სიახლეები
მარტივი და ეფექტური გზა თქვენი სახლის გასაახლებლად!
ყურადღება მიაქციეთ კარს
ეს არის პირველი, რაც სახლში მისვლისას თვალში გვხვდება, უფრო მეტიც, სწორად შერჩეული კარი სძენს თქვენ სახლს თანამედროვე და მოდურ იერს. იგივე ეხება სახლის შიდა კარსაც. დარწმუნდით, რომ ისინი ერთმანეთს შეეფერებიან.
შექმენით მთლიანობის ეფექტი
გავიმეოროთ კიდევ ერთხელ: აუცილებლად მიაქციეთ ყურადრება იმას, რომ სახლში ყველა ნივთს უნდა ქონდეს თავის ადგილი და რაც მთავარია ყველაფერი უნდა შეეფერებოდეს ერთმანეთს. სახლის ინტერიერი უნდა ტოვებდეს მთლიანობის შეგრძნებას და არა არეულობის და უგემოვნების.
შეცვალეთ ან უარი თქვით ხალიჩებზე
იმისთვის, რომ თქვენი სახლი გამოიყურებოდეს თანამედროვედ და სუფთად მოიშორეთ ძველი მძიმე ხალიჩები, ხოლო თუ თქვენ გაქვთ ახალი მაშინ რეგულარულად გაასუფთავეთ ისინი.
დაამატეთ ფერები
გაგიმართლათ თუ თქვენ სახლს აქვს პანორამული ფანჯრები, რომლებსაც შემოაქვს სინათლე. უარი თქვით მზიმე ფარდებზე და შემოუშვით სახლში მზის შუქი. თქვენ მალევე შეამჩნევთ, როგორ შეიცვლება თქვენი ინტერიერი და გაუმჯობესდება თქვენი ხასიათი. თუ თქვენ არ გაქვთ დიდი ფანჯრები და სახლსაც მზე ნაკლებად უდგება, მაშინ შეიძინეთ დღის განათების მქონე სანათები და განათავსეთ ნაკლებად განათებულ კუთხეებში.
გამოაცოცხლეთ ინტერიერი ღია აქსესუარებით
იმისთვის, რომ თქვენი ინტერიერი არ გამოიყურებოდეს ძველმოდურად და მოსაწყენად აიღეთ რამდენიმე ლამაზი ღია აქსესუარი, დეკორის ელემენტები და მორთეთ თქვენი სახლი. მაგრამ აქსესუარების არჩევისას შეარჩიეთ კონტრასტული ფერები.
შეარჩიეთ კედლებისთვის შესაფერისი ფერები
ფსიქოლოგები ამტკიცებენ რომ, ყველა ფერი სასარგებლო არაა, მაგრამ თუ შეძელით თქვენთვის იდიალური ფერის შერჩევა ჩათვალეთ,რომ ნახევარი საქმე გაკეთებულია. სანამ კედლების შეღებვას დაიწყებთ დარწმუნდით, რომ მათ დეფექტი არ აქვთ, რადგან საღებავი ცუდად არ დაჯდეს და მთელი საქმე წყალში არ ჩაგეყაროთ.
განაახლეთ დენცქვიტები და ჩამრთველები
არაფერი აფუჭებს პირველ შთაბეჭდილებას ისე,როგორც გაყვითლებული და დაზიანებული ჩამრთველები და დენცქვიტები. ამიტომ განაახლეთ ისინი და რაც მთავარია შეარჩიეთ ერთ სტილში.
შეიძინეთ ოთახის მცენარეები და ცოცოხალი ყვავილები
აკურატულად განთავსებული ოთახის ყვავილები და ცოცხალი ყვავილების თაიგულები აუმჯობესებენ ატმოსფეროს, მატებენ სიმყუდროვეს და მატებენ ინტერიერს მეტ დახვეწილობას, სტილს. ასევე ამბობენ, რომ ზოგიერთი მცენარე სახლის ენერგეტიკას წმენდს.
"სხვა უბანი“ - დიდ დიღომში კომერციული ფართების ახალი სტანდარტი
დიდ დიღომში საცხოვრებელი სივრცე სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ "ალფა სახლის“ სხვა უბანი არ
რატომ უნდა იყიდოთ უძრავი ქონება ახლავე? - ფასების პროგნოზი და ბაზრის ტენდენციები
გაიგეთ, რატომ ღირს ბინის შეძენა ახლავე, როგორ იზრდება ფასები და როგორ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი თქვენი ინვესტიციით
სამშენებლო შეცდომები, რომლებსაც საქართველოში ყველაზე ხშირად უშვებენ
საქართველოში სამშენებლო სექტორი სწრაფად იზრდება, თუმცა ხშირად გვხვდება შეცდომები: არასწორი ბიუჯეტი, ნიადაგის კვლევის გამოტოვება, უხარისხო მასალები, ზედამხედველობის ნაკლებობა და საინჟინრო კომუნიკაციების პრობლემები
გამოყენე უნიკალური შანსი - დიდი ბინა, ხელმისაწვდომი ფასად
დიდი ბინა = მეტი თავისუფლება, მეტი კომფორტი, მეტი შესაძლებლობა!
როგორ იცვლება თბილისი? - უბნები, სადაც დღეს ინვესტიცია საუკეთესო გადაწყვეტილება
გლდანი - თბილისის ახალი საინვესტიციო ცენტრი. „ალფა სახლის“ გლდანი - მომავლის უბანი, სადაც ინვესტიცია იზრდება.