სიახლეები

შეცდომები, რომელსაც ბინის ყიდვისას ვუშვებთ
შეცდომა № 1. ბინის შეძენა უძრავი ქონების ბაზრის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე.
იმ შემთხვევაშიც კი თუ 100 % დარწმუნებული ხართ,რომ სწორად შეარჩიეთ რაიონი, რომელშიც გსურთ ბინის შეძენა მაინც არ გაწყენთ უძრავი ქონების ბაზრის შესწავლა და ყველა არსებული ვარიანტის განხილვა, რათა შეადაროთ ფასები, მდებარეობა, მშენებლობის ხარისხი, ინფრასტრუქტურა და პირობები,რომლებსაც სავადასხვა სამშენებლო კომპანიები გთავაზობენ.
შეცდომა № 2. უპირატესობას ანიჭებთ კვადრატულ მეტრს და არა კარგ განლაგებას.
თუ თქვენთვის შესაფერისი ორი ბინა იპოვეთ შესაბამის რაიონში, რომლებსაც ფასი ერთნაირი აქვთ, მაგრამ განსხვავდებიან ზომებით, მაშინვე ნუ აირჩევთ დიდ ფართობიან ბინას, ყურადღება მიაქციეთ განლაგებას. სავსებით შესაძლებელია,რომ დიდი ფართობის სახლი არარაციონალურად იქნას გამოყენებული. ამიტომ კარგია თუ წინასწარ გეცოდინებათ თქვენი საჭიროებები, რათა ზუსტად იცოდეთ თუ როგორი სახლის რა ფართობია თქვენთვის იდეალური.
შეცდომა № 3. რეკლამის და გაყიდვების მენეჯერების ბრმად ნდობა
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დამაჯერებლად შეიძლება ჟღერს სარეკლამო ბროშურების ლოზუნგები და არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ფართოდ იღიმება გაყიდვების პერსონალი, იყავით ფხიზლად და კრიტიკულად განწყობილი. არ მოგერიდოთ კითხვების დასმა და კონკრეტული პასუხების მოთხოვნა.
შეცდომა № 4. ინფრასტრუქტურის და მდებარეობის კარგად არ შემოწმება.
იმისათვის, რომ სამსახურიდან დაბრუნებულს არ მოგიწიოთ სახლამდე ან ყოველდღიური პროდუქტების შესაძენად უბანში დიდხანს სიარული - აბინის შეძენამდე მოინახულეთ მშენებარე ობიექტი, დაათვალიერეთ უბანი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.
შეცდომა № 5. დაბალი ფასების დევნა.
შეამოწმეთ ბინის ყველა მახასიათებელი, რომლებიც გავლენას ახდენს ფასებზე: ლოკაცია, მშენებლობის ტექნოლოგია, სამშენებლო მასალები, საცხოვრებელის კლასი და ა.შ.. თუ თქვენს მიერ შერჩეული ბინის ფასი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ბაზარზე არსებული მსგავსი უძრავი ქონების, მაშინ ფრთხილად უნდა იყოთ და ყველაფერი კარგად გადაამოწმოთ.
ასევე საეჭვოა მაღალი ფასდაკლებებიც (20% და ზევით), რადგან ეს ნიშნავს,რომ მშენებლებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ თანხა რაც სხვადასხვა მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული, ამიტომ კარგად გაარკვიეთ ყველაფერი.
ხანდახან მშენებლები აწესებენ დაბალ ფასს ამ ყველაფერს კი სამშენებლო მასალის ხარისხის ხარჯზე აკეთებენ.
შეცდომა № 6. არ ამოწმებთ დეველოპერული კომპანიის დოკუმენტებს.
თუ არ შეამოწმებთ დეველოპერული კომპანიის საბუთებს შეიძლება ხელშეკრულება დადოთ ბანკროტ ან არარსებულ კომპანიასთან. ამიტომ ყიდვამდე ყველაფერი კარგად გადაამოწმეთ.
შეცდომა № 7. ელოდებით უფრო დაბალ ფასს, ფასდაკლებებსა და აქციებს.
სანამ ფასების შემცირებას ელოდებით, ბინა, რომელიც მოგწონთ, შეიძლება გაიყიდოს. შედეგად, თქვენ დაკარგავთ კარგ ვარიანტს, რომელსაც დიდიხანი ეძებდით.
შეცდომა № 8. აფორმბეთ ხელშეკრულებას წაკითხვის გარეშე.
ყოველთვის უნდა გაეცნოთ პირობებს რომელსაც ხელს აწერთ, რათა მომავალში თავიდან აიცილოთ პრობლემები და გაურკვევლობა. არ მოგერიდოთ პროცესში კითხვების დასმა.
ზღვისპირა კურორტების საინვესტიციო პოტენციალი იზრდება
საქართველოში ზღვისპირა ქალაქებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, რაც
"ალფა სახლის" ეფექტი უბნებზე - პროექტები, რომლებიც საუკეთესო ინვესტიციებად იქცნენ
"ალფა სახლი" ყოველთვის ირჩევს ყველაზე პერსპექტიულ უბნებს თავისი მომავალი მობინადრეებისთვის
ბინა "სხვა კარკასით" – როცა არ გინდა დროისა და ფულის კარგვა
"ალფა სახლის" მიერ შემოთავაზებული „სხვა კარკასი“ ახალ სტანდარტს გულისხმობს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ე.წ. თეთრი ან მწვანე კარკასისგან
კომერციული ფართი გლდანში – ინვესტიცია მომავლისთვის "ალფა სახლისგან“
წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ყველაფერი უკვე მზადაა თქვენი ბიზნესის დასაწყებად!
გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში
ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის