popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ თქვენთვის სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
ფერთა ტერმინოლოგია და მნიშვნელობა
12.09.2022 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

ფერთა ტერმინოლოგია და მნიშვნელობა

ინტერიერის საკუთარი ხელით შექმნისას, თქვენ წინ უამრავი საინტერესო თავგადასავალი გელით, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაჰყვეთ. ამ გზაზე თქვენი მთავარი ამოცანა, რომელიც უნდა შეასრულოთ არის საკუთარ სურვილებსა და მიზნებზე ორიენტირებული სივრცის შექმნა, რომელიც თქვენ გემოვნებასა და ემოციურ ფონს მკაფიოდ გამოხატავს. ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაში ფერები დაგეხმარებიან, რადგან მათ ადამიანის ცხოვრებაზე დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური გავლენა აქვთ. ფერებს შეუძლია შეცვალოს თქვენი განწყობა და აღძრას სხვადასხვა ემოცია - როგორც დადებითი ასევე უარყოფითი. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ფერის მიხედვით ადამიანის პიროვნების ამოცნობაც კი შეიძლება. ამიტომ ფერების მნიშვნელობის და მასთან დაკავშირებული ტერმინების ცოდნით მარტივად შექმნით მყუდრო ინტერიერს.

ფერები

ფერები ადამიანის აღქმაზე დიდ გავლენას ახდენს, სწორედ ამიტომ შეიქნა ფერთა წრე, რომელიც გვიჩვენებს ძირითად და დამატებით ფერთა შორის დამოკიდებულებას. მას იყენებენ ფერების სწორი კომბინაციების მოსაძებნად და სასურველი ემოციის შესაქმნელად. 

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

მთავარი ფერები

უნივერსალური ფერები, რომელთა მიღება შეუძლებელია შერევით არის: 

  • წითელი;
  • ყვითელი;
  • ლურჯი.

მეორეული ფერები

ფერები, რომლებიც წარმოიქმნება ორი ძირითადი ფერის პროპორციული შერევით.

  • წითელი + ყვითელი = ნარინჯისფერი;
  • წითელი + ლურჯი = იასამნისფერი;
  • ყვითელი + ლურჯი = მწვანე.

მესამეული ფერები

ფერების თეორიის მიხედვით, მესამეული ფერი არის ერთი მთავარი ფერის მის უახლოეს მეორეხარისხოვან ფერთან შერევის შედეგი. სწორედ ეს ფერები გვხვდება ბუნებაში ყველაზე მეტად, ისინი პრაქტიკულად უსასრულოა, თუმცა ყოველთვის ემყარება პირველად და მეორად ძირითად ფერებს.

  • ყვითელი + ნარინჯისფერი-= ყვითელი-ნარინჯისფერი;
  • წითელი + ნარინჯისფერი= წითელი-ნარინჯისფერი;
  • წითელი + მეწამული = წითელი-იისფერი;
  • ლურჯი + იასამნისფერი = ლურჯი-იისფერი;
  • ლურჯი + მწვანე = ლურჯი-მწვანე;
  • ყვითელი + მწვანე = ყვითელი-მწვანე.

ინტენსიური

განვიხილოთ ფერების ფსიქოლოგია

წითელი - ინტენსიური და ვნების აღმძვრელი ფერია. აგრესიული, ენერგიული და პროვოკაციულია, რომლიც მარტივად იქცევს ყურადღებას. ადამიანს ოპტიმიზმით ავსებს და თავდაჯერებულობას სძენს. ფერის ფსიქოლოგიაში, წითელი ყველაზე ინტენსიური ფერია და შეუძლია ძლიერი ემოციების პროვოცირება.

ყვითელი - მხიარული და ენერგიული ფერია, რომელიც მზესთან ასოცირდება. თავისუფლების ფერია, რომელსაც სივრცეში ხალისიანი განწყობა შემოაქვს. ბედნიერებას იწვევს და კრეატივისა და ენერგიის სტიმულირებას ახდენს. ყვითელი ფერის მთავარი მესიჯია - პოზიტიურობა, სითბო, მოტივაცია და კრეატიულობა. 

ლურჯი - სტაბილური და ნდობის აღმძვრელი ფერია. ფერების ფსიქოლოგიაში დაკავშირებულია ზღვასა და ცასთან. ლურჯი ფერი ხელს უწყობს ინტელექტუალური აზრების განვითარებას. ამ ფერის ყურებისას ადამიანს სიმშვიდის და ჰარმონიის განცდა ეუფლება. 

ნარინჯისფერი - სიხარულთან ასოცირდება, იწვევს აქტიურობას და სითბოს. სიცოცხლით სავსე ფერია, რომელიც ადამიანში სხავდასხვა შეგრძნებებს აღვიძებს როგორიცაა: სითამამე, ენერგიულობა, ენთუზიაზმი, წარმატება. თუ მეოცნება და კარგი ინტუიციის მქონე ადამიანი ხართ ეს ნამდვილად თქვენი ფერია. 

იასამნისფერი - მისტიკური ფერია, რომელიც სამეფო ფერად მიჩნევა. იგი დაკავშირებულია კეთილშობილებასთან, ფუფუნებასა და სიბრძნესთან. ადამიანში იასამნისფერი თანადგომისა და დახმარების მოთხოვნილებას იწვევს. ის არის იდუმალი, ნოსტალგიური და სულიერი. ზოგჯერ დაუმორჩილებლობის ფერადაც კი აღიქმება. 

მწვანე - ბუნებისა და პლანეტების ფერია და სიცოცხლესთან ასოცირდება. სიმშვიდის, სისუფთავისა და ჯანმრთელობის სინონიმია. ფერის ფსიქოლოგიაში მისი მთავარი მესიჯია სიმდიდრე, ჯანმრთელობა, პრესტიჟულობა და სიმშვიდე.

ნეიტრალური

ინტერიერის დიზაინის საბაზისო დონეზე ცოდნა და კარგი გემოვნება ის იდეალური ნაზავია, რომლის მეშვეობითაც მარტივად შეძლებთ თქვენ საჭიროებებზე და სურვილებზე მორგებული ბინის შექმნას.
ხოლო ფერის და მასთან დაკავშირებული ტერმინების ცოდნა კი თქვენი სახლისთვის სწორი ფერების შერჩევაში დაგეხმარებათ.

გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში

ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის

საკუთარი სახლი კორპუსში - შესაძლებლობა, რომელსაც დუპლექსი გაძლევთ!

თუ თქვენ ეძებთ სახლს, რომელიც პასუხობს მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს, სწორედ დუპლექსი იქნება თქვენი არჩევანი

რატომ არის აუცილებელი ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია?

ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არის ნაბიჯი, რომელიც საკუთრებას უბრალო ქაღალდზე აღარ ტოვებს — არამედ მას რეალურ, დაცულ და სრულფასოვან აქტივად აქცევს.

რა არის ჭკვიანი სახლი და რატომ ხდება ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი?

ეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ტრენდი, არამედ თანამედროვე ცხოვრებაზე ადაპტირებული, პრაქტიკული გადაწყვეტაა

უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს — ალფა სახლის წარმატების მაგალითი

"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით