სიახლეები

არომატები, რომლებსაც თქვენ სახლში ბედნიერება შემოაქვთ
დარიჩინი - ის უყვარს ბევრ დიასახლისს და ეს გასაკვირი არაა. ის სძენს კერძებს უგემრიელეს არომატს და გემოს, დარიჩინის სპეციფიკური არომატი ტვინის მუშაობის სტიმულირებას ახდენს და აუმჯობესებს გუნება-განწყობას. ის ასევე გეხმარებათ სახლიდან უსიამოვნო სუნის გადევნაში, აქვს მასტიმულირებელი ეფექტი.
პაჩული - მის ეთერზეთს, გარდა სასიამოვნო სურნელებისა, აქვს თვისება, ხანგრძლივად შეუნარჩუნოს სიმყარე სხვადასხვა ეთეროვანი ზეთების შერევის შედეგად წარმოქმნილ სურნელებას. ე.ი. აქვს ფიქსაციის უნარი, რის გამოც პაჩულის ეთეროვან ზეთზე მოთხოვნილება მსოფლიოში ძალზედ დიდია, განსაკუთრებით საპარფიუმერო მრეწველობაში. . გარდა ამისა, მას აქვს მასტიმულირებელი ეფექტი.
ვებენა - აქვს დამამშვიდებელი ეფექტი ის ამშვიდებს თქვენ ნერვიულ სისტემას და მთლიანად ცვლის განწყობას. მისი არომატი გეხმარებათ გრძელი სამუშაო დროის შემდეგ მოდუნებაში და აზრების დალაგებაში.
ლავანდა - უძველესი დროიდან ლავანდა ითვლება უნივერსალურ სამკურნალო მცენარედ. ლავანდის ზეთი შეიცავს დაახლოებით 200-მდე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, მათ შორის ციტრალს, ბორეოლს, ლინალოლს და რთულ ეთერებს. ლინალოლის ძმრის ეთერი - ლანალილაცეტატი - ნერვული სისტემის ნამდვილი ბალზამია. ხსნის აღგზნებულობას, დადებითად მოქმედებს გონებრივ შესაძლებლობებსა და ემოციურ სფეროზე.
ბერგამოტი - ბერგამოტის ეთერზეთი გამოიყენება სამკურნალო და საპროფილაქტიკო მიზნით. ის ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების ფართო სპექტრით გამოირჩევა: ზრდის შრომისუნარიანობას, ხსნის სტრესსა და დაძაბულობას, ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციას, აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, გამოიყენება ანგინისა და დეპრესიის სამკურნალოდ, მადის გაძლიერების მიზნით..
ორქიდეა - საინტერესოა ის , რომ ორქიდეის თვისებები დიდად არის დამოკიდებული მის ჯიშზე, მაგალითად ერთი ჯიში სურნელს მხოლოდ დღისით გამოსცემს, მეორე – მხოლოდ ღამით, მესამე - დღისით სხვანაირ სურნელს აფრქვევს, ხოლო ღამით სხვანაირს და ასე შემდეგ. ორქიდეის ყვავილობა სამი კვირიდან სამ თვემდე გრძელდება, ის ამ მხრივაც განსხვავდება სხვა ყვავილებისგან.
ფორთოხალი - ფორთოხალი ოდითგანვე ცნობილია არა მარტო თავისი შესანიშნავი გემოს გამო, არამედ თავისი სამკურნალო თვისებებით. ფორთოხლის სურნელი ადამიანს ათბობს და შვების განცდას ანიჭებს.
პიტნა - პიტნის არომატი პრაქტიკულად ყველას მოსწონს, რადგან ის დახვეწილი, მსუბუქად გრილი და მაცოცხლებელია. პიტნა კარგად ადუნებს ადამიანის ორგანიზმს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
ნეროლი - ეთერზეთს ქრონიკურლი უძილობის, სტრესის და მწუხარების დროს გამოიყენებენ. ნეროლის ეთერზეთი ტკბილი და მწარე ფორთოხლის ხის ყვავილებისგან მიიღება.
ფიჭვის ხე - ფიჭვის ტყეში ადამიანი მსუბუქად და მშვიდად გრძნობს თავს, იმიტომ, რომ ფიჭვის სურნელი გაწმენდისა და გაძლიერების ეფექტს იწვევს. ის დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ცუდი და პესიმისტური აზრები.
დიდი ბინა დიდ დიღომში მხოლოდ 5 დღით - კვ.მ 905$!
დიდი ბინები დიდ დიღომში - მხოლოდ 5 დღით! „ალფა სახლი“ გთავაზობთ 2-3 საძინებლიან ბინებს კვ.მ 905$-ად, შიდა უპროცენტო განვადებით.
2 დაუჯერებელი ამბავი “ალფა სახლისგან” მოიგე ბინა Youtube-ზე! - შეიძინე ბინა დღეში 36 ლარად!
ალფა სახლი“ - პირველი ბინის გათამაშება YouTube-ზე + ბინის შეძენა დღეში მხოლოდ 36 ლარად.
ბინის შეძენა ოჯახთან ერთად - მარტივი, სანდო, გრძელვადიანი ინვესტიცია
ბინის შეძენა ოჯახთან - გონივრული ფინანსური ნაბიჯი და სტრატეგიული ინვესტიცია.
უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობა საქართველოში - ფაქტები და ტენდენციები
უძრავი ქონება საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და მომგებიანი არჩევანია
პირველი ბინის შეძენა - რა უნდა იცოდეს ახალბედა მყიდველმა?
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენისას თითოეულ მაცხოვრებელს ვალდებულებები აქვს საერთო სივრცეების მოვლასა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.