სიახლეები

ნივთები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს სახლში!
1. ნემსები და ძაფები. დროდადრო ისინი ყველას სჭირდება თუნდაც ღილის მისაკერებლად.
2. ცოცხი და აქანდაზი. ხანდახან არ გვინდა მტვერსასრუტის ხმაურის გაძლება მცირეოდენი ნაგვის ასაღებად.
3. საწერი საშუალებები: კალამი, ფურცელი. თუ უცებ რამის დაწერა მოგინდათ, ან უბრალოდ წერილის დატოვება.
4. დასაკეცი იატაკის საწმენდი ჯოხი. ჩვეულებრივზე მეტად მოსახერხებელია– იკავებს უფრო მცირე ადგილს, ადვილად იკეცება.
5. ტაშტი. მას უამრავი გამოყენება აქვს : ის შეიძლება გამოიყენოთ სარეცხის გასაფენად გასატანად ან რამე ერთი ნივთის გასარეცხად სარეცხის მანქანის ჩართვის გარეშე.
6. ინსტრუმენტების ნაკრები. თუ თქვენ შეიძენთ მრავალთავიან სახრახნის, მაშინ ის ბევრ ადგილს არ დაიკავებს, ასევე ჩაქუჩი, ლურსმები და პატარ პატარა ინსტრუმენტები, რათა არ დაგჭირდეთ წვრილმან საქმეებზეც ხელოსნის გამოძახება.
7. სახაზავი და მაკრატელი. საჭიროა, როგორც ხელსაქმისთვის ასევე ჰობისთვის. ასევე ხშირად შეგხვედრია პროდუქტები, რომელთა გახსნაც ხელით შეუძლებელია.
8. სანთელი და ასანთი. საჭიროა დენის გამორთვისას და ასევე უბრალოდ რომანტიული გარემოს შესაქმნელად.
9. ცეცხლმაქრი. კარგია თუ ის არასდროს დაგჭირდებათ, მაგრამ კარგია თუ საჭიროების შემთხვევაში თან გექნებათ. მთავარია – მისი სწორად გამოყენება იცოდეთ.
10. ლარნაკი. მისი ფორმის და ზომის მიხედვით მასაც უამრავი გამოყენება აქვს. სხვადასხვა მოყვანილობის ჭურჭელი ყვავილების, ხილის, ტკბილეულისა და სხვა ათასი წვრილმანისთვის.
11. სინი. გამოგადგებათ საწოლში ან ტელევიზორთან სასადილოდ, ისე,რომ აღარ მოგიწევთ ნამცეცებზე ნერვიულობა.
12. ფანარი. ყოველთვის დაგეხმარებათ სიბნელეში!
13. სოდა, მშრალი მდოგვი და ძმარი. ისინი სასარგებლოა არა მარტო სამზარეულოში, არამედ იმ შემთხვევაშიც თუ გაგითავდათ საყოფაცხოვრებო ქიმიკატები, ან საყვარელი შამპუნი. ინტერნეტში შეგიძლიათ იპოვოთ ეფექტური რეცეპტები ამ სამი ინგრედიენტის გამოყენებით!
14. მცენარები. სასურველია თუ სახლში ერთი ცოცხალი მცენარე მაინც გექნებათ – ეს შეიძლება იყოს ყვავილი ან რამე ქოთანში მოყვანილი ბოსტნეული. ისინი აცოცხლებენ არა მარტო გარემოს არამედ წმენდენ ჰაერს.
15. სქელი ფარდები. ეს აქსესუარი ძალიან მნიშვნელოვანია საძინებელში. უკვე დიდი ხანია დადასტურდა, რომ მუქი და მშვიდი ოთახი ჯანმრთელი ძილის გარანტიაა.
16. ჭურჭლის კომპლექტი. ტრივიალურია – მაგრამ სცადეთ მათ გარეშე! ყველას გვჭირდება სხვადასხვა ზომის ჭურჭელი სხვადასხვა სახის საჭმელისთვის.
17. საჭრელი დაფა. საჭმლის კეთების დროს,რომ არ გააფუჭოთ ზედაპირი –ის შეიძლება იყოს ხის, ბამბუკის, პლასტმასის და ასევე მინის!
18. ღრუბლები და ხელსახოცები. ისინი სხვადასხვა ნივთების გასაწმენდად დაგჭირდებათ.
19. წებოვანი ლენტი. მისი დახმარებით თითქმის ყველა ნივთის შეკეთებაა შესაძლებელი!
20. თბილი,ოთახის ფეხსაცმელი. თუ თქვენ არ გაქვთ იატაკის გატბობის სისტემა მაშინ ცივ იატაკზე ფეხშიშველი სიარულია არც ისე სასიამოვნოა !
21. სასარგებლო წვრილმანების «მარაგი». ეს ეხება ყოველდღიური გამოყენების პროდუქტებს, ანუ ყველაფერი ის რაც შესაძლოა მოულოდნელად გათავდეს და ძალიან აუცილებელია სახლში!
ზღვისპირა კურორტების საინვესტიციო პოტენციალი იზრდება
საქართველოში ზღვისპირა ქალაქებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, რაც
"ალფა სახლის" ეფექტი უბნებზე - პროექტები, რომლებიც საუკეთესო ინვესტიციებად იქცნენ
"ალფა სახლი" ყოველთვის ირჩევს ყველაზე პერსპექტიულ უბნებს თავისი მომავალი მობინადრეებისთვის
ბინა "სხვა კარკასით" – როცა არ გინდა დროისა და ფულის კარგვა
"ალფა სახლის" მიერ შემოთავაზებული „სხვა კარკასი“ ახალ სტანდარტს გულისხმობს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ე.წ. თეთრი ან მწვანე კარკასისგან
კომერციული ფართი გლდანში – ინვესტიცია მომავლისთვის "ალფა სახლისგან“
წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ყველაფერი უკვე მზადაა თქვენი ბიზნესის დასაწყებად!
გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში
ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის