სიახლეები
ბინას ეძებ? - მიიღე უფასო ონლაინ კონსულტაცია და შეიძინე დისტანციურად!
ბინის შეძენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ადამიანის ცხოვრებაში - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ხდება სხვა ქალაქში, რეგიონში ან თუნდაც სხვა ქვეყანაში ცხოვრების პირობებში. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომპანიის მიზანია, მაქსიმალურად გაგიმარტივოთ ეს პროცესი. გსმენიათ, რომ ჩვენს კომპანიაში შესაძლებელია უფასო ონლაინ კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან?
ონლაინ კონსულტაციის მთავარი უპირატესობები:
- დისტანციური წვდომა - სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების მენეჯერს და მიიღოთ სრული ინფორმაცია ობიექტზე, რემონტის დეტალებზე, იპოთეკურ პირობებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე;
- ვიზუალური წარმოდგენა - კონსულტაციის დროს მენეჯერს შეუძლია გაგიზიაროთ ეკრანი და აჩვენოს ბინის გეგმარება, ვიდეოტური, საპროექტო ხედები და საჭირო დოკუმენტაცია;
- დროისა და რესურსების ეკონომია - აღარ არის საჭირო გზაში დაკარგული დრო და ხარჯი. შეხვედრა შეგიძლიათ ჩანიშნოთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს;
- პირადი მიდგომა - ონლაინ შეხვედრა ისეთივე პერსონალიზებულია, როგორც პირადი კონსულტაცია. ჩვენი მენეჯერები ყურადღებით ისმენენ თქვენს მოთხოვნებს და გთავაზობენ შესაბამის გადაწყვეტილებებს;
- ინფორმაციის სანდოობა - ონლაინ შეხვედრისას თქვენ უშუალოდ მიიღებთ ინფორმაციას კომპანიის წარმომადგენლისგან, რაც თავიდან აგაცილებთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სარეკლამო შეთავაზებებსა და გაურკვეველ პირობებს.
თუ ემიგრაციაში ხართ და გეგმავთ საქართველოში უძრავი ქონების შეძენას - ან თუნდაც ქვეყნის შიგნით სხვა რეგიონში ცხოვრობთ, ონლაინ კონსულტაცია საუკეთესო გზაა, რომ უსაფრთხოდ და ინფორმირებულად მიიღოთ გადაწყვეტილება.
დაგეგმეთ ონლაინ შეხვედრა დღესვე - გაიარეთ კონსუტაცია "ალფა სახლის" გაყიდვების მენეჯერთან და ისარგებლეთ მომსახურებით, რომელიც შეგიქმნით სიმშვიდესა და კომფორტს.
ურბანული ევოლუცია - რატომ ამბობს თბილისი უარს ტრადიციულ კორპუსებზე და ირჩევს "სხვა უბანს“?
დაზოგე დრო და ნერვები "სხვა უბანში“ - სრულად მზა კომუნიკაციები, მოწესრიგებული ლობი და ინფრასტრუქტურა, რომელიც შენს ყოველდღიურობას ამარტივებს.
რატომ არის კომერციული ფართი გონივრული ინვესტიცია?
ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა
რატომ არის შეკვეთილი დღეს საუკეთესო ადგილი ინვესტიციისთვის?
ნახეთ, რატომ გახდა შეკვეთილი ტურიზმისა და ჭკვიანური ინვესტიციების ახალი ეპიცენტრი
მაღალი სართული - მითები უსაფრთხოებაზე და რეალური უპირატესობები
მაღალი სართული - გაიგეთ, რატომ არის სიმაღლე თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი: სუფთა ჰაერი, მეტი სინათლე და გარანტირებული უსაფრთხოება.
სისუფთავე და შინაური ცხოველები - რეალური რჩევები კომფორტული თანაცხოვრებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე და სიმყუდროვე სახლში, როცა ოთხფეხა მეგობარი გვყავს?