შემოსავლის წყაროა.
ბათუმი და შეკვეთილი ორი ყველაზე პოპუარული არჩევანია, მათთვის ვისაც ზღვასთან ახლოს სურს ცხოვრება. თუმცა ქაოტური ურბანული ზრდა და ხმაურიანი ქალაქური ცხოვრება ბევრისთვის ბათუმს ნაკლებად მიმზიდველს ხდის. გადატვირთულმა სანაპირომ, ეკოლოგიურმა ფაქტორებმა და სიძვირემ ადამიანებს შეკვეთილისკენ უბიძგა.
ფიჭვნარში ჩაძირული ეს ულამაზესი დასახლება, ორ ადმინისტრაციულ ცენტრს - ბათუმსა და ოზურგეთს შორისაა მოქცეული, რაც ცხოვრებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. შეკვეთილი არის ადგილი, სადაც ინვესტირება ყველაზე გონივრული არჩევანია.
მაღალი სართული - მითები უსაფრთხოებაზე და რეალური უპირატესობები
მაღალი სართული - გაიგეთ, რატომ არის სიმაღლე თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი: სუფთა ჰაერი, მეტი სინათლე და გარანტირებული უსაფრთხოება.
სისუფთავე და შინაური ცხოველები - რეალური რჩევები კომფორტული თანაცხოვრებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე და სიმყუდროვე სახლში, როცა ოთხფეხა მეგობარი გვყავს?
სააღდგომო სამზადისი - როგორ შევქმნათ სადღესასწაულო სიმყუდროვე სახლში?
აღდგომა მხოლოდ თარიღი არ არის - ეს სახლისა და სულის განახლების დღესასწაულია.
ალფა სახლი 2025 - გაყიდვების ზრდა და მომხმარებელთა ნდობის ახალი სტანდარტი
2025 წლის წარმატებული გაყიდვები და მაღალი სტანდარტი
რატომ უნდა აირჩიო დიდი ბინა? - "ალფა სახლის" შეთავაზება მხოლოდ 31 დეკემბრამდე
აირჩიე დიდი ბინა ალფა სახლში და მიიღე 25-30 კვ.მ საჩუქრად