სიახლეები

რატომ ღირს აივანში ფულის გადახდა?
ზოგჯერ, ახალი ბინის შეძენისას მომხმარებლები სათანადოთ არ აფასებენ აივნის მნიშვნელობას და გამოთქვამენ უკმაყოფილებას როდესაც საცხოვრებელ ფართთან ერთად მის ღირებულებასაც იხდიან. აივანში გადახდილი ფული "ფუჭად გადაყრილი" არ არის, ის ბინის ერთ-ერთი ყველაზე ფუნქციური ნაწილია.
აივანი გაძლევთ დამატებით სივრცეს, რომელიც შეგიძლიათ სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოიყენოთ. ხშირად აივანი ოჯახის წევრებისთვის საყვარელი ადგილი ხდება, სადაც ისინი მთელს ზაფხულს ატარებენ და აწყობენ სამეგობრო შეკრებებს. შეგიძლიათ მოაწყოთ სამუშაო კუთხე ან პატარა ყვავილების ბაღი. ასე რომ გარდა ესთეტიკური მხარისა, მას ფუნქციური დატვირთვაც დიდი აქვს.
რაც უფრო დიდი ზომისა და გაშლილია თქვენი აივანი, მით უფრო დიდ შესაძლებლობებს გთავაზობთ. თუ თქვენი ბინიდან ლამაზი ხედი იშლება, აივანს შეუძლია რამდენადმე გაზარდოს თქვენი სახლის ღირებულება. შედარებით მაღალი ფინანსური რესურსის მქონე ადამიანებში დიდი ფართის აივანი საკმაო მოთხოვნით სარგებლობს.
სასურველია აივანის მოწყობისას ბუნებრივი მასალები: ხე, ბამბუკი და ა.შ. გამოიყენოთ. კარგია მოწნული ავეჯი, რადგან ზოგადად აივნის ავეჯი ნაკლებად გამძლეა. დიდმა აივანს შეუძლია დააკომპენსიროს კერძო სახლის უპირატესობები. სუფთა ჰაერი და ყვავილები თქვენს ყოველდღიურობას უფრო ჯანსაღს გახდის.
ასევე მნიშვნელოვანი უპირატესობაა ბუნებრივი განათება, რომელიც თქვენს ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება.
ხშირად აივანს გაფართოებისთვისაც იყენებენ, არსებობს დახურული, ნახევრად ღია და ღია ტიპის აივნები. შეგიძლიათ აქ განათავსოთ სამზარეულო ან სავარჯიშო სივრცე.
აივანი არასოდეს უნდა იყოს უგულებელყოფილი, რადგან ის მხოლოდ დამატებითი სივრცე არ არის. მისი ფუნქციონალური ღირებულება და გავლენა თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ახალი ბინის შეძენას განიხილავთ, ნუ დაივიწყებთ, რომ აივანი შესაძლოა იყოს დამატებითი უპირატესობა, რომელიც თქვენს ბინის მთლიან ღირებულებას და ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს.
ფაქტორები, რომლებიც თქვენი ბინის ფასს განსაზღვრავს!
ბინის ფასი არის მრავალი ფაქტორის ერთობლიობა
ზღვისპირა კურორტებზე ბინის შეძენის უპირატესობები - ევროპული გამოცდილება და შავი ზღვისპირა პერსპექტივა
ბოლო დროს შეკვეთილი სულ უფრო სწრაფად ვითარდება
სამეზობლოს პრობლემები ახალაშენებულ კორპუსებში - რა უნდა ვიცოდეთ?
მეზობლებთან ურთიერთობა და საერთო სივრცეების მართვა უდიდეს როლს თამაშობს იმაში, თუ რამდენად კომფორტული იქნება თქვენი ყოველდღიურობა
რატომ ღირს აივანში ინვესტირება და რა როლს ასრულებს ის თანამედროვე ბინაში
ეს სტატისტიკა აჩვენებს, რომ აივანი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კომპონენტია საცხოვრებელი სივრცის შერჩევისას
ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი ამიერკავკასიაში - "სხვა უბანი" დიდ დიღომში
გეძლევათ უნიკალური შანსი, შეიძინოთ ბინა წინასწარი შენაძენის გარეშე - თვეში მხოლოდ 890 ლარად!