სიახლეები

რომელ უბანში უნდა შეიძინოთ ბინა გასაქირავებლად?
უძრავი ქონების თვალსაზრისით, თბილისი მთელი საქართველოს მასშტაბით ყველაზე მოთხოვნადი ქალაქია. ყოველწლიურად იზრდება მშენებლობების რიცხვი, ჩნდება ახალ-ახალი დასახლებები, უბნები, საცხოვრებელი კომპლექსები. შესაბამისად უფრო აქტუალური ხდება ბინის საინვესტიციოდ შეძენა.
2022 წლის აგვისტოს მონაცემების მიხედვით, გაქირავების მოთხოვნამ მკვეთრად მოიმატა და აქამდე არნახულ ნიშნულს მიაღწია - მან წინა თვის მაჩვენებელს 7.9%-ით გადააჭარბა. წლიური მონაცემებით ზრდამ კი +79,2% შეადგინა, რამაც გასულ წელთან შედარებით ქირავნობის ფასების მნიშვნელოვნად ზრდა გამოწვია, რომელიც ყველა რაიონში 60%-ს აღემატება.
წარმოგიდგენთ იმ ძირითად კითხვებს, რომელის დახმარებით შეძლებთ სწორი ინვესტიციის განხორციელებას და გასაქირავებლად შესაბამისი ბინის შერჩევას:
რომელი უბანია ყველაზე მოთხოვნადი?
ბინის დაქირავებით დაინტერესებული ადამიანი უპირველესად ყურადღებას უბანზე ამახვილებს. ადგილზე, სადაც გადასვლას დროის გარკვეულ მონაკვეთის განმავლობაში აპირებს ყოფნას. ყველა ადამიანს თავისი ინტერესიდან გამომდინარე სხვადასხვა მოთხოვნა აქვს, ზოგს ურჩევნია ქალაქის ცენტრში გადასვლა, ზოგს კი პირიქით გარეუბანში სიმშვიდესა და სიწყნარეში ყოფნა ურჩევნია. გაქირავების შემოსავლების მიხედვით, სამი ყველაზე მოთხოვნადი უბანია:
- ისანი - 650 - 1900 ლარი;
- სამგორი - 300 - 1600 ლარი;
- ვარკეთილი - 300 - 1200 ლარი;
- ვაზისუბანი - 350 - 1200 ლარი;
- გლდანი - 350 - 1600 ლარი;
- ნაძალადევი - 400 - 1700 ლარი;
- საბურთალო - 450 - 2300 ლარი;
- ვაკე - 550 - 2500 ლარი;
- დიდუბე-ჩუღურეთი - 350 - 1400 ლარი;
- დიღმის მასივი - 550 - 1500 ლარი;
- დიდი დიღომი - 500 - 1450 ლარი.
დიდი დიღომი და ისანი თბილისი გარე უბნებს მიეკუთვნება, რომელიც ფასის გამო ყველაზე მოთხოვნადია მრავალშვილიან ოჯახებსა და სტუდენტებში. მათთვის ხშირად უბანზე, ადგილმდებარეობასა და ინფრასრუქტურაზე მნიშვნელოვანი ბინის კვადრატულობა და ქირავნობის ფასია.
გასაქირავებლად როგორ ბინებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?
დღეს ბაზარზე მთავარი მოთხოვნაა „მაქსიმალური კომფორტი, მინიმალური გადასახადი“. შესაბამისად ყველა ადამიანს თავისი ინტერესიდან გამომდინარე სხვადასხვა მოთხოვნა აქვს, მაგრამ ყველას სურს კომფორტული, სუფთა, ნათელი ბინა დიდი აივნით, რომელიც ახლოს იქნება რეკრეაციულ ზონასთან.
რა კრიტერიუმები განსაზღვრავს ქირავნობის ღირებულებას?
ადგილმდებარეობა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა არის ის ძირითადი ფაქტორები, რომელებიც გავლებას ახდენს გასაქირავებელი ბინის ღირებულებაზე ანუ ის, რისი ყიდვაც და შეცვლაც არც ისე მარტივია. ასევე მნიშვნელოვანია თუ რამდენად კეთილმოწყობილია ეზო და კონსიერჟის ან დაცვის სერვისი თუ აქვს კორპუსს, მაგრამ მთავარ კრიტერიუმებად მაინც რჩება: პარკინგის არსებობა, რემონტის ტიპი, ავეჯი და ტექნიკა. რაც უფრო სადა და მინიმალისტურია ინტერიერის დიზაინი, მით უფრო იზრდება ღირებულება, თუმცა ეს არ ნიშნავს არასაკმარის ავეჯს ან შეუსაბამო ინტერიერს.
საინვესტიციო თვალსაზრისით, რომელ კორპუსია უფრო ხელსაყრელია ძველი თუ ახალაშენებული?
ზოგადად, ახალაშენებული ბინა უფრო ხელსაყრელი პირობებით ქირავდება, რაც ინვესტორის მოგებას ზრდის, რადგან ახალაშენებულ კორპუსში არ შეხვდებით იმ პრობლემებს, რასაც ძველ ნაგებობაში ხვდებით. აქ მონტაჟდება ახალი და სწრაფი ლიფტები, ფასადიც უფრო ლამაზი და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა არის დაცვა და ვიდეო კონტროლი. თუმცა ძველ კორპუსში კარგად გარემონტებულ ბინებზეც დიდი მოთხოვნაა.
როგორ ხდება ბინის შერჩევა დღიური და გრძელვადიანი ქირავნობის დროს?
თუ ბინის დღიურად გაქირავება გსურთ, მთავარი მნიშვნელობა ადგილმდებარეობასა და ინფრასტრუქტურას ექცევა. ადამიანებს უნდათ კარგად დაისვენონ და დატკბნენ აქ გატარებული დღეებით, შესაბამისად შიდა ინტერიერს და დიზაინს დიდ მნიშვნელობა ენიჭება. აუცილებელია ბინა სრულად იყოს მოწყობილი ავეჯით და ტექნიკით, ახლოს უნდა იყოს რეკრეაციული სივრცე. ბინის გრძელვადიანი გაქირავებისას კი აქცენტი კეთდება საცხოვრებელი სივრცის კვადრატულობასა და პრაქტიკულობაზე. მნიშვნელოვანია ბინაში იყოს ნორმალური ზომის სამზარეულო და მისაღები. თუ ბინაში განთავსებულია ავეჯი, ტექნიკა, სამზარეულო სრულად აღჭურვილია ღუმელით, ჭურჭლის სარეცხი მანქანით და სხვადასხვა ტექნიკით გაქირავების შანსი და ბინის ღირებულება 30%-ით იზრდება.
როგორ შეიცვალა თბილისის უძრავი ქონების ბაზარი ბოლო 5 წელიწადში?
თბილისის უძრავი ქონების ბაზარმა ბოლო ხუთ წელიწადში მნიშვნელოვნად შეიცვალა - გაიზარდა როგორც ფასები, ისე გაყიდვების რაოდენობა
თქვენი ბიზნესის გარანტირებული წარმატების ადგილი - "სხვა უბანი დიდ დიღომში"
„სხვა უბანში“ შეძენილი კომერციული ფართი გახდება თქვენი ბიზნესის ყველაზე სტაბილური და მომგებიანი პლატფორმა.
როგორ გამოვიყენოთ ბუნებრივი მასალები ინტერიერში?
შინ ბუნებრივი ტექსტურებისა და ელემენტების შეხამება სივრცეს სიმშვიდესა და ჰარმონიას ანიჭებს
ფაქტორები, რომლებიც თქვენი ბინის ფასს განსაზღვრავს!
ბინის ფასი არის მრავალი ფაქტორის ერთობლიობა
ზღვისპირა კურორტებზე ბინის შეძენის უპირატესობები - ევროპული გამოცდილება და შავი ზღვისპირა პერსპექტივა
ბოლო დროს შეკვეთილი სულ უფრო სწრაფად ვითარდება