სიახლეები
რატომ არის უძრავი ქონება მიმზიდველი კაპიტალდაბანდებისთვის?
ფულის დაბანდება უძრავ ქონებაში საქართველოში ინვესტიციის განხორციელების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და ამავდროულად დაბალ რისკიან საინვესტიციო მიმართულებას წარმოადგენს.
რატომ არის უძრავი ქონება მიმზიდველი კაპიტალდაბანდებისთვის?
- უძრავი ქონების საერთაშორისო პლატფორმებში საქართველოს ინტეგრაციამ მესაკუთრეებს საშუალება მისცა უძრავი ქონება შემოსავლის წყაროდ აქციონ და მიიღონ იმაზე მაღალი შემოსავალი, ვიდრე შიდა ბაზარზე გაქირავებით მიიღებდნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში შეინიშნება ტენდენცია, როდესაც მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების, საქართველოში საცხოვრებლად გადადიან სამუდამოდ ან ხანგრძლივი ვადით.
- საქართველოს ბუნებრივ გეოგრაფიული პოტენციალი უძრავი ქონების მრავალ მიმართულებაში იძლევა თანხების დაბანდების შესაძლებლობას, ესენია: საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონება, სასტუმრო და კურორტი, საწარმო დანიშნულების ნაგებობები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
- უძრავი ქონება იმ იშვიათ საინვესტიციო ინსტრუმენტების რიცხვს მიეკუთვნება, რისთვისაც ბანკიდან სესხის აღება საოცრად მარტივია. იპოთეკური სესხების პროცენტი დაბალ დონეს ინარჩუნებს, უძრავი ქონება ხელშესახები და მყარი აქტივია, რაც ბანკების მიერ მაღალ სანდოობას და სესხების გაცემის მზადყოფნას განაპირობებს.
- ეს არის აქტივი რომლის მართვა აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული და ნებსიმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ გაყიდოთ და ამოიღოთ საწყისი ინვესტიცია.
- საქართველოსი არსებული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით ერთ-ერთ გრძელვადიან ინვესტიციად, რომელიც ყველაზე დაბალ რისკებთანაა დაკავშირებული უძრავი ქონება შეიძლება ჩაითვალოს. უძრავი ქონების ღირებულება მუდმივად იზრდება და სარგებლის მიღება შესაძლებელია როგორც მოკლევადიანი გაყიდვით ასევე გრძელვადიანი ქირის საფუძველზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მეთოდს წარმოადგენს დამატებითი ურისკო შემოსავლისათვის.
ამრიგად - უძრავი ქონების შესყიდვის დადებითი მხარეები ნათელია, ეს ინვესტირების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ფორმაა. ადამიანებს გაცილებით უფრო ეადვილებათ აღიქვან რამდენიმე ბინის ფლობის უპირატესობები, ვიდრე მაგალითად აქციების ან ობლიგაციების ფლობის.
უძრავ ქონებაში ინვესტირებას ამარტივებს ის ფაქტიც, რომ საქართველოში თითქმის ყოველდღიურად ახალი მშენებლობა იწყება. დღეისათვის მომრავლდნენ დეველოპერული კომპანიები და შესაბამისად მშენებლობების რაოდენობა ძალიან გაიზარდა და ადამიანებს უძრავი ქონების შეძენის უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ.
"სხვა უბანი“ - დიდ დიღომში კომერციული ფართების ახალი სტანდარტი
დიდ დიღომში საცხოვრებელი სივრცე სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ "ალფა სახლის“ სხვა უბანი არ
რატომ უნდა იყიდოთ უძრავი ქონება ახლავე? - ფასების პროგნოზი და ბაზრის ტენდენციები
გაიგეთ, რატომ ღირს ბინის შეძენა ახლავე, როგორ იზრდება ფასები და როგორ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი თქვენი ინვესტიციით
სამშენებლო შეცდომები, რომლებსაც საქართველოში ყველაზე ხშირად უშვებენ
საქართველოში სამშენებლო სექტორი სწრაფად იზრდება, თუმცა ხშირად გვხვდება შეცდომები: არასწორი ბიუჯეტი, ნიადაგის კვლევის გამოტოვება, უხარისხო მასალები, ზედამხედველობის ნაკლებობა და საინჟინრო კომუნიკაციების პრობლემები
გამოყენე უნიკალური შანსი - დიდი ბინა, ხელმისაწვდომი ფასად
დიდი ბინა = მეტი თავისუფლება, მეტი კომფორტი, მეტი შესაძლებლობა!
როგორ იცვლება თბილისი? - უბნები, სადაც დღეს ინვესტიცია საუკეთესო გადაწყვეტილება
გლდანი - თბილისის ახალი საინვესტიციო ცენტრი. „ალფა სახლის“ გლდანი - მომავლის უბანი, სადაც ინვესტიცია იზრდება.