სიახლეები
საკუთარი სახლი კორპუსში - შესაძლებლობა, რომელსაც დუპლექსი გაძლევთ!
დუპლექსი არის ბინის ტიპი, რომელსაც მაღალი ჭერი აქვს და ანტრესოლის დახმარებით ორ დონედ იყოფა. ზედა და ქვედა სართულებს ერთმანეთთან შიდა კიბე აკავშირებს, რაც ქმნის კერძო სახლის მსგავსი სივრცისა და კომფორტის ატმოსფეროს.
დუპლექსები, როგორც წესი, კორპუსის ბოლო სართულებზე მდებარეობს და თანამედროვე საცხოვრებელი უძრავი ქონების ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ფორმატს წარმოადგენს.
დუპლექსის პირველ სართულზე, როგორც წესი, მდებარეობს მისაღები ოთახი, სამზარეულო, კაბინეტი და სველი წერტილი, ხოლო მეორე სართულზე - საძინებლები. ასეთი დაგეგმარება უზრუნველყოფს სივრცის ფუნქციურ განაწილებას და ცხოვრების მაღალ ხარისხს.
დუპლექსი გაძლევთ შესაძლებლობას, მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი ფანტაზია ინტერიერის დაგეგმვისას. დიდი ვიტრაჟების წყალობით, ბინა ნათელი, ჰაეროვანი და ვიზუალურად უფრო დიდი ჩანს.
გარდა ესთეტიკური მიმზიდველობისა, დუპლექსს აქვს მნიშვნელოვანი პრაქტიკული უპირატესობები:
- იგი იდეალურია დიდი ოჯახის კომფორტული ცხოვრებისთვის;
- აქვს კარგი თერმული იზოლაცია;
- შესაძლებელია ერთ-ერთი სართულის გაქირავება, რაც დამატებითი შემოსავლის წყაროა.

დუპლექსის ტიპის ბინის უპირატესობებია:
- სივრცის მაქსიმალური გამოყენება - დუპლექსის ბინები გამოირჩევა ორი დონით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სივრცეს. ეს სტრუქტურა განლაგების მოქნილობას ქმნის, რაც იდეალურია როგორც დიდი ოჯახებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც უყვარს ფართო და ღია სივრცე.
- ფუნქციონალური ზონირება - დუპლექსის ბინაში შესაძლებელი ხდება ზონების სწორად განაწილება. მაგალითად, პირველ სართულზე განთავსდეს საერთო სივრცე - მისაღები, სამზარეულო და სასადილო ზონა, ხოლო მეორე სართული პირად ზონებს დაეთმოს, როგორიცაა საძინებელი და სამუშაო ოთახი.
- მრავალფეროვანი შესაძლებლობა დიზაინისთვის - დუპლექსის ტიპის ბინები იდეალური შესაძლებლობას ქმნის თქვენი უნიკალური გემოვნების ასახვისთვის. მაღალი ჭერები, მინის კედლები და ინტერიერის ინოვაციური გადაწყვეტები აქ მარტივად შესაძლებელია.
- განათება და ხედები - ამ ტიპის ბინები, როგორც წესი, განთავსებულია თანამედროვე და პრესტიჟულ კომპლექსებში, სადაც პანორამული ხედები და ბუნებრივი განათება ინტერიერს დამატებით შარმს მატებს.
დუპლექსის ტიპის ბინები მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე არ არის - ეს არის კომფორტისა და თანამედროვეობის სინთეზი, ინვესტიციის უნიკალური შესაძლებლობა და თქვენი პირადი სტილის იდეალური ასახვა. თუ თქვენ ეძებთ სახლს, რომელიც პასუხობს მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს, სწორედ დუპლექსი იქნება თქვენი არჩევანი.
დასვენება და დამატებითი შემოსავალი - რატომ უნდა შეიძინოთ უძრავი ქონება შეკვეთილში
ინვესტიცია შეკვეთილში - გრძელვადიანი ფინანსური სარგებელი და უალტერნატივო ცხოვრების ხარისხი.
ურბანული ევოლუცია - რატომ ამბობს თბილისი უარს ტრადიციულ კორპუსებზე და ირჩევს "სხვა უბანს“?
დაზოგე დრო და ნერვები "სხვა უბანში“ - სრულად მზა კომუნიკაციები, მოწესრიგებული ლობი და ინფრასტრუქტურა, რომელიც შენს ყოველდღიურობას ამარტივებს.
რატომ არის კომერციული ფართი გონივრული ინვესტიცია?
ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა
რატომ არის შეკვეთილი დღეს საუკეთესო ადგილი ინვესტიციისთვის?
ნახეთ, რატომ გახდა შეკვეთილი ტურიზმისა და ჭკვიანური ინვესტიციების ახალი ეპიცენტრი
მაღალი სართული - მითები უსაფრთხოებაზე და რეალური უპირატესობები
მაღალი სართული - გაიგეთ, რატომ არის სიმაღლე თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი: სუფთა ჰაერი, მეტი სინათლე და გარანტირებული უსაფრთხოება.