სიახლეები
ფაქტორები, რომლებიც თქვენი ბინის ფასს განსაზღვრავს!
ბინის ღირებულება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია უძრავი ქონების ბაზარზე. მისი ფასი არ განისაზღვრება მხოლოდ და კვადრატული მეტრებით, მასზე გავლენას მრავალი ეკონომიკური, სოციალური და ტექნიკური ფაქტორი ახდენს. ამიტომაც, ბინის რეალური ღირებულების განსაზღვრა მოითხოვს სიღრმისეულ ანალიზს.
მდებარეობა - მთავარი განმსაზღვრელი
უძრავი ქონების ფასზე ყველაზე დიდი გავლენა ადგილმდებარეობას აქვს. ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარე ბინები, განვითარებული ინფრასტრუქტურითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობით ყოველთვის უფრო ძვირად ფასობს. უსაფრთხო გარემო, გამართული სერვისები, სიმყუდროვე და მარტივი მობილობა უბანს უფრო სასურველს ხდის. ასევე დადებითად მოქმედებს მწვანე და დასასვენებელი სივრცეების სიუხვე.

ფართი და დაგეგმარება
ბინის ზომა და სივრცის ორგანიზება ფასზე პირდაპირ მოქმედებს. ნათელი და კარგად დაგეგმარებული ბინები გაცილებით მოთხოვნადია, ვიდრე მოუხერხებლი პროექტის ბინები. ბინის სწორი ზონირება, ფართის ეფექტური გამოყენება - ფუნქციონალურობისა და კომფორტის საწინდარია. ასევე, მნიშვნელობა აქვს დამატებით დეტალებს: აივანი, სათავსო, პარკინგის ან ეზოს არსებობა.

მდგომარეობა და ინტერიერი
სარემონტო მდგომარეობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბინა, რომელიც მზად არის საცხოვრებლად, გაცილებით მაღალ ფასს ინარჩუნებს, ვიდრე ისეთი, რომელიც სერიოზულ ინვესტიციას საჭიროებს. თანამედროვე ინტერიერი, ხარისხიანი სარემონტო სამუშაოები და ფუნქციური სივრცეები მნიშვნელოვნად ზრდის ბინის ღირებულებას.

სანვესტიციო პერსპექტივა
როდესაც ბინა მდებარეობს უბანში, რომელიც ხასიათდება მაღალი ROI-ით, ასევე მაღალი გაყიდვების მაჩვენებლით (მაგალითად დიდი დიღომი, საბურთალო) ეს ნიშნავს, რომ მისი საინვესტიციო პოტენციალი მაღალია და მოგებული დარჩებით. დღეს შეძენილ ბინას მომავალში ბევრად ძვირად გაყიდით.

მოთხოვნა და მიწოდება
უძრავი ქონების ბაზარზე ფასს ყოველთვის განსაზღვრავს მოთხოვნა და მიწოდება. თუ ბინების დიდი არჩევანია, ხოლო მომხმარებლები ცოტაა, ფასები ქვევით მიდის. თუმცა, როდესაც ხარისხიანი ბინები ნაკლებად ხელმისაწვდომია და მოთხოვნა მაღალია - ფასი სტაბილურად იზრდება. სწორედ ეს ტენდენციაა დღეს თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში.
საბოლოოდ, ბინის ფასი არის მრავალი ფაქტორის ერთობლიობა. ადგილმდებარეობა, ფართი, მდგომარეობა, ინფრასტრუქტურა და ზოგადი ეკონომიკური გარემო ერთიანად ქმნის იმ ღირებულებას, რომლისთვისაც მყიდველი მზადაა გადაიხადოს.
რატომ უნდა შეიძინო ბინა დიდ დიღომში?
რატომ ხდება დიდი დიღომი ბინის შესაძენად სულ უფრო საინტერესო არჩევანი და რა უნდა გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებამდე.?
დასვენება და დამატებითი შემოსავალი - რატომ უნდა შეიძინოთ უძრავი ქონება შეკვეთილში
ინვესტიცია შეკვეთილში - გრძელვადიანი ფინანსური სარგებელი და უალტერნატივო ცხოვრების ხარისხი.
ურბანული ევოლუცია - რატომ ამბობს თბილისი უარს ტრადიციულ კორპუსებზე და ირჩევს "სხვა უბანს“?
დაზოგე დრო და ნერვები "სხვა უბანში“ - სრულად მზა კომუნიკაციები, მოწესრიგებული ლობი და ინფრასტრუქტურა, რომელიც შენს ყოველდღიურობას ამარტივებს.
რატომ არის კომერციული ფართი გონივრული ინვესტიცია?
ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა
რატომ არის შეკვეთილი დღეს საუკეთესო ადგილი ინვესტიციისთვის?
ნახეთ, რატომ გახდა შეკვეთილი ტურიზმისა და ჭკვიანური ინვესტიციების ახალი ეპიცენტრი