popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
კომერციული ფართი გლდანში - ინვესტიცია მომავლისთვის "ალფა სახლისგან“
29.05.2025 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

კომერციული ფართი გლდანში - ინვესტიცია მომავლისთვის "ალფა სახლისგან“

წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ყველაფერი უკვე მზადაა თქვენი ბიზნესის დასაწყებად: მაღალი ჭერი, მზა კომუნიკაციები, გამჭვირვალე ვიტრაჟები, მოწესრიგებული გარემო და ურბანულად მზარდი ლოკაცია - ყველაფერი ერთ სივრცეში, ერთ მისამართზე.

ეს ყველაფერი გელით გლდანში, თენგიზ შეშელიძის ქუჩაზე, სადაც "ალფა სახლის“ ახალი პროექტი კომერციული ფართების ახალ სტანდარტს ქმნის.

პროექტში კომერციული ფართების ფართო არჩევანია:

42 კვ.მ-დან - 900 კვ.მ-მდე. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობა ექნებათ მცირე მეწარმეებს, საშუალო ბიზნესს, ჰიპერმარკეტებს, აფთიაქებს, სილამაზის ცენტრებს ან საბანკო დაწესებულებებს იპოვონ სივრცე, რომელიც სრულად შეესაბამება მათ მიზნებსა და საჭიროებებს.

ჩაბარების პირობები - ბიზნესისთვის მომზადებული გარემო:

  • ალუმინის ვიტრაჟული ფასადი - თანამედროვე ვიზუალი და ბუნებრივი განათება;
  • გალესილი კონტურული კედლები - იდეალური საწყისი ინტერიერის მოსაწყობად;
  • წყლისა და კანალიზაციის გაყვანილობა;
  • მიყვანილი ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი;
  • სრულად ადაპტირებული ინფრასტრუქტურა სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის; 
  • თელმიკოს, თბილისი ენერჯისა და GWP-ის მრიცხველების მონტაჟი და აბონირება.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ ფართს, რომელიც ტექნიკურად მზად არის საქმიანობის დასაწყებად - დროის დაკარგვის გარეშე.

ფართების ფასი: $3,800-დან (ერთიანი გადახდის შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური შეთანხმება). ეს არის გამორჩეული შეთავაზება გლდანის მზარდ ზონაში, სადაც ბიზნესის პერსპექტივა რეალურია და ყოველწლიურად იზრდება.

გლდანი - ეს აღარ არის მხოლოდ საცხოვრებელი უბანი. ეს არის ის ადგილი, რომელიც ბოლო წლებში იქცა სწრაფად განვითარებად რაიონად - აქ შენდება ახალი პროექტები, ნახლდება ინფრასტრუქტურა, იზრდება მოთხოვნა კომერციულ ფართებზე.

თენგიზ შეშელიძის ქუჩა გლდანის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მონაკვეთია - ზონა, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა როგორც აქტიური საცხოვრებელი და კომერციული არეალი, სადაც დაკმაყოფილებულია ის კრიტიკული პარამეტრები, რაც წარმატებული ბიზნესისთვის აუცილებელია.

დღეს შეძენილი ფართი აქ მხოლოდ ამჟამინდელი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ ნიშნავს - ის სტაბილური უძრავი ქონების რესურსია, რომელიც დროთა განმავლობაში დამატებით ღირებულებას იძენს.

რატომ არის კომერციული ფართი გონივრული ინვესტიცია?

ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა

რატომ არის შეკვეთილი დღეს საუკეთესო ადგილი ინვესტიციისთვის?

ნახეთ, რატომ გახდა შეკვეთილი ტურიზმისა და ჭკვიანური ინვესტიციების ახალი ეპიცენტრი

მაღალი სართული - მითები უსაფრთხოებაზე და რეალური უპირატესობები

მაღალი სართული - გაიგეთ, რატომ არის სიმაღლე თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი: სუფთა ჰაერი, მეტი სინათლე და გარანტირებული უსაფრთხოება.

სისუფთავე და შინაური ცხოველები - რეალური რჩევები კომფორტული თანაცხოვრებისთვის

როგორ შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე და სიმყუდროვე სახლში, როცა ოთხფეხა მეგობარი გვყავს?

სააღდგომო სამზადისი - როგორ შევქმნათ სადღესასწაულო სიმყუდროვე სახლში?

აღდგომა მხოლოდ თარიღი არ არის - ეს სახლისა და სულის განახლების დღესასწაულია.