სიახლეები
როგორ მოვაწყოთ სივრცე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის?
სახლში ოთხფეხა მეგობრის ყოლა ყველა ადამიანის ოცნებაა, რომელიც ერთდროულად დიდ სიხარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა. თუ უკვე გაიჩინეთ ოთხფეხა მეგობარი, რომელიც თქვენ ცხოვრებაში უნდა შემოიყვანოთ წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ყველაფერი შეიცვლება. ამიტომ მნიშვნელოვანია ისე მოაწყოთ სახლი, რომ ოჯახის ახალ წევრს კომფორტული გარემო შეუქმნათ და თქვენც თავი მშვიდად იგრძნოთ.
მაშ ასე, რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა სახლში შინაური ცხოველი გყავთ:
მნიშვნელობა არ აქვს რა ასაკის, ზომის ან ტიპის შინაური ცხოველი გყავთ, ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი დასასვენებელი ადგილი, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს. შესაბამისად მოგიწევთ ისეთი ნივთების შეძენა, რომელიც თქვენ სახლში შეუცვლელ ადგილს დაიმკვიდრებენ. მაგალითად: საწოლი, გალია, პატარა ჯამები და სხვადასხვა სათამაშოები.

- შეარჩიეთ შესაბამისი ფერები და პრინტი
ფერებს არამხოლოდ ადამიანის, არამედ ცხოველის განწყობაზე დიდი გავლენა აქვს. ეცადეთ უფრო ღია და ნაკლებად დატვირთული ფერებზე შეაჩეროთ არჩევანი და უპირატესობა საღებავს მიანიჭეთ, რადგან ის ცხოველებს ნაკლებად იზიდავს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ხრიკი, რომელსაც ხშირად მიმართავენ - ცხოველის ბეწვის ფერის ავეჯის შერჩევა, რათა მათ ბეწვი მკვეთრად არ დაეტყოს ყველაფერს. რაც შეეხება ავეჯის ტექსტილს შეარჩიეთ გამძლე და ადვილად გასაწმენდი ზედაპირის მქონე ნივთები.
- შექმენით ორგანიზებული სივრცე
სივრცის ორგანიზება დროის და ენერგიის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა. ბინაში ცხოველის ყოლისას ეს მეთოდი ძალიან გამოგადგებათ, რადგან გეცოდინებათ სად რა დევს და სად არის შინაური ცხოველის ძირითადი სივრცე. მაგალითისთვის კარგი იქნება თუ საბელს და საყელურს კართან ახლოს ჩამოგკიდებთ, წყლისა და საჭმლის ჯამს ერთ ადგილას განათავსეთ და არ შეცვლით მის მდებარეობას.

- ეცადეთ უფრო კომფორტული და გადასაადგილებლად მოქნილი სივრცე შექმნათ
ოთხფეხა მეგობრის ყოლის შემთხვევაში, სივრცე მოქნილი და კომფორტული უნდა იყოს, რათა ცხოველს მარტივად გადაადგილებისა და მოძრაობის საშუალება ჰქონდეს. შესაბამისად, თუ თქვენს სახლში ბევრი ავეჯი და დეკორიაა, ეცადეთ მათი რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანოთ და მინიმალისტური ინტერიერი შექმნათ.
კაპიტალი და ეკოლოგია - რატომ იქცა შეკვეთილი პრემიუმ კლასის საინვესტიციო ცენტრად?
ინვესტიცია შეკვეთილში - გრძელვადიანი ფინანსური სარგებელი და უალტერნატივო ცხოვრების ხარისხი.
ურბანული ევოლუცია - რატომ ამბობს თბილისი უარს ტრადიციულ კორპუსებზე და ირჩევს "სხვა უბანს“?
დაზოგე დრო და ნერვები "სხვა უბანში“ - სრულად მზა კომუნიკაციები, მოწესრიგებული ლობი და ინფრასტრუქტურა, რომელიც შენს ყოველდღიურობას ამარტივებს.
რატომ არის კომერციული ფართი გონივრული ინვესტიცია?
ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა
რატომ არის შეკვეთილი დღეს საუკეთესო ადგილი ინვესტიციისთვის?
ნახეთ, რატომ გახდა შეკვეთილი ტურიზმისა და ჭკვიანური ინვესტიციების ახალი ეპიცენტრი
მაღალი სართული - მითები უსაფრთხოებაზე და რეალური უპირატესობები
მაღალი სართული - გაიგეთ, რატომ არის სიმაღლე თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი: სუფთა ჰაერი, მეტი სინათლე და გარანტირებული უსაფრთხოება.