popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
კომერციული ფართი - როგორ შევარჩიოთ ბიზნესისთვის შესაფერისი სივრცე?
22.10.2026 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

კომერციული ფართი - როგორ შევარჩიოთ ბიზნესისთვის შესაფერისი სივრცე?

კომერციული ფართის შეძენა ბიზნესისთვის განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს, ვიდრე ბინის ყიდვა საცხოვრებლად. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია ფართის ეკონომიკური პოტენციალი - რა შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი საკუთარი ბიზნეს საქმიანობით ან ფართის გაქირავებით.

სწორედ ამიტომ, შერჩევისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის ერთობლივი შეფასება - მდებარეობა, ფართობის ზომა, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობა, უბნის განვითარების პერსპექტივა და ბიზნესის საჭიროებებთან შესაბამისობა.

პირველი სართული - უპირატესობა ბიზნესისთვის

პირველი სართულის კომერციული ფართები განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც მომხმარებელთან პირდაპირ კონტაქტს ეფუძნება. მაღაზიები, აფთიაქები, კაფეები, სილამაზის სალონები და სხვადასხვა მომსახურების ობიექტი ხშირად სწორედ ქუჩიდან მარტივად მისადგომ სივრცეებს ირჩევენ.

ფართის პრაქტიკულ ღირებულებაზე გავლენას ახდენს ქუჩიდან ხილვადობა, ვიტრაჟის ზომა, შესასვლელის მდებარეობა და ფეხით მოსიარულეთა ნაკადი. ამ ფაქტორების შეფასება მყიდველს ეხმარება განსაზღვროს რამდენად შეესაბამება კონკრეტული სივრცე მის ბიზნესსაქმიანობას.

რა განსაზღვრავს კომერციული ფართის ლოკაციის ღირებულებას?

კომერციული ფართის მდებარეობის შეფასებისას მისამართთან ერთად მნიშვნელოვანია მიმდებარე გარემოც. ახლომდებარე საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა და ქუჩაში ადამიანების გადაადგილების ინტენსივობა გავლენას ახდენს იმაზე, რამდენად მოსახერხებელია ფართი მომხმარებლებისთვის.

საცხოვრებელ უბანში განთავსებული კომერციული ფართი შეიძლება განსაკუთრებით საინტერესო იყოს იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებს ემსახურება. ამასთან, სხვადასხვა საქმიანობას განსხვავებული მოთხოვნები აქვს, ამიტომ ლოკაციის შეფასება კონკრეტული ბიზნესის ტიპის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

მნიშვნელოვანია უბნის განვითარების პერსპექტივა. ახალი საცხოვრებელი პროექტების განვითარებასთან ერთად აუცილებლად გაიზრდება კომერციულ მომსახურებაზე მოთხოვნაც, თუმცა რეალური მოთხოვნა დამოკიდებულია დასახლების ტემპზე, მოსახლეობის რაოდენობასა და გარემოში არსებულ მომსახურებებზე.

დიდი დიღომის განვითარების მასშტაბს უძრავი ქონების ბაზრის მონაცემებიც ასახავს. "Galt & Taggart“-ის მიხედვით, 2025 წლის პირველ ცხრა თვეში უბანში 6 351 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 15.5%-იანი ზრდაა. ამასთან, 2026 წლის პირველ რვა თვეში თბილისში საცხოვრებელი მშენებლობის ნებართვებით გათვალისწინებული ფართობის 18% დიდ დიღომზე მოდიოდა. ეს მონაცემები უბნის საცხოვრებელი ბაზრის მასშტაბზე მიუთითებს, რაც კომერციული უძრავი ქონების შეფასებისას გასათვალისწინებელი გარემოებაა.

როგორ შევაფასოთ კომერციული ფართის შემოსავლიანობა?

კომერციული ფართის შეძენა შეიძლება განიხილებოდეს როგორც საკუთარი ბიზნესის სივრცის შექმნა ან გაქირავებიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. მეორე შემთხვევაში მნიშვნელოვანია შეძენის ღირებულების შედარება მოსალოდნელ წლიურ საიჯარო შემოსავალთან.

მაგალითად, თუ ფართის შეძენის ღირებულება 150 000 ლარია, ხოლო მისი გაქირავებიდან თვეში 1500 ლარის მიღებაა შესაძლებელი, წლიური საიჯარო შემოსავალი 18 000 ლარი იქნება. ეს შეძენის ფასის მიმართ 12%-იან მთლიან წლიურ შემოსავლიანობას შეადგენს.

რეალური ფინანსური შედეგის შესაფასებლად საჭიროა დამატებითი ხარჯების გათვალისწინებაც, მათ შორის რემონტის, მოვლის, გადასახადებისა და იმ პერიოდების, როდესაც ფართი გაქირავებული არ არის. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე სასურველია მსგავსი ობიექტების საიჯარო პირობების შედარება და რამდენიმე შესაძლო ფინანსური სცენარის გაანგარიშება.

"სხვა უბანი“ - კომერციული და საოფისე სივრცეები 37 კვ.მ-დან

თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე, N13-ში მდებარე "ალფა სახლის" პროექტი "სხვა უბანი“ 16 ჰექტარზე გაშენებული მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც კომერციულ და საოფისე ფართებს აერთიანებს. პროექტის დასრულების შემდეგ აქ 28 000-მდე მობინადრე  იცხოვრებს, რაც კომერციული საქმიანობისთვის პოტენციურ მომხმარებელთა დიდ ბაზას ქმნის.

პროექტის კომერციული პოტენციალი ციფრებში:

  • 50 000 კვ.მ კომერციული და საოფისე ფართები;
  • ჭერის სიმაღლე - 6 მეტრი, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესს განახორციელოს დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ან მოაწყოს მაღალტექნოლოგიური ოფისები;
  • 8 000-მდე ოჯახისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი გარემო;
  • კომპლექსის სრულად განვითარების შემდეგ - დაახლოებით 28 000 მობინადრე.

დიდი დიღმის მზარდ საცხოვრებელ გარემოში კომერციული ფართის განთავსება ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, მოემსახუროს როგორც კომპლექსის მაცხოვრებლებს, ისე მიმდებარე უბნის მოსახლეობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებისა და მომსახურების მიმწოდებლებისთვის.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ფართების შესარჩევად დაგვიკავშირდით:

📞 501 000 327

როგორ მუშაობს შიდა განვადება და როდის არის ის კარგი არჩევანი?

შიდა განვადება ბინის შეძენას უფრო მოქნილ და ეტაპობრივ პროცესად აქცევს. გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

რატომ ირჩევენ შეკვეთილს დასასვენებლად და საინვესტიციოდ?

ზღვისპირა მდებარეობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა და გაქირავების შესაძლებლობა - მიზეზები, რის გამოც შეკვეთილი ინვესტორებისთვის საინტერესო ხდება

რატომ აირჩია 1600-მა ოჯახმა სხვა უბანი ?

აღმოაჩინეთ სივრცე, სადაც თქვენი შვილები უსაფრთხოდ, ჯანსაღ სამეზობლოში გაიზრდებიან.

ბინა შეკვეთილში: დასვენება, რომელსაც შემოსავალი მოაქვს

გაიგეთ, როგორ უნდა აქციოთ პირადი დასვენება სტაბილურ შემოსავლად და რატომ ხდება შეკვეთილი ზღვისპირეთის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება.

როგორ ვაქციოთ კომერციული ფართი პასიურ შემოსავლად?

ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა