სიახლეები
რატომ უნდა დაისვენო შეკვეთილში?
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმიდან ჩრდილოეთით 45 კმ-ში მდებარეობს პატარა ზღვისპირა კურორტი შეკვეთილი. კურორტი წარმოადგენს ერთი მხრივ, წყნარ, საკურორტო ზოლს და მეორე მხრივ, უამრავ თანამედროვე სანახაობასა და გასართობს.
გამორჩეული მდებარეობა
შეკვეთილი მდებარეობს შავი ზღვის ნაპირას, მდინარე ნატანების შესართავთან, ზღვის დონიდან 2 მეტრზე. ოზურგეთიდან 21კმ. ქვემო ნატანებიდან (ყველაზე ახლო რკინიგზის სადგური) 3კმ. შეკვეთილს აღმოსავლეთიდან საზღვრავს საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი, სამხრეთიდან - მდინარე ჩოლოქი, ხოლო ჩრდილოეთით ურეკიდან გამოჰყოფს მდინარე სეფა.
უნიკალური კლიმატი
შეკვეთილის კურორტი უნიკალურ კლიმატურ სუბტროპიკულ ზონას მიეკუთვნება, სადაც ზომიერი არის ჰაერის ტენიანობა. სუბტროპიკული ჰავა განაპირობებს სწორედ კურორტის ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორებს - ზღვის წყალი, მაგნიტური ქვიშა. აქ ზამთრის სეზონში თოვლი არ არის, ხოლო ზაფხული - თბილი და ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 22.6 °C, ნალექების წლიური რაოდენობა 2096მმ. ჰაერის საშუალო ტენიანობა 78%, მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 20 000 საათი.
კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა
შეკვეთილი ინფრასტრუქტურულად კეთილმოწყობილია და ის პოპულარულია არამარტო ადგილობრივ მოსახლეობაში, არამედ ტურისტულად წლიდან წლამდე იზრდება მნახველთა რიცხვი.
- კურორტია ცნობილია მუსიკალური ფესტივალების მხრივ. "Black Sea Arena"- არის უდიდესი საკონცერტო დარბაზი, სადაც მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ჩამოდიან ცნობილი ბრენდები, თუ სოლო არტისტები.
- მიმდებარედ გაშენებულია ორი დიდი პარკი - "მუსიკოსთა პარკი" და "მინიატურების პარკი".
- გართობისა და ექსტრემის მოყვარულებს კი შეუძლიათ ესტუმრონ გასართობ პარკ "ციცინათელას".
- შეკვეთილში ბოლო წლებში ძალიან მონახულებადი გახლავთ - "დენდროლოგიური პარკი", სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ და გაეცნოთ სხვადასხვა ჯიშის ხეებს, მცენარეებს, ცხოველებსა და ფრინველებს, თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ თქვენივე ქვეყანაში მოინახულოთ მსოფლიოს უიშვიათესი ფლორა და ფაუნა ერთ სივრცეში.

როგორ ჩახვალთ შეკვეთილში?
- ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან შეკვეთილში 50 და 90 წუთში ჩახვალ;
- ქობულეთის რკინიგზის სადგურიდან - 20 წუთში;
- შეკვეთილთან უახლოესი რკინიგზის სადგური ურეკია.
კურორტი დღითიდღე ვითარდება და იზიდავს დამსვენებლებს, როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდანაც. თუ გსურთ გქონდეთ უძრავი ქონება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად კურორტზე მაშინ "ალფა სახლი შეკვეთილში" შენ გელოდება.
"სხვა უბანი“ - დიდ დიღომში კომერციული ფართების ახალი სტანდარტი
დიდ დიღომში საცხოვრებელი სივრცე სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ "ალფა სახლის“ სხვა უბანი არ
რატომ უნდა იყიდოთ უძრავი ქონება ახლავე? - ფასების პროგნოზი და ბაზრის ტენდენციები
გაიგეთ, რატომ ღირს ბინის შეძენა ახლავე, როგორ იზრდება ფასები და როგორ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი თქვენი ინვესტიციით
სამშენებლო შეცდომები, რომლებსაც საქართველოში ყველაზე ხშირად უშვებენ
საქართველოში სამშენებლო სექტორი სწრაფად იზრდება, თუმცა ხშირად გვხვდება შეცდომები: არასწორი ბიუჯეტი, ნიადაგის კვლევის გამოტოვება, უხარისხო მასალები, ზედამხედველობის ნაკლებობა და საინჟინრო კომუნიკაციების პრობლემები
გამოყენე უნიკალური შანსი - დიდი ბინა, ხელმისაწვდომი ფასად
დიდი ბინა = მეტი თავისუფლება, მეტი კომფორტი, მეტი შესაძლებლობა!
როგორ იცვლება თბილისი? - უბნები, სადაც დღეს ინვესტიცია საუკეთესო გადაწყვეტილება
გლდანი - თბილისის ახალი საინვესტიციო ცენტრი. „ალფა სახლის“ გლდანი - მომავლის უბანი, სადაც ინვესტიცია იზრდება.