სიახლეები

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ბინის შეძენისას ? ბინის სწორი დაგეგმარება
ბინის შეძენის დროს, სივრცის სწორ გეგმარებას დიდი ყურადღება ექცევა. კომფორტული და მყუდრო სახლის შესაქმნელად მნიშვნელოვანია ფართის გონივრული დაგეგმარება. სწორად ამაზეა დამოკიდებული თქვენი კომფორტულად ცხოვრება ახალ ბინაში, ამიტომ ბინის ყიდვისას ზუსტად უნდა იცოდეთ რა გსურთ.
გაეცანით ბინის დაგეგმარების ტიპებს და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი საცხოვრებელი ფართი:
სტუდია
ეს არის პატარა ბინის თანამედროვე ტიპია, რომელიც ჩვენთან XXI საუკუნის დასაწყისში შემოვიდა. ყველაზე ხშირად მსგავსი ტიპის ბინებს ყიდულობენ : ახალგაზრდები, სტუდენტები და ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ მარტო ცხოვრება სურთ.
სტუდიოს ტიპის ბინა წარმოადგენს ერთ ოთახს, რომელიც დაყოფილია სხვადასხვა ფუნქციონალურ ზონებად : სამზარეულო, მისაღები და საძინებელი. იზოლირებულია მხოლოდ შემოსასვლელი და სააბაზანო.
პლიუსები:
- დაბალი ფასი;
- ფუნქციონალურობა. მსგავსი ტიპის ბინაში თითოეული სანტიმეტრი მაქსიმალურადაა გამოყენებული;
- მოწყობის სიმარტივე და მრავალფეროვნება. მიუხედავად ფართის სიმცირისა დიზაინერს სტუდიოს ტიპის გეგმარებისას შეუძლია შექმნას ,როგორც თანამედროვე ასევე პრაქტიკული პროექტი.
- იდეალური ვარიანტია მარტოხელებისვის.
მინუსები:
- მცირე ფართობი;
- ვენტილაციის და ხმის იზოლაციის პრობლემა. ვინაიდან ასეთ ბინებში სამზარეულო და საძინებელი ერთ სივრცეშია რთულია გამწოვის ჩართვის შეთხვევაშიც კი სუნის და ხმაურის კონტროლი.
- ფსიქოლოგიური დისკომფორტი. ( პირადი სივრცის ნაკლებობის გამო)
ერთმანეთში გამავალი და იზოლირებული ოთახები
საკმაოდ გავრცელებული,მაგრამ არც ისე კომფორტული დაგეგმარებაა. ესეთ საცხოვრებელ ფართს , როგორც წესი მრავალშვილიანი ოჯახები ირჩევენ.
მსგავსი განლაგების სახლებში ერთი ოთახიდან მეორეში მოსახვედრად დამატებითი ოთახის გავლის საშუალებით თუ მოხვდებით, რაც გარკვეულ დისკომფორტს იწვევს.
არსებობს გეგმარება, რომელშიც არის ერთი მიმდებარე და ორი იზოლირებული ოთახი. მსგავს სიტუაციაში იდეალური ვარიანტი იქნება თუ იზოლირებულ ოთახებს საძინებლებად, ხოლო მიმდებარე ოთახს მისაღებად გამოიყენებთ, ასეთ შემთხვევაში ოჯახის თითოეულ წევრს ექნება საკუთარი მყუდრო კუთხე. მსგავსი განლაგების ბინები ძირითადად ძველ კორპუსებში გვხვდება.
რითი გამოირჩევა ესეთი სახლები:
- მსგავსი განლაგების მქონე ბინების ფასი შედარებით დაბალია;
- კარგი ვარიანტია ახლაგაზრდა ოჯახებისთვის.
ევროპული დაგეგმარება
საცხოვრებლის კიდევ ერთი ტიპი, რომელიც შედარებით ახალია და რომელიც ჩვენთან ევროპიდან შემოვიდა. ევროპული დაგეგმარების ბინებში სამზარეულო და მისაღები ერთ სივრცეში მდებარეობს. ამავდროულად,როგორც წესი ბინაში არის მინიმუმ ერთი იზოლირებული საძინებელი.
არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი ბინა ხელს უწყობს ოჯახის წევრების დაახლოებას: ოჯახის ყველა წევრის ერთ სივრცეში ყოფნით.
