სიახლეები

სუფთა ჰაერი თქვენ სახლში
ურბანიზაციის პროცესში, მანქანებითა და მშენებლობებით გადატვირთულ ქალაქში სახლის შიდა გამწვანება მისაბაძ ტენდენციად იქცა. დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებს სახლის ინტერიერის გამწვანებას. ოთახის მცენარეები ბინას სიმყუდროვეს და სიხალისეს სძენენ. ისინი ჩვენ სახლში განსაკუთრებული გარემოს შექმნასთან ერთად, წმენდენ ჰაერს და გამოყოფენ ჟანგბადს, ეს ორი ფაქტორი დღეს ქალაქში ცხოვრებისას ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს.
სახლში მშვიდი და მწვანე გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია მცენარეების სწორი შერჩევა და შემდგომში მათი სწორი მოვლა. ყოველ ოთახს თავისი განსაკუთრებული მცენარე სჭირდება.
მაშ ასე, რომელ ოთახში რომელი მცენარე უნდა განვათავსოთ:
საძინებელი
სანსევიერია- ეს მცენარე განსაკუთრებით აქტიურად ჟანგბადს სწორედ ღამით გამოყოფს, ამიტომ უმჯობესია ის საძინებელში გქონდეთ. ეს მცენარე- ადვილად იტანს ნებისმიერ პირობებს (ჩრდილს, მკვეთრ შუქს, მშრალ და ტენიან ჰაერს)
კაუჩუკის ფიკუსი- მცენარის მსუქანი და მუქი მწვანე ფოთლები, ფილტრავს ფორმალდეჰიდს, ბენზოლს, ამიაკს.
ფრანგული ლავანდა- ლავანდას სურნელი დადებითად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე, ხსნის დაძაბულობას და უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.
ჟასმინი- ჟასმინი საუკეთესო საძილე საშუალებაა. არომატული მცენარე აუმჯობესებს ძილს, გამოღვიძებისას კი თავს მხნედ გრძნობთ. გარდა ამისა, ჟასმინი ადვილი მოსავლელია, გაგახარებთ ლამაზი ყვავილებით და სუნიც არაჩვეულებრივი აქვს.
ოქროსფერი ეპიპრემნუმი- იგი ასუფთავებს ჰაერს და ღრმა ძილისთვისაც განგაწყობთ. თანაც, ეს მცენარე არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.
- საინტერესო ფაქტი: ლავანდა და ჟასმინი სასიამოვნო სურნელის ფრქვევასთან ერთად, მწერებს აფრთხობენ.
სამზარეულო
ბაიზილკი- ამ საენელებლს ყველა დისახაილსი იცონსბ. თუმცა ბაიზილკი არმაოხოლდ პიაკტნურ გემოს ანჭიბეს სამჭლეს, არამედ არჩაევლუბეირავდ მომქდებეს გაწნოყაბეზც. იდაეულრ ეფექტს იძლევა ლიენულლი - შეანრეით, როემსლაც შეცივას ბაიზილიკ. ის აფქრევვს არჩაევლუბეირვ სუნრლესა და ენრეიგსა.
რომზრანი- როზმარინს ძლიერი გამათბობელი თვისებები აქვს, ის სისხლის მიმოქცევას და ნერვულ სისტემას ააქტიურებს. როზმარინის ბუჩქი არა მხოლოდ დეკორატიულია. ეს არის უძლიერესი ჰაერის ფილტრი! საკმარისია მის ფოთლებს ხელი გადაუსვათ მაშინვე არომატული და ბაქტერიებისათვის გამანადგურებულ სურნელით აივსება მთელი ოთახი. მისი მიღება შეიძლება როგორც შინაგანად, მაგალითად, ჩაის სახით, ისე გარეგანად, ზეთის ან ესენციის სახით.
სტეფანოტისი- სამზარეულოს ჰაერს აჯანსაღებს. კარგი მოვლის შემთხვევაში მთელი წლის განმავლობაში თეთრად ყვავილობს.
არაფერი უხდება სამზარეულოს ისე, როგორ მცენარე, რომელიც კულინარიაშიც გამოიყენება. ასეთი კიდევ საკმაოდ ბევრია.
- საინტერესო ფაქტი: სენპოლია- სახლიდან ჭიანჭველებს დევნის.
დრაცენა- დრაცენა ჰაერიდან შთანთქავს: ბენზოლს, ქსილოლს, ტოლუოლს ანეიტრალებს მავნე ნივთიერბებს, რომლითაც გარემოს აბინძურებენ პრინტერები, ქსეროქსის მანქანები. გარდა ამისა, დრაცენას დამამშვიდებელი და სტრესის მომხსნელი ეფექტიც აქვს.

პალმა- წმენდს ჰაერს ამიაკისგან, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა აბაზანაში ქიმიური წმენდის ჩატარების შემდეგ.
აგლაომენა- ასუფთავებს ჰაერს ფორმალდეჰიდსგან, რომელიც კოსმეტიკურ პროდუქტებში გვხვდება. მისთვის საუკეთესო ადგილი საშხაპის გვერდითაა.
ინგლისური სურო- შეუძლია გაფილტროს ფორმალდეჰიდი,რომელიც შედის სახლის საწმენდ საშუალებებში.
გვიმრა- სააბაზანო ოთახის გამწვანებისთვის, საუკეთესო მცენარე გვიმრაა.მოქმედებს როგორც ბუნებრივი დამატენიანებელი, ნეფროლეპი ერთგვარი ცოცხალი "ჰაერის ფილტრის" როლს ასრულებს. კერძოდ, ითვლება, რომ ამ მცენარეს შეუძლია აითვისოს და გაანეიტრალოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ქსილენი, ტოლუოლი და ფორმალდეჰიდი. გარდა ამისა, ითვლება, რომ ნეფროლეფსი ამცირებს ჰაერში პათოგენური მიკრობების რაოდენობასაც.

ზღვის სანაპიროზე ცხოვრება - ინვესტიცია თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაში
ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ზღვის ჰაერის გავლენა ჯანმრთელობაზე შეუფასებელია
სტაბილური შემოსავალი და მაღალი ზრდა - სწორი კომერციული ფართი, სწორი ინვესტიცია
თუ გსურთ თქვენი ბიზნესი გააფართოვოთ ან ახალი პროექტის დაწყება, "ალფა სალხი“ გთავაზობთ იდეალურ ფართებს გლდანში და დიდი დიღომში
დღეში რამდენ საათს კარგავ საცობში? - აი, რატომ უნდა იყიდო პარკინგი
სტატისტიკის მიხედვით, საცობებში ყოველი მოქალაქე დღეში საშუალოდ 45 წუთს ან მეტს კარგავს, მაგრამ ეს
შეკვეთილი - პატარა კურორტის დიდი შესაძლებლობები
შეკვეთილი, პატარა და მშვიდი ზღვისპირა კურორტი, სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციებისთვის
საკუთარი ჭერი ყველას! - ამისთვის ბევრი არაა საჭირო!
მცირე ბინები - დიდი პერსპექტივა