back-arrow
ხართ თუ არა მზად ბინის შესაძენად?
10.08.2022 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

ხართ თუ არა მზად ბინის შესაძენად?

ფიქრობ, რომ მზად ხარ ბინის შესაძენად, მაგრამ ეჭვები მაინც გაქვს? - ეს სავსებით ბუნებრივია, ასე რომ, არ იდარდოთ. ახალი საცხოვრებლის შერჩევა მარტივი ამბავი  ნამდვილად  არაა, რადგან ამ დროს უამრავი დეტალი უნდა გაითვალისწინო: იპოთეკით აპირებ ყიდვას თუ მის გარეშე? ახალაშენებულ კომპლექსში გინდათ ბინის შეძენა თუ ძველში? გადაწყვეტილების მიღებამდე ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად გესმოდეს, რამდენად რისკიან გადაწყვეტილებას იღებთ.  

მაშ ასე, რითი დავიწყოთ:

  • გამოთვალეთ რამდენი ფული გჭირდებათ

პირველი რაშიც უნდა დარწმუნდეთ არის ის, თუ ფინანსურად რამდენად მზად ხართ სახლის შესაძენად. ბინის  შეძენა, მისი მოწყობა და შენახვა თქვენგან ფინანსურ სტაბილურობას მოითხოვს.  თუ იპოთეკური სესხის აღებას აპირებ, მაშინ უნდა გქონდეს სტაბილური შემოსავალი, კარგი საკრედიტო ისტორია. კარგი იქნება, თუ დაიწყებ დანაზოგის გაკეთებას და მაქსიმალურად ეცდები ბინის შეძენამდე არსებული სესხების დაფარვას.
ბინის ფასს ძირითადად მისი ადგილმდებარეობა განსაზღვრავს , ამიტომ უბნის შერჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ისეთი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ყიდვის შემდეგ ვეღარ შეცვლით, მაგრამ უბნის არჩევამდე თქვენ უნდა განსაზღვროთ პრიორიტეტები, რადგან თუ თქვენ გჭირდებათ დიდი ფართი და არ გაქვთ საჭირო თანხა მაშინ მოგიწევთ დათმობაზე წასვლა და ადგილმდებარეობის ხარჯზე თქვენთვის ხელმისაწვდომი ადგილის შერჩევა (მაგალითად: ერთი და იმავე ფასად დიღომში უფრო დიდ ბინას შეიძენთ ვიდრე ნუცუბიძეზე). 
პრიორიტეტების განსაზღვრის შემდეგ ადგილმდებარეობის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ: დადის თუ არა სახლთან ახლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის თუ არა ახლოს სკოლა, ბაღი თუ სპორტული მოედნები პარკები და სახვა თქვენთვის მნიშვნელოვანი ობიექტი. ასევე კარგია თუ ფეხითაც დაათვალიერე არჩეული უბანს და ისე მიიღე საბოლოო გადაწყვეტილებას.

  • გაითვალისწინეთ დროის ფაქტორი

თუ არ გეჩქარებათ ბინის შეძენა, მაშინ უმჯობესია თუ არჩევანს მშენებარე კორპუსზე შეაჩერებთ. ფასის გარდა, ასეთ საცხოვრებელს სხვა უპირატესობები აქვს: ახალი კომუნიკაციები, თანამედროვე, თქვენ გემოვნებაზე და საჭიროებებზე მორგებული განლაგება და რაც მთავარია სუფთა იურიდიული ისტორია.   
გარდა ამისა ახალ კორპუსებში ბინების უმეტესობა ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით, ამიტომ ბინის შეძენისას ასევე უნდა დაიანგარიშეთ რემონტის ხარჯიც. 

  •  და ბოლოს - არავითარი აურზაური და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები

დაიმახსოვრეთ მთავარი: ყიდულობთ ბინას, რომელშიც კიდევ მრავალი წელი იცხოვრებთ. ამიტომ ამ საკითხში ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ. 
აწონ-დაწონეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, განიხილეთ რაც შეიძლება მეტი შეთავაზება და დარწმუნდით, რომ  არჩეული ბინა აკმაყოფილებს თუ ყველა თქვენ მოთხოვნას არა უმრავლესობას მაინც. 
როდესაც პირველ სახლს ყიდულობ, აუცილებელია, იფიქრო იმაზე, თუ რას აპირებ მომდევნო წლები: დაფიქრდით შეიცვლება თუ არა რადიკალურად თქვენი ცხოვრების წესი?  შეძლებისდაგვარად განსაზღვრეთ აპირებთ თუ არა ოჯახის შექმნას? ხანგრძლივ მოგზაურობას? სამსახურის გამო სხვა ქალაქში გადასვლას? 

თუ ფიქრობ, რომ ახლო მომავალში თქვენი ცხოვრება საკმაოდ სტაბილური იქნება, მაშინ, თქვენ მზად ხარ ბინის შესაძენად.

როგორ შევქმნათ ბინაში დამატებითი სივრცე

ყველა ადამიანს სურს რომ საცხოვრებელი ბინა უფრო დიდ და ნათელი გამოჩნდეს

უძრავი ქონების ფასები იზრდება - რა ხდება ბაზარზე დღეს?

უძრავი ქონების ფასები იზრდება, დღეს თუ ბინა გაქვთ გაგიმართლათ, რადგან ფლობთ აქტივს, რომლის ფასი

რას ამბობს ფერები ჩვენ პიროვნებაზე ?

ინტერიერის შექმნისას მნიშვნელოვანია საკუთარ სურვილებსა და მიზნებზე ორიენტირებული სივრცის შექმნა, რომელიც თქვენ გემოვნებასა და ემოციურ ფონს მკაფიოდ გამოხატავს

შენი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი

სახლი ადამიანების ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი ადგილია, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების მრავალ ასპექტს

როგორ დავრწმუნდეთ სამშენებლო კომპანიის საიმედოობაში?

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სამშენებლო კომპანიის შერჩევისას