დაგეგმარების პლიუსები:
- ფუნქციონალური ზონები: როგორც სტუდიოს ტიპის გეგმარების შემთხვევაში, ევროპული ტიპის ბინებშიც თითოეული სანტიმეტრი მაქიმალურადაა გამოყენებული. მთელი სივრცე გამოიყენება რაციონალურად და ლოგიკურად, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მაცხოვრებლების კომფორტს;
- მთავარი ღირებულება: მსგავსი განლაგების ორ ოთახიან ბინაშიც კი თავს მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობ.
გეგმარების ეს ტიპი თანამედროვე ადამიანების მოთხოვნებზეა მორგებული.
მინუსები:
- "მეზობლური დისკომფორტი": სამზარეულოს და მისაღები ოთახის ერთ სივრცეში ყოფნა გარკვეულ დისკომფორტს ქმნის, ამიტომაც სამზარეულოში ძლიერი გამწოვის არსებობაა საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია უხმო სამზარეულო ტექნიკის შერჩევა, რადგან ოჯახის წევრებს არ გაუჭირდეთ სივრცის გაყოფა, მაგალითად სამზარეულოში საჭემლის კეთების პროცესმა ხელი არ შეუშალოს მისაღებში ტელევიზორის ყურებას;
- არასტანტარტული კონფიგურაცია: მსგავსი დაგეგმარების არჩევისას გაითვალისწინეთ რამდენად შეესაბამება ის თქვენ მოთხოვნებს, რათა მომავალში თავიდან აიცილოთ დისკომფორტი.
იზოლირებული ოთახები
ყველაზე პოპულარული და ყველაზე მოთხოვნადი დაგეგმარება, რომელსაც თითქმის არ აქვს უარყოფითი მხარეები. ასეთ ბინაში ყველა ოთახი იზოლირებულია ერთმანეთისგან,ოჯახის ყველა წევრს აქვს საკუთარი სივრცე.
დღეს, როდესაც მშენებლები ცდილობენ მომხმარებლებს შესთავაზონ არა მარტო საცხოვრებელი ფართი, არამედ მაქსიმალურად კომფორტული საცხოვრებელი პირობები - იზოლირებული განლაგების მქონე ბინები უკვე კომფორტის გარკვეულ სტანდარტად იქცა.
გაუმჯობესებული განლაგება
გაუმჯობესებული განლაგების მქონე ბინებს აუცილებლად აქვთ აივანი (მინიმუმ ერთი) და დიდი ოთახები.
გაუმჯობესებული განლაგების მქონე ბინებს მხოლოდ ერთი მინუსი აქვს და ეს შედარებით მაღალი ფასია.
თავისუფალი დაგეგმარება
ამ დროს თქვენ თავად გიწევთ შიდა კედლების (ტიხრების) ამოშენება და მთელი სახლის ნულიდან დაგეგმარება, ტიხრების გეგმარება კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია იმისთვის, რომ შემდგომში რემონტიც სათანადოდ დაგეგმოთ. შესაბამისად მსგავსი ბინის ინტერიერის შექმნა თავად შეგიძლიათ. (შეზღუდვები ეხება მხოლოდ სამზარეულო და სააბაზანო ოთახებს, რადგან მათი კომუნიკაციები უკვე გაყვანილი დაგხვდებათ).
თეორიულად, ეს საშუალებას გაძლევთ შექმნათ საკუთარ სურვილებზე მორგებული სრულყოფილი სახლი. პრაქტიკაში კი ყველაფერი არც ისე მარტივია. გახსოვდეთ, რომ მთავარია ფართი იყოს სწორად დაგეგმარებული და გონივრულად ათვისებული.
და ბოლოს - სივრცის განაწილებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ოჯახის წევრების რაოდენობა, მათი გემოვნება და ინტერესები, რათა სახლი თითოეული თქვენგანისთვის ფუნქციური და კომფორტული იყოს.
გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში
ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის
საკუთარი სახლი კორპუსში - შესაძლებლობა, რომელსაც დუპლექსი გაძლევთ!
თუ თქვენ ეძებთ სახლს, რომელიც პასუხობს მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს, სწორედ დუპლექსი იქნება თქვენი არჩევანი
რატომ არის აუცილებელი ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია?
ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არის ნაბიჯი, რომელიც საკუთრებას უბრალო ქაღალდზე აღარ ტოვებს — არამედ მას რეალურ, დაცულ და სრულფასოვან აქტივად აქცევს.
რა არის ჭკვიანი სახლი და რატომ ხდება ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი?
ეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ტრენდი, არამედ თანამედროვე ცხოვრებაზე ადაპტირებული, პრაქტიკული გადაწყვეტაა
უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს — ალფა სახლის წარმატების მაგალითი
"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით