სიახლეები
სამეზობლოს პრობლემები ახალაშენებულ კორპუსებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ბინის შეძენა ახალაშენებულ კორპუსში ბევრისთვის კომფორტული, თანამედროვე ცხოვრების დასაწყისს ნიშნავს. თუმცა, იდეალური საცხოვრებელი გარემო მხოლოდ ლამაზი ინტერიერით და ახალი კომუნიკაციებით არ განისაზღვრება. მეზობლებთან ურთიერთობა და საერთო სივრცეების მართვა უდიდეს როლს თამაშობს იმაში, თუ რამდენად კომფორტული იქნება თქვენი ყოველდღიურობა. რა ტიპის სირთულეებს შეიძლება შეეჯახოთ კორპუსში?
ხმაურის პრობლემა
ბავშვების თამაშის ხმა, ძაღლის ყეფა, გვიანი წვეულებები - ეს ყველაფერი შეიძლება კონფლიქტის წყაროდ იქცეს. მნიშვნელოვანია თქვენმა რჩეულმა კომპანიამ იზრუნოს ხარისხიანი მასალებით მშენებლობაზე, რათა ხმის იზოლაცია ჯეროვნად მოხდეს. ახალი კორპუსების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემა ხმის იზოლაციის სისუსტეა. თხელი კედლები და იატაკი ხშირად ვერ აკავებს ხმაურს, რაც მეზობლებს შორის დაძაბულობას იწვევს. გარდა ამისა, რასაკვირველია აუცილებელია ყველამ დაიცვას სამეზობლო კულტურა და პატივი სცეს მეზობლების კომფორტს.
სივრცეების გაუმართავობა
კორპუსში ზოგჯერ არ არის ჰარმონიული ურთიერთობები მეზობლებს შორის, რისი მიზეზიც საერთო სივრცეების, ეზოებისა და საბავშვო მოედნების გაუმართაობაა. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს ინციდენტები მეზობლებს შორის. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ რამდენად მოწესრიგებულია საერთო სივრცეები.

პარკინგის პრობლემა
როგორც წესი, საპარკინგე სივრცეების რაოდენობა არ შეესაბამება მაცხოვრებელთა რაოდენობას, რაც იწვევს კონფლიქტებს, ავტოსადგომის არასწორად გამოყენებასა და საავტომობილო პრობლემებს. რჩევა იქნება, რომ ბინასთან ერთად იზრუნოთ პარკინგის შეძენაზეც.
სამშენებლო ხარვეზები
ახალი შენობების ნაწილი, სამწუხაროდ, არ გამოირჩევა მაღალი სამშენებლო სტანდარტებით. ხშირია სანტექნიკური, ელექტრო თუ წყლის სისტემების გაუმართაობა, რაც შეიძლება პრობლემად იქცეს მთელი სადარბაზოსთვის. მაგალითად, ერთ ბინაში გაწყვეტილმა მილმა შეიძლება სხვების დატბორვა გამოიწვიოს.
რჩევები:
- შეამოწმეთ დეველოპერის რეპუტაცია და წარსული პროექტები;
- მოითხოვეთ სრული ტექნიკური დოკუმენტაცია და სარემონტო გარანტიები;
- აქტიურად ითანამშრომლეთ მეზობლებთან საერთო პრობლემების დროული მოგვარებისთვის.

კორპუსის სუსტი მენეჯმენტი
ახალაშენებულ კორპუსებში ხშირად არ არსებობს ეფექტური მენეჯმენტი ან კორპუსის თავმჯდომარე, რომელიც პასუხს აგებს მიმდინარე პრობლემებზე. ამის გამო, საერთო სივრცეების მოვლა, დასუფთავება ან შეკეთება მუდმივად ჭიანურდება, რაც უკმაყოფილებას იწვევს.
რჩევები:
- აირჩიეთ აქტიური, პასუხისმგებლიანი თავმჯდომარე;
- შექმენით მობინადრეების ჯგუფი, რომელიც რეგულარულად განიხილავს საკითხებს;
- ჩამოაყალიბეთ შინაგანაწესი და მოაწესრიგეთ რეგულაციები იურიდიულად.
და რაც ყველაზე მთავარია, უნდა შეარჩიოთ საუკეთესო კომპანია. ასეთი კი "ალფა სახლია", რომელიც ზრუნავს ყველა მობინადრის კომფორტზე და წარმატებით ახერხებს შექმნას იდეალური გარემო მის პროექტში მცხოვრებთათვის.
როგორ მუშაობს შიდა განვადება და როდის არის ის კარგი არჩევანი?
შიდა განვადება ბინის შეძენას უფრო მოქნილ და ეტაპობრივ პროცესად აქცევს. გაიგეთ, როგორ მუშაობს ეს მოდელი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა შესაძლებლობებს გთავაზობთ "ალფა სახლის“ პროექტები.
იდეალური უბანი შენი პირველი სახლისთვის
დამოუკიდებელი ეკოსისტემა, ფეხით სავალ მანძილზე არსებული სერვისები და უძრავი ქონების ფასის სტაბილური ზრდა. რა უნდა იცოდეთ დიდ დიღომში ბინის შეძენამდე.
რატომ ირჩევენ შეკვეთილს დასასვენებლად და საინვესტიციოდ?
ზღვისპირა მდებარეობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა და გაქირავების შესაძლებლობა - მიზეზები, რის გამოც შეკვეთილი უძრავი ქონების ინვესტორებისთვის სულ უფრო საინტერესო ლოკაციად ყალიბდება.
რატომ აირჩია 1600-მა ოჯახმა სხვა უბანი ?
აღმოაჩინეთ სივრცე, სადაც თქვენი შვილები უსაფრთხოდ, ჯანსაღ სამეზობლოში გაიზრდებიან.
რატომ ყიდულობენ უძრავ ქონებას შეკვეთილში?
გაიგეთ, როგორ უნდა აქციოთ პირადი დასვენება სტაბილურ შემოსავლად და რატომ ხდება შეკვეთილი ზღვისპირეთის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება.