სიახლეები
ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი ამიერკავკასიაში - "სხვა უბანი" დიდ დიღომში
ხშირად მოქალაქეები გამოთქვამენ პრეტენზიებს, რომ დეველოპერული კომპანიები მათ ინტერესებს არ ითვალისწინებენ. საქართველოში ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი აქვს, თუმცა პრობლემურია წინასწარი შენატანის მობილიზება. თბილისში მიმდინარე პროექტების უმრავლესობაში 20-30%-იანი წინასწარი შენატანის დაფიქსირება მრავალი კომპანიისთვის მთავარი მოთხოვნაა.
"ალფა სახლმა" მომხმარებლებს მათზე მორგებული, საუკეთესო პირობები შესთავაზა! "ალფა სახლი" ყოველთვის პასუხობს თქვენს სურვილებს. კომპანიამ თავის 23 წლიან წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, 200 000 კაციან მომხმარებელთა ბაზაზე ჩაატარა კვლევა და შედეგებმაც არ დააყოვნა.
ბოლო წლებში, ბინის ან სახლის შეძენისას, მომხმარებლები სულ უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ მშენებლობის ხარისხს, უსაფრთხო და გამძლე სამშენებლო მასალების გამოყენებას, გონივრულ დაგეგმარებასა და ჯანსაღ გარემოს - ეს პირობები მყუდრო, კომფორტული ცხოვრების საფუძველი და "ალფა სახლის" ფუნდამენტური ღირებულებებია.
დიდი დიღომი დღითიდღე სულ უფრო მოთხოვნადი საცხოვრებელი უბანი ხდება. ეს არის იდეალური არჩევანი იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ქალაქის ხმაურისა და გადატვირთული მოძრაობისგან მოშორებით ცხოვრება, მაგრამ იმავდროულად მნიშვნელოვან ლოკაციებთან ახლოს ყოფნა. სწორედ ამ მიზეზით ბევრი მყიდველი ირჩევს დიდ დიღომს ახალ საცხოვრებლად.

მომხმარებელთა საჭიროებებისა და დიდი დიღომის მზარდი პოტენციალის გათვალისწინებით, ალფა სახლი აქტიურად მუშაობს მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსის პროექტზე, რომელსაც "სხვა უბანი" ჰქვია. პროექტის სახელწოდება შემთხვევითი არ არის - ის ასახავს კომპანიის კონცეფციას: შექმნას სრულიად განსხვავებული, თანამედროვე, მულტიფუნქციური სივრცე თბილისის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ნაწილში.
სხვა უბნის ფარგლებში იგეგმება 16 ჰექტარის განვითარება და მასზე მცირე, დამოუკიდებელი უბნის - "უბანი უბანში" გაშენება. პროექტი მოიცავს 14 სექტორს და 22-სართულიან საცხოვრებელ კორპუსებს, საბავშვო ბაღს, საოფისე და კომერციულ ფართებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოს კეთილმოწყობას - 6 ჰექტარზე მოეწყობა რეკრეაციული ზონა, რომელიც გააერთიანებს სკვერს, 4 სპორტულ მოედანს, სუპერმარკეტს, აფთიაქს და სხვა აუცილებელ ინფრასტრუქტურას, რაც საცხოვრებელ გარემოს სრულყოფილსა და ფუნქციურს გახდის.
გეძლევათ უნიკალური შანსი, შეიძინოთ ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - თვეში მხოლოდ 890 ლარად! ამისთვის უნდა იჩქარო, რადგან დრო გადის და ბინებიც დეფიციტური ხდება. ჩანიშნეთ შეხვედრა უძრავი ქონების გაყიდვების ექსპერტთან ან დაგვიკავშირდით კომპანიას ცხელ ხაზზე: *71 71.
მაღალი სართული - მითები უსაფრთხოებაზე და რეალური უპირატესობები
მაღალი სართული - გაიგეთ, რატომ არის სიმაღლე თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი: სუფთა ჰაერი, მეტი სინათლე და გარანტირებული უსაფრთხოება.
სისუფთავე და შინაური ცხოველები - რეალური რჩევები კომფორტული თანაცხოვრებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე და სიმყუდროვე სახლში, როცა ოთხფეხა მეგობარი გვყავს?
სააღდგომო სამზადისი - როგორ შევქმნათ სადღესასწაულო სიმყუდროვე სახლში?
აღდგომა მხოლოდ თარიღი არ არის - ეს სახლისა და სულის განახლების დღესასწაულია.
ალფა სახლი 2025 - გაყიდვების ზრდა და მომხმარებელთა ნდობის ახალი სტანდარტი
2025 წლის წარმატებული გაყიდვები და მაღალი სტანდარტი
რატომ უნდა აირჩიო დიდი ბინა? - "ალფა სახლის" შეთავაზება მხოლოდ 31 დეკემბრამდე
აირჩიე დიდი ბინა ალფა სახლში და მიიღე 25-30 კვ.მ საჩუქრად