სიახლეები

7 მწვანილი სახლის პირობებში მოსაყვანად
სახლში, ფანჯრის რაფაზე, შეგიძლიათ გააშენოთ სასარგებლო მწვანილის მთელი ბაღი, თუნდაც ჩვეულებრივ ქალაქის ბინაში ცხოვრობთ.
მწვანილები, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ, ჯანმრთელობასაც სარგებელს მოუტანს და თქვენ კერძებს უნიკალურ გემოსა და არომატს შემატებს.ასევე გახსოვდეთ რომ, მწვანილები მოკრეფიდან ოცდაათი წუთის განმავლობაში კარგავენ კვებითი ღირებულების ნახევარს, ამიტომ სახლში საკუთარი მწვანილის მოყვანა მათგან მაქსიმალური სარგებლის მიღების საუკეთესო საშუალებაა.
როზმარინი
როზმარინი უნივერსალური მცენარეა. იგი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, როგორც ანტისეპტიკური და ნივთიერებათა ცვლის მასტიმულირებელი საშუალება. როზმარინის ზეთი მრავალი კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაშია, ხოლო კულინარიაში იგი ბოსტნეულის, ხორცის, თევზის, სალათების, მაკარონის და სასმელების სანელებლად გამოიყენება.
ხალხურ მედიცინაში როზმარინის ფართო მოხმარება საუკუნეებს ითვლის. მცენარე შეიცავს ურსულის მჟავას - ნივთიერებას, რომელიც ასაკის მატების მიუხედავად, ტვინს ასტიმულირებს. ის ასევე ხელს უშლის აცეტილქოლინის დონის დაცემას -რაც ემსახურება ტვინის იმ უჯრედებს, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებასა და კომუნიკაციაზე
იმისათვის, რომ როზმარინმა ფესვები გაიდგას და დეკორატიული ეფექტი არ დაკარგოს, საჭიროა მცენარის სწორად დარგვა და სეზონისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.
როზმარინისთვის საუკეთესო პირობებია: ნათელი, მზიანი ოთახი და ხშირი მორწყვა.
ბეგქონდარა
ბეგქონდარა საოცარ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე.
ის მდიდარია თიმოლითა და ეთერზეთებით, რომელთაც სოკოს საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები აქვთ. ბეგქონდარა პირველი წამალია მწერთა ნაკბენების, დამწვრობებისა და ჭრილობების სამკურნალოდ.
ბეგქონდარა აადვილებს საკვების მონელებას. ბეგქონდარა ხსნის დაღლილობას და ამაღლებს გუნება-განწყობას. მცენარის ფოთლებში უხვადაა კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა და სელენი. მცენარე მდიდარია აგრეთვე A ვიტამინით, რომელსაც ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია.
ბეგქონდარას გასაზრდელად შეგიძლიათ თესლი ან კალამი გამოიყენოთ. ზამთარში მცენარე სჯობს აივანზე გაიტანოთ. თუ ოთახში დატოვებთ, მაშინ შესაფერისი განათებით უნდა უზრუნველყოთ. მას არ უყვარს უხვი მორწყვა.
ბაზილიკი (შაშკვლამი)
ბაზილიკი მწვანე ოვალურფოთლებიანი, სპეციფიკური არომატის მქონე მცენარეა, მისი 6 სახეობა არსებობს. ამ სახეობის ბაზილიკს ჩვენთან შაშკვლამად უფრო იცნობენ.
ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შინაური მცენარეა. მას აქვს ძალიან სასიამოვნო მენთოლის სურნელი. ფართოდ გამოიყენება კულინარიაში.
ბაზილიკი შეიცავს დიდი რაოდენობით B6 ვიტამინსა და მაგნიუმს. მაგნიუმი აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და მნიშვნელოვნად აქვეითებს გულის შეტევათა განვითარების რისკს.
მწვანე ბაზილიკი პოპულარულია ევროპაში: იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი. ამ ქვეყნებში ბაზილკს სალათებსა და ყველა ცივ კერძში, ასევე გამომცხვარ ნაწარმში იყენებენ. მზარეულები მცენარეს პიტნის არომატის და გამაგრილებელი გემოს გამო აფასებენ.
ბაზილიკი იტალიური სოუსის, პესტოს მთავარი ინგრედიენტია. მწვანე ფოთლები პომიდორს და ყველს შესანიშნავად ეთავსება.
ბაზილიკი იზრდება სწრაფად და რეგულარულად სჭირდება მორწყვა, რომ ფესვები არ გამოუშრეს. ის სითბოს მოყვარული მცენარეა. განურჩევლად იმისა, ქოთანში დათესავთ თუ გარეთ, ბაღში – თბილი, მზიანი ადგილი უნდა შეურჩიოთ.
