სიახლეები

5 რჩევა თქვენი სახლის გასალამაზებლად
ის როგორ ჩვენ ვცხოვრობთ, ვმუშაობთ და ვურთიერთობთ ერთმანეთთან პროფესიულ თუ სოციალურ ასპექტში უკვე დიდიხანია შეიცვალა სახლი უკვე აღარ არის უბრალოდ პირადი სივრცე, რადგან ის იქცა ადაპტირებად სივრცედ, რომელსაც შეუძლია მრავალი ფუნქციის შესრულება. სწორედ ამიტომ ბინის მოწყობისას უკვე გასათვალისწინებელია ახალი საცხოვრებლისა და სამუშაო ადგილების დაგეგმვა.
ამ ბლოგში ჩვენ შევიკრიბეთ ყველაზე აქტუალური რჩევები პროფესიონალებისგან რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ გახადოთ თქვენი სახლი ლამაზი და კომფორტული.
დაამატეთ ტაქტილური დეტალები
„ტაქტილური მახასიათებლები, როგორიცაა პატარა ნაკლოვანებები ნივთების ზედაპირზე მას მეტ ხიბლსა და ინდივიდუალიზმს სძენს- ამტკიცებს ბრაჰმან პერერა, ავსტრალიელი დიზაინერი — ინტერიერის გაჯერება ხელით ან გარკვეული ტექნიკით გაკეთებული დეკორატიული დეტალებით მირჩევნია. ეს შეიძლება იყოს ხელნაკეთი ხის ავეჯი და აბაზანის აქსესუარები.”
გამოიყენეთ ბუნებრივი ქვა
„მე ვიტყოდი, რომ მომავალში უფრო და უფრო მეტ მარმარილოს ვიხილავთ. თუმცა, ის უნდა იქნას გამოყენებული რაციონალურად და არა როგორც ყველაფერში და ყველგან “ - გვირჩევს ტამსინ ჯონსონი.
ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული ავეჯი აქტუალურობას არასდროს არ კარგავს.
მკაფიოდ გამოყავით სამუშაო და დასასვენებელი სივრცე
ლე კორბუზიე საუკუნის წინ წერდა, რომ სახლი ეს არის სახლი არის სიცოცხლის მანქანა - მისი ეს სიტყვები დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. თანამედროვე დიზაინერები პანდემიის შემდეგ თავიანთ მომხმარებლებს ურჩევენ გამოყონ სამუშაო და მოსასვენებელი სივრცე ერთმანეთისგან. ეს საშუალებას მოგცემთ დასვენებისას არ იფიქროთ სამუშაოზე და პირიქით მუშაობის პროცესში არ მოგინდეთ დივანზე წამოწოლა და ფილმის ყურება.
მოაწყვეთ თქვენი სახლი ადგილობრივი წარმოების ავეჯით
საერთაშორისო კომპანიების ავეჯი სულ უფრო ძვირდება და მიწოდებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ამიტომ რეკომენდირებულია მოძებნოთ ადგილობრივი მწარმოებლები და დიზაინერები. დროა მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ დიზაინერებს, მწარმოებლებსა და ხელოსნებს, ასევე ადგილობრივ ბრენდებს, რომლებიც აგრძელებენ პოპულარობის მოპოვებას და წარმატებით განვითარებას.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენეთ მეორადი ავეჯიც. ანტიკვარიატი თანამედროვე ნივთებთან ერთად ქმნის იმ ფაქტობრივ კომბინაციებს, რომლებიც დამახასიათებელია ახალი მრავალშრიანი ინტერიერისთვის.
ეკლექტიკური კომბინაციები
უჩვეულო და ორიგინალური ეკლექტიკა ინტერიერის დიზაინში, საცხოვრებელ თუ სამუშაო სივრცეში, მყუდრო ატმოსფერო და მდიდრულ ატმოსფეროს ქმნის. ის სტილებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე რთულია, მაგრამ ყოველთვის თვალშისაცემი და ორიგინალურია.
ეკლექტური სტილის მთავარი თვისება არის თავისუფლება, რაც გამოხატულია სხვა სტილებისათვის დამახასიათებელი ელემენტების არსებობით.
როგორც წესი ასეთი ინტერიერი მოიცავს ორს, სამს მაქსიმუმ ოთხი სხვადასხვა სტილის დეტალებს, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია ზოგადი პრინციპებით, წარმოშობით, მსგავსი ნიმუშებითა და სხვა დეტალებით.
ბინა "სხვა კარკასით" – როცა არ გინდა დროისა და ფულის კარგვა
"ალფა სახლის" მიერ შემოთავაზებული „სხვა კარკასი“ ახალ სტანდარტს გულისხმობს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ე.წ. თეთრი ან მწვანე კარკასისგან
კომერციული ფართი გლდანში – ინვესტიცია მომავლისთვის "ალფა სახლისგან“
წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ყველაფერი უკვე მზადაა თქვენი ბიზნესის დასაწყებად!
გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში
ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის
საკუთარი სახლი კორპუსში - შესაძლებლობა, რომელსაც დუპლექსი გაძლევთ!
თუ თქვენ ეძებთ სახლს, რომელიც პასუხობს მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს, სწორედ დუპლექსი იქნება თქვენი არჩევანი
რატომ არის აუცილებელი ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია?
ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არის ნაბიჯი, რომელიც საკუთრებას უბრალო ქაღალდზე აღარ ტოვებს — არამედ მას რეალურ, დაცულ და სრულფასოვან აქტივად აქცევს.