სიახლეები
როგორ მოაქვს შეკვეთილის უძრავ ქონებას სტაბილური შემოსავალი?
შეკვეთილი ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წერტილად იქცა. თუ გაინტერესებთ, რა ხდება უძრავი ქონების ბაზარზე, შეკვეთილი ახლა ზუსტად იმ ეტაპზეა, რა ეტაპზეც ბათუმი იყო 10 წლის წინ.
ბათუმში ახლა ზღვის პირველ ზოლში ანალოგიური ხარისხის პროექტში ბინის ფასი 2,500$-დან იწყება, მაშინ, როცა შეკვეთილში ბინის შეძენა 1,300$-დან შეგიძლიათ. როგორც კი კურორტზე ინფრასტრუქტურა ბოლომდე განვითარდება და ამის წინაპირობა ახლა მიმდინარე მასშტაბური მშენებლობებია, აქ შეძენილი ბინა ავტომატურად, მკვეთრად გაძვირდება.
მოდით, დეტალურად განვიხილოთ, რატომ არის "ალფა სახლი შეკვეთილში“ ამჟამად ყველაზე ჭკვიანური საინვესტიციო გადაწყვეტილება ზღვისპირეთში.
მაღალმხარჯველუნარიანი დამსვენებელი და 70%-ით ნაკლები ცვეთა
საიდუმლო არ არის, რომ შეკვეთილში ისვენებს მაღალი საფასო კატეგორიის მომხმარებელი, რომლისთვისაც მთავარია სიმშვიდე.
აქ მდებარეობს სასტუმროები (მაგალითად, "პარაგრაფი“ და მალე "VR შეკვეთილი“), სადაც ერთი ღამე ათასობით ლარი ღირს. ეს ქმნის საოცარ საინვესტიციო გარემოს: ბევრი დამსვენებელი, რომელსაც სურს პარაგრაფის ინფრასტრუქტურის (რესტორნების, აუზების) გამოყენება, თუმცა იქ კოლოსალური თანხის გადახდა არ უნდა, თქვენი ბინის იდეალური მომხმარებელი ხდება.
მარტივი მათემატიკაა: თუ სხვა საკურორტო ზონებში ბინა დღეში 50-70 ლარად ქირავდება, შეკვეთილში ფასი 150 ლარიდან იწყება. შესაბამისად, წლიური დატვირთვა მხოლოდ 33%-იც რომ გქონდეთ, ზუსტად იმავე თანხას გამოიმუშავებთ, რასაც სხვაგან, ოღონდ თქვენი ბინის ცვეთა 70%-ით ნაკლები იქნება. ნაკლები დამსვენებელი, ნაკლები ამორტიზაცია და მეტი შემოსავალი ეს ინვესტორისთვის იდეალური ფორმულაა.
ბინა და არა "აპარტამენტი", ზედმეტი ხარჯების გარეშე
ზღვისპირეთში პროექტების უმეტესობა იყიდება როგორც "სასტუმროს ტიპის აპარტამენტი“. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
აპარტამენტის სტატუსის დროს კომუნალური გადასახადები (დენი, წყალი) გაცილებით ძვირია (კომერციული ტარიფი). ამას ემატება ე.წ. „მოვლა-პატრონობის“ სავალდებულო, ყოველწლიური მოსაკრებელი (რაც დიდ კომპლექსებში 500$-მდეც კი ადის) და ქონების გადასახადი. საბოლოოდ, თქვენი გამომუშავებული თანხის დიდი ნაწილი ისევ კომპლექსის ხარჯებში მიდის.
"ალფა სახლი შეკვეთილში“ კი ჩაბარებულია, როგორც საცხოვრებელი კორპუსი და აქვს ბინის სტატუსი. თქვენ იხდით ზუსტად ისეთ კომუნალურებს, რასაც თქვენს საკუთარ სახლში და თავიდან ირიდებთ ყველა ფარულ თუ სავალდებულო მოსაკრებელს. ზღვის პირველ ზოლში ეს ნამდვილი ფუფუნებაა.
მხოლოდ 32 მობინადრე - თქვენი ხმა აქ ისმის
დაფიქრდით, როგორია ქონების მართვა ისეთ კომპლექსში, სადაც ათასობით მეზობელი გყავთ. იქ საერთო ენის გამონახვა შეუძლებელია, ამიტომ გადაწყვეტილებებს მენეჯმენტი ავტონომიურად იღებს და თქვენ უბრალოდ წესებს გიმტკიცებენ.
"ალფა სახლში“ სულ 32 ბინაა. ეს ნიშნავს მჭიდრო, კომფორტულ და ელიტურ სამეზობლოს. 32 მეზობელში მოლაპარაკება, წესების დადგენა და გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივია. აქ თქვენი ხმა არ იკარგება და თქვენი ქონების მართვაზე სრული კონტროლი გაქვთ.
დასრულებული პროექტი - მომენალური უკუგება
როცა ინვესტიციას აკეთებთ, დრო ფულია. "ალფა სახლი შეკვეთილში“ დასრულებული პროექტია. ეს ნიშნავს, რომ შეძენისთანავე შეგიძლიათ დაიწყოთ რემონტი და უკვე ამ სეზონზე გააქირავოთ ბინა. თქვენ არ გიწევთ წლობით ლოდინი, სანამ პროექტი აშენდება, განხორციელებული ინვესტიციიდან მოგების დაგენერირებას მყისიერად იწყებთ.
ლოკაცია, რომელიც ყველაფერს ცვლის
პროექტი ზღვის პირველ ზოლში, სანაპიროდან სულ რაღაც 100 მეტრში მდებარეობს და გარშემორტყმულია ფიჭვნარით, რაც სუფთა ჰაერისა და უნიკალური მიკროკლიმატის გარანტიაა. იქვეა დენდროლოგიური პარკი, მუსიკოსთა პარკი და Black Sea Arena. ბათუმიდან სულ რაღაც 45 წუთი გაშორებთ, ხოლო ურეკიდან 10 წუთი.
თუ ეძებთ ადგილს, სადაც თქვენი ინვესტიცია მუდმივად გაიზრდება, ხოლო დასვენების დღეებს ელიტურ და მშვიდ გარემოში გაატარებთ, "ალფა სახლი შეკვეთილში“ თქვენი იდეალური არჩევანია.
როგორ მუშაობს შიდა განვადება და როდის არის ის კარგი არჩევანი?
შიდა განვადება ბინის შეძენას უფრო მოქნილ და ეტაპობრივ პროცესად აქცევს. გაიგეთ, როგორ მუშაობს ეს მოდელი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა შესაძლებლობებს გთავაზობთ "ალფა სახლის“ პროექტები.
რატომ ირჩევენ დიდ დიღომს? - უბნის მთავარი უპირატესობები და მომავლის პოტენციალი
რატომ გახდა დიდი დიღომი თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება? გაიგეთ, რა უპირატესობები აქვს უბანს, როგორ ვითარდება ინფრასტრუქტურა და რა უნდა გაითვალისწინოთ ბინის შეძენამდე
რატომ უნდა შეიძინო ბინა დიდ დიღომში?
რატომ ხდება დიდი დიღომი ბინის შესაძენად სულ უფრო საინტერესო არჩევანი და რა უნდა გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებამდე.?
დასვენება და დამატებითი შემოსავალი - რატომ უნდა შეიძინოთ უძრავი ქონება შეკვეთილში
ინვესტიცია შეკვეთილში - გრძელვადიანი ფინანსური სარგებელი და უალტერნატივო ცხოვრების ხარისხი.
ურბანული ევოლუცია - რატომ ამბობს თბილისი უარს ტრადიციულ კორპუსებზე და ირჩევს "სხვა უბანს“?
დაზოგე დრო და ნერვები "სხვა უბანში“ - სრულად მზა კომუნიკაციები, მოწესრიგებული ლობი და ინფრასტრუქტურა, რომელიც შენს ყოველდღიურობას ამარტივებს.