სიახლეები

სახლი ნუცუბიძეზე - ადგილი, რომელიც იქმნება შენთვის
თბილისში მშენებლობის ტემპი რომ ძალიან მაღალია ეს ყველამ ვიცით, ვერ იპოვით უბანს, სადაც სხვადასხვა შეთავაზებით არ აგიჭრელდებათ თვალები. ერთი შეხედვით არჩევანის გაკეთება ძალიან ძნელია - ჩნდება კითხვა, ვის ვენდო? რომელ უბანში ვიცხოვრო? რა მჭირდება სურვილების რეალიზებისათვის?
სახლის შეძენისას ყველა შეკითხვა ერთდროულად მოგდის თავში, რთულია მიხვდე საიდან დაიწყოთ. იმისთვის, რომ ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღოთ ცოტა ხნით დაივიწყეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კითხვა, ყველა ის რჩევა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ახლობლებისგან ან სხვადასხვა წყაროებიდან მიგიღიათ და დაფიქრდით, როგორი ცხოვრება გსურთ თავად თქვენ...
სახლი არის ადგილი, სადაც თქვენი ცხოვრების უმეტესი დროის გატარება გიწევთ, წარმოიდგინეთ, როგორი უნდა იყოს თქვენი ყოველდღიური ცხოვრება, რისი მიღება გსურს თითოეული დღისგან...
თქვენთვის იდეალური სახლის წარმოდგენისას, ხედავთ მშვიდ გარემოს, სიმწვანეში ჩაფლულ ლამაზ სახლს, აუზით და სატრენაჟორო დარბაზით, ეზოში თქვენი ოთხფეხა მეგობრით, რომელიც სამსახურიდან დაბრუნებულს ალერსით გეგეგებათ.
მაგრამ მერე ახელ თვალს და ხვდებით, რომ ქალაქში მსგავსი კომფორტული გარემოს შექმნა თითქმის შეუძლებელია...
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ქალაქი სულ უფრო ნაკლებად გვაძლევს ამის საშუალებას, საბედნიეროდ ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ისეთი სივრცეები, რომელიც ყველა პირობას გვთავაზობს იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრება ჯანსაღ, მყუდრო და კომფორტულ გარემოში გავატაროთ.
სახლი ნუცუბიძეზე - ალფა სახლის ახალი ეკო-მეგობრული პროექტია. თანამედროვე, აქტიური ადამიანების მოთხოვნები ჩვენ ინსპირაციად იქცა.
მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ დღეს ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჰარმონიული, კომფორტული, ეკოლოგიურად ჯანსაღი და ადაპტირებული გარემო.
ბოლო დროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ სახლი არის ადგილი, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად უნდა ვგრძნობდეთ. ადგილი, სადაც სრულფასოვნად შევძლებთ დასვენებას, რელაქსაციას, გართობას, ძალების აღდგენას და ამავდროულად პროდუქტიულ სამუშაო გარემოს შექმნას.
საკუთარ სივრცე ყველას სჭირდება, ჩვენ, ჩვენი ოჯახის წევრებს და რა თქმა უნდა ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს.
ალფა სახლის პროექტში ნუცუბიძეზე თამამად შეგიძლიათ ისეირნოთ, ივარჯიშოთ და ჩაისუნთქოთ სუფთა ჰაერი. ამავდროულად იდეალური გასართობი შესთავაზოთ თქვენ შვილებს საბავშვო მოედანზე, ხოლო თუ თქვენი ოთხფეხა მეგობრები აქამდე მეზობლების წუწუნის და უკმაყოფილების მთავარი მიზეზი იყვნენ იმის გამო, რომ მათ გასართობი სივრცის ბავშვებთან გაყოფა უწევდათ, ახლა ამ პრობლემას სამუდამოდ დაივიწყებთ, რადგან ალფა სახლში მათ სპეციალურად შინაური ცხოველებისთვის მოწყობილი სივრცე ელოდებათ.
პროექტის შექმნისას მთავარი ამოცანა იყო ეპასუხა თანამედროვე ეპოქის მოთხოვნების შესაბამის ცხოვრების სტანდარტებზე.
ალფა სახლი ნუცუბიძეზე არჩევის შემთხვევაში თქვენ ირჩევთ კომფორტს და ცხოვრების ახალ სტილს, სადაც დრო ყველაზე ძვირფასია.
გქონდეს სახლში 25 მეტრიანი საცურაო აუზი, სატრენაჟორო დარბაზი, ბავშვებზე და შინაურ ცხოველებზე მორგებული დიდი რეკრეაციული სივრცე და 24- საათიანი მაღალი ხარისხის მომსახურება - ეს უკვე სტანდარტია და არა ფუფუნება.
ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი ამიერკავკასიაში - "სხვა უბანი" დიდ დიღომში
გეძლევათ უნიკალური შანსი, შეიძინოთ ბინა წინასწარი შენაძენის გარეშე - თვეში მხოლოდ 890 ლარად!
ახალაშენებულ კორპუსში შესახლება – რა უნდა ვიცოდეთ და როგორ მოვიქცეთ?
ახალაშენებულ კორპუსში შესახლება მხოლოდ ახალი ბინის სიხარული კი არ არის, არამედ საერთო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებაც
აირჩიეთ ბინა მომავლის უბანში - „ალფა სახლში“ გლდანში!
მიიღე მომგებიანი გადაწყვეტილება
როგორ უნდა გადააქციო შენი რეკომენდაცია 300 ლარად?
სიახლე მობინადრეებისთვის
ხელოვნური ინტელექტი უძრავი ქონების სფეროში
ხელოვნური ინტელექტი (AI) სულ უფრო აქტიურად იკავებს ადგილს სხვადასხვა სფეროში - მათ შორის უძრავი ქონების ბაზარზეც