ოხრახუში
ოხრახუში, გარდა იმისა, რომ კერძების ტრადიციული საკაზმია, უნიკალური სამკურნალო საშუალებაცაა. ეს მწვანილი მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს ქლოროფილს, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ცოცხალ ორგანიზმში სისხლის წარმოქმნის პროცესის ნორმალურად წარმართვა. ქლოროფილი რკინასთან ერთად სისხლის შემადგენლობაზეც აგებს პასუხს. იმასაც შეგახსენებთ, რომ თუ დღეში 50 გრამ ახალ ოხრახუშს მიირთმევთ, ჩ ვიტამინის სადღეღამისო მარაგს შეივსებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი და სასარგებლო კი ოხრახუშის წვენის რეგულარული სმაა.
მიწაში ოხრახუშის თესლები 0.5 სანტიმეტრზე უფრო ღრმად არ უნდა ჩარგოთ. დადგით მისი ქოთანი ბნელ კუთხეში და მორწყეთ ყოველ მეორე დღეს. ფოთლების გაჩენის შემდეგ გადადგით ოხრახუში ფანჯარასთან.
ქინძი
ქინძი შეიცავს ვიტამინ კაროტინს, ეთერზეთებს, ასევე B1 და B2 ვიტამინებსა და კალიუმს. მის თესლში 2 პროცენტამდე ეთერზეთი და ბევრი სხვა სასარგებლო ნივთიერებაა. ის ასტიმულირებს ნერვულ სისტემას.
ქინძის ფოთლებისა და თესლის ნახარში ბრონქიტისა და ფილტვების ანთების დროს საუკეთესო ამოსახველებელი საშუალებაა. მისი თესლის ნახარში ხელს უწყობს ცხიმის დაშლას და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.
ქინძის თესლები მსუბუქ ნიადაგში უნდა ჩარგოთ. მორწყეთ რეგულარულად. ის ძალიან სწრაფად იზრდება.
კამა
კამა ეთერზეთებით მდიდარი ერთწლიანი მცენარეა. გამოირჩევა სასიამოვნო და ამავე დროს ძლიერი არომატით. მისი თესლი, ისევე როგორც თვითონ მცენარეც, შეიცავს სურნელოვან ეთერზეთებს. ოს მადის აღმძვრელი საუკეთესო საშუალებაა და საკვების სწრაფ და სრულფასოვან მონელებას ასტიმულირებს. გარდა ამისა, კამა ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა. შეიცავს დიდი ოდენობით C, B1, B2, PP, P ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და სხვა მიკროელემენტთა მარილებს. კამას შეუძლია არტერიული წნევის დაწევა, ეფექტურია ათეროსკლეროზის სამკურნალოდ, თავის ტკივილისას, თირკმლის ან ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვების დროს.
კამას მზის შუქი და რეგულარული მორწყვა უყვარს.
პიტნა
პიტნის ძირითადი კომპონენტი ეთერზეთი მენთოლია, რომელსაც სასიამოვნო სუნი და გამაგრილებელი ეფექტი აქვს. მცენარის ფოთლებში მენთოლი 2,2-2,75%-ია,. პიტნის ფოთოლი ასევე მდიდარია კაროტინით (40 მგ-მდე), ფლავონოიდებით, ბეტაინით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით.
პიტნა კარგად ადუნებს ადამიანის ორგანიზმს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას. მისი ნაყენი, ნახარში ან პიტნის ჩაი წარმატებით გამოიყენება უძილობასთან ბრძოლისთვის. ნევრალგიების, კბილის ტკივილისას, სტენოკარდიისას, ის გამოიყენება, როგორც ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
დათესეთ 12-15 სანტიმეტრის სიმაღლეზე და მორწყეთ კვირაში სამჯერ.
გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში
ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის
საკუთარი სახლი კორპუსში - შესაძლებლობა, რომელსაც დუპლექსი გაძლევთ!
თუ თქვენ ეძებთ სახლს, რომელიც პასუხობს მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს, სწორედ დუპლექსი იქნება თქვენი არჩევანი
რატომ არის აუცილებელი ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია?
ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არის ნაბიჯი, რომელიც საკუთრებას უბრალო ქაღალდზე აღარ ტოვებს — არამედ მას რეალურ, დაცულ და სრულფასოვან აქტივად აქცევს.
რა არის ჭკვიანი სახლი და რატომ ხდება ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი?
ეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ტრენდი, არამედ თანამედროვე ცხოვრებაზე ადაპტირებული, პრაქტიკული გადაწყვეტაა
უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს — ალფა სახლის წარმატების მაგალითი
"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით