სიახლეები
როგორ გახადოთ სახლი უფრო მყუდრო შემოდგომისთვის
შემოდგომამ უკვე მტკიცედ განაცხადა თავის მოსვლის შესახებ და შემოიტანა ცივი, სუსხიანი ამინდები. შემოდგომის დადგომასთან ერთად ყველას სახლში უფრო მეტი დროის გატარება გვინდა. სიმყუდროვეში, კომფორტში და სითბოში ცხელი ჩაის დალევა, საინტერესო წიგნების წაკითხვა და ფილმების ყურება. შემოდგომა -ზამთრის სეზონისთვის არა მხოლოდ გარდერობი, არამედ სახლიც ექვემდებარება განახლებას - ის უნდა გახდეს უფრო მყუდრო, თბილი და სტუმართმოყვარე.
რა არის საჭირო სახლის საშემოდგომო ტრანსფორმაციისთვის:
მეტი ტექსტილი
თბილი ქსოვილების დრო შემოდგომაზე მოდის: ფუმფულა ნაქსოვი პლედები, ხალიჩები, ბალიშები და სქელი ფარდები ქმნის მყუდრო გარემოს. შემოიტანეთ ინტერიერში შემოდგომის ფერები: ყავისფერი, მდოგვის ფერი, შავი, ოქროსფერი, ნაცრისფერი და ნარინჯისფერი.

თბილი განათება
როდესაც დღის ხანგრძლივობა იწყებს კლებას და იზრდება მოღრუბლული დღეების რაოდენობა ამ დროს გვინდა, რომ სახლში განათება იყოს მყუდრო და თბილი. შექმენით რბილი და თბილი შუქის მეტი წყარო - მაგიდის სანათები, ტორშერები და სურნელოვანი სანთლები. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გარე განათება წერტილოვანი პატარა ნათურები, რომლებიც შეგიძლიათ დაკიდოთ ფანჯრებზე, დივნის უკან ან თუნდაც საძინებელში საწოლზე.

შემოდგომის ფერები
შემოდგომა მშვენიერი დროა სახლში თბილი ფერების შემოსატანად, ვინაიდან შემოდგომის ფერთა პალიტრა მოიცავს თბილ, მყუდრო ფერებს. შემოდგომის ფერებში გადაწყვეტილი ქსოვილები, აქსესუარები, ყვავილები სახლში დამატებით სიმყუდროვეს და სითბოს შემოიტანს.
ყავისფერი, მდოგვის ფერი, შავი, ოქროსფერი. ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ზეთისხილის ფერი, ატმისფერი, ბადრიჯნისფერი- შემოდგომა ზუსტად ყველა ამ და კიდევ უამრავ სხვა ფერს გვთავაზობს.
ამ ფერებში შეიძლება იყოს არა მარტო ტექსტილი არამედ სხვადასხვა დეკორატიული თუ ყოველდღიური გამოყენების ნივთები : ლარნაკი, სამზარეულოს ჭურჭელი, სასანთლეები და სხვა უამრავი სახლის აქსესუარი.

შემოდგომის დეკორი
რა შეიძლება იყოს უფრო ლამაზი, ვიდრე ბუნების ულამაზესი საჩუქარი - ყვავილები. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ქოთნის ულამაზესი და ფერდი ყვავილები ან გამომშრალი ფერადი და სურნელოვანი ყვავილები.
შემოდგომის დეკორაციად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ხილი, რომელსაც ეს სეზონი უხვად გჩუქნით. ყურძენი, ვაშლი, მსხალი, ატამი, ქლიავი, გოგრა და სხვა უამრავი ფერადი, ლამაზი და გემრიელი ხილი- დააწყვეთ ხილის თასები სამზარეულოში და მისაღებში, თაროებზე, მაგიდაზე.
თანამედროვე სახანძრო სტანდარტები საქართველოში - ავტოსაშხეფი სისტემა და 41-ე დადგენილება
41-ე დადგენილება და ავტოსაშხეფი სისტემა – თქვენი ბინის უსაფრთხოების ყველაზე სანდო გარანტია
"სხვა უბანი“ - დიდ დიღომში კომერციული ფართების ახალი სტანდარტი
დიდ დიღომში საცხოვრებელი სივრცე სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ "ალფა სახლის“ სხვა უბანი არ
რატომ უნდა იყიდოთ უძრავი ქონება ახლავე? - ფასების პროგნოზი და ბაზრის ტენდენციები
გაიგეთ, რატომ ღირს ბინის შეძენა ახლავე, როგორ იზრდება ფასები და როგორ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი თქვენი ინვესტიციით
სამშენებლო შეცდომები, რომლებსაც საქართველოში ყველაზე ხშირად უშვებენ
არასწორი ბიუჯეტი, ნიადაგის კვლევის გამოტოვება, უხარისხო მასალები, ზედამხედველობის ნაკლებობა და საინჟინრო კომუნიკაციების პრობლემები
გამოიყენე უნიკალური შანსი - დიდი ბინა ხელმისაწვდომ ფასად
დიდი ბინა - მეტი კომფორტი, შესაძლებლობა და შანსი!