სიახლეები
60 000 კვ.მ მწვანე სივრცე - როგორია ცხოვრება ასეთ გარემოში?
თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს ხარისხს არქიტექტურასთან ერთად ეზო და გამწვანებაც განსაზღვრავს. ხეები, ბუჩქები და კეთილმოწყობილი ეზო კომპლექსს ბუნებრივ იერს სძენს.
ეზო, სადაც დროის გატარება სასიამოვნოა
გამწვანებული ეზო მობინადრეებს საშუალებას აძლევს, მეტი დრო გაატარონ გარეთ, გაისეირნონ ან უბრალოდ ჩრდილში დაისვენონ. სწორად დაგეგმილი ხეები, სკვერები და სასეირნო ბილიკები ეზოს მყუდრო სივრცედ აქცევს, სადაც როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს შეუძლიათ დრო სასიამოვნოდ გაატარონ.
მწვანე სივრცეების გავლენა გარემოზე
მცენარეები ქალაქის გარემოს გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ხეები და ბუჩქები ჰაერში მტვრის ნაწილის შეკავებას უწყობს ხელს, ხოლო მცენარეული საფარი წვიმის წყლის ნიადაგში შეწოვას ეხმარება. გამწვანების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია ადგილობრივი კლიმატისა და ნიადაგის გათვალისწინება. თბილისის პირობებში სასურველია ისეთი მცენარეების შერჩევა, რომლებიც ზაფხულის სიცხეს, წყლის ნაკლებობასა და ზამთრის სიცივეს უძლებს, რათა გამწვანებამ წლის სხვადასხვა სეზონზე შეინარჩუნოს სიცოცხლისუნარიანობა.
"ალფა სახლის“ პროექტ "სხვა უბნის“ გამწვანების კონცეფცია სხვადასხვა სახეობის ხეებისა და ბუჩქების დარგვას, არსებული ხეების შენარჩუნებასა და ნაწილის იმავე ტერიტორიაზე გადარგვას ითვალისწინებს. შერჩეულ სახეობებს შორისაა ჰიმალაის კედარი, ჩვეულებრივი იფანი, მინდვრის ნეკერჩხალი და კავკასიური ცაცხვი. ამასთან, პროექტის დოკუმენტაციით გათვალისწინებულია დარგული ნარგავების სამწლიანი მოვლა, რაც მათი შემდგომი განვითარებისა და გახარებისთვის მნიშვნელოვანია.

სივრცე სხვადასხვა თაობისთვის
საცხოვრებელი კომპლექსის ეზო სხვადასხვა ასაკის ადამიანების საჭიროებებს უნდა პასუხობდეს. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო სათამაშო მოედანი, ხანდაზმულებისთვის - მოსახერხებელი დასასვენებელი ადგილები, ხოლო აქტიური ცხოვრების წესის მოყვარულთათვის - სასეირნო ბილიკები და სპორტული სივრცეები.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს გადაადგილების ხელმისაწვდომობას. ბილიკების დაგეგმვისას გასათვალისწინებელია ეტლით მოსარგებლე ადამიანების, მშობლებისა და შეზღუდული მობილობის მქონე პირების საჭიროებები. სწორად მოწყობილი ინფრასტრუქტურა ეზოს გამოყენებას ყველასთვის უფრო მოსახერხებელს ხდის.
მწვანე სივრცეების სოციალური მნიშვნელობა
კეთილმოწყობილი საერთო სივრცეები მეზობლებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. ეზოში მოწყობილი საერთო ბაღი, მოსასვენებელი ზონა ან მცირე ღონისძიებებისთვის განკუთვნილი ადგილი შეიძლება მაცხოვრებლების შეხვედრის ადგილად იქცეს. ასეთი სივრცეები სამეზობლო გარემოს აძლიერებს და საერთო ტერიტორიით სარგებლობის კულტურას ავითარებს.
მწვანე სივრცეები „სხვა უბანში“
დიდ დიღომში მდებარე "ალფა სახლის" "სხვა უბანი“ 16 ჰექტარზე დაგეგმილი მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტია. მისი დაგეგმარება საცხოვრებელ სივრცეებთან ერთად ფართო რეკრეაციული ზონების მოწყობასაც ითვალისწინებს.
პროექტის ტერიტორიაზე 60 000 კვ.მ გამწვანებული სარეკრეაციო სივრცის მოწყობაა დაგეგმილი. სივრცე გააერთიანებს 4 სტადიონს, სკვერებს, დასასვენებელ ადგილებსა და შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილ ზონებს.
გარდა ამისა ასევე დაგეგმილია სკოლა, 2 საბავშვო ბაღი, 50 000 კვ.მ კომერციული და საოფისე ფართები და 3 500-ზე მეტი ავტოფარეხი.
გაინტერესებთ "სხვა უბნის“ პროექტი? დაგვიკავშირდით და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია:
☎️ 032 245 17 17 | 514 10 70 70 | მარტივად
📱 *7171
კომერციული ფართი - როგორ შევარჩიოთ ბიზნესისთვის შესაფერისი სივრცე?
როგორ შევარჩიოთ ბიზნესისთვის კომერციული ფართი თბილისში? გაეცანით ლოკაციის, ფართობისა და შემოსავლიანობის შეფასების ძირითად კრიტერიუმებს
როგორ მუშაობს შიდა განვადება და როდის არის ის კარგი არჩევანი?
შიდა განვადება ბინის შეძენას უფრო მოქნილ და ეტაპობრივ პროცესად აქცევს. გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
რატომ ირჩევენ შეკვეთილს დასასვენებლად და საინვესტიციოდ?
ზღვისპირა მდებარეობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა და გაქირავების შესაძლებლობა - მიზეზები, რის გამოც შეკვეთილი ინვესტორებისთვის საინტერესო ხდება
რატომ აირჩია 1600-მა ოჯახმა სხვა უბანი ?
აღმოაჩინეთ სივრცე, სადაც თქვენი შვილები უსაფრთხოდ, ჯანსაღ სამეზობლოში გაიზრდებიან.
ბინა შეკვეთილში: დასვენება, რომელსაც შემოსავალი მოაქვს
გაიგეთ, როგორ უნდა აქციოთ პირადი დასვენება სტაბილურ შემოსავლად და რატომ ხდება შეკვეთილი ზღვისპირეთის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